მე-კირჩხიბი :P

დღეს ეკას ბლოგს ვკითხულობდი და შემთხვევით ვნახე პოსტი “როგორ შევიცნოთ კირჩხიბი?”. იმის გამო, რომ მეც ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ამ პოსტმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე წამეკითხა.

საერთოდ არასოდეს წამიკითხავს ასეთი რამეები, რადგან არ მჯერა  ზოდიაქოების და ჰოროსკოპების. ახლა კი იმ პოსტის სათაურმა დამაინტრიგა და გადავწყვიტე მენახა თუ რა ეწერა ჩემთან საერთო.

პოსტი საკმაოდ ვრცელი იყო და უამრავი რაღაც ეწერა. ზოგი რამ საერთოდ არ მახასიათებს, ზოგი კი მეგონა ზუსტად ჩემზე იყო დაწერილი.

აი მაგალითებიც:

კიბოს საყვარელი დრო მთვარიანი ღამეა

ეს პირველი შეუსაბამობაა, რადგან მე მზიანი დღე მირჩევნია. თუმცა მთვარე ძალიან მიყვარს.

კიბო სახელს და დიდებას არასოდეს დაეძებს (საერთოდ, არაფერს და არასოდეს არ ეძებს)

აი ის კი პირველი შესაბამისობა. აბსოლუტური სიმართლე!


კიბო ნიანგის ცრემლებს არასოდეს არ ღვრის. მისი ცრემლები მწუხარების ნამდვილი ნაკადულებია, რომლებიც მისი მგრძნობიარე გულიდან მოედინებიან.

ესეც სრული სიმართლეა.

მისი წყენინება ძალიან იოლია.

ეს არ დაიჯეროთ. არ მწყინს იოლად. განსაკუთრებით კი თუ ვინმე განგებ ცდილობს ჩემს განაწყენებას.

შეურაცხყოფილი კიბო საკუთარ თავში იკეტება და სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს, უარს ამბობს წერილებსა და ტელეფონზე პასუხის გაცემაზე.

ეს მართალია. აი ასეთი ვარ გაბრაზებული.

კიბოს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უმიზეზო უხეშობა, თვით გაბოროტებაც კი.კონკრეტულად ვინმეზე და რამეზე კი არა, მთელს მსოფლიოზე.

ამას ვერავინ დამაბრალებს. უმიზეზო უხეშობა არასოდეს გამომიჩენია. როცა მიზეზი მაქვს მაშინაც ვერიდები უხეშობას, თუმცა არც ძალიან “საყვარელი” ვარ.

კიბოსათვის ყოველგვარი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. თავისი ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანის სულის მესაიდუმლე. ყურადღებით მოუსმენს ყველას, ვინც კი გრძნობებს გაუზიარებს, საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს.

ეს სიმართლეა, განსაკუთრებით ბოლო წინადადება.

არასდიდებით არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს მეგობარი, ნივთი თუ სამსახური.

ესეც სიმართლეა. ვერაფრით შევეგუები მათთან განშორებას.

საინტერესოა კიბოზე დაკვირვება, როდესაც მიზნად რაიმე აქვს დასახული. ეს საოცარი არსება სასურველ ობიექტს პირდაპირ არასოდეს მიუახლოვდება. შემოვლით მანევრებს აკეთებს და თვალს არ აცილებს, თუ ობიექტი გაქცევას დააპირებს ან საქმეში ვინმე უცხო ჩაერევა, კიბო უცებ მივარდება და მარწუხებში მოაქცევს.

იშვიათად, მაგრამ მაინც შეეფერება სინამდვილეს.

იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნდება, რომ სხვა ვერავინ გიშველით. მაგრამ მაინც კეთილი, გულჩვილი არსებაა და დასახრჩობად არ გაგწირავთ.

=))) ეს თვისებაც ვიცანი

კიბო იშვიათად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში ღრმა პესიმიზმი ემუქრება და თავს უბედურად გრძნობს. კიბო არ ეკუთვნის იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაში რევანშისათვის ემზარებიან, ასეთ დროს კიბო ტრანსში ვარდება და გონს დიდხანს ვერ ეგება.

სამწუხაროდ ესეც მართალია😦 ფარ-ხმალს იოლად ვყრი და წაგების საშინლად მეშინია.

კიბოსთვის სახლი ისეთი ადგილია, სადაც თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან შესაძლოა მთელი მსოფლიო შემოიაროს, მაგრამ ისეთ ბედნიერი ვერსად ვერ იქნება, როგორც საკუთარ სახლში.

აი ეს კი ყველაზე დიდი სიმართლეა. სახლში მართლა ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე ნებისმიერ უკეთეს ადგილას.

კიბო დიდი გურმანია. როცა მაცივარი პროდუქტებით აქვს გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატება. საჭმელზე ლაპარაკიც კი კარგ ხასიათზე აყენებს და ამ დროს სახე კმაყოფილებით უბრწყინავს.

ეს ვინ დამაბრალა? საჭმელს მხოლოდ იმიტომ ვჭამ, რომ არ დავსუსტდე და არ მოვკვდე. ან მხოლოდ იმიტომ რომ ვენმე (დედაჩემი) მაძალებს.

ორივე სქესის კიბოებს ძიერ განვითარებული მშობლიური ინსტინქტი აქვთ. ყოველთვის ცდილობენ მეგობრებს მზრუნველი მშობლებივით მოეპყრან.

კი, ერთი ჩემი დაქალი დედასაც მეძახის.😀😀

კიბო-ქალი უჩვეულოდ პრაქტიკულია. ფული მისი საუბრის საყვარელი თემაა.

არადა, მეზიზღება ფული. არასოდეს ვფიქრობ და ვლაპარაკობ მასზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხშირად თავისი უბედურების მიზეზი თვითონ კიბოა.

ვინც მიცნობს იცის, რამდენჯერ მითქვამს ასეთი ფრაზა საკუთარ თავზე.

მოკლედ ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე და ახლა ცოტა მაინც მჯერა ვარსკვლავების😛

Posted on 13/04/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. 😀
    ახლა trackback–ით მივიღე შეტყობინება რომ ჩემი პოსტი დაილინკა და შემოვედი😀
    რა თქმა უნდა 100% შესაბამისი არავინაა, მაშინ ხომ ყველანი copy paste-ბი ვიქნებოდით🙂
    თუმცა, მართლა საინტერესოა, როცა საკუთარ თავზე, ან ახლო მეგობრებზე წაიკითხავ რაღაც ისეთს, რაც მათი საქციელის ახსნას მოგაძებნინებს და შემდგომში ურთიერთობას გაგიიოლებს🙂 როცა იღებ რაიმე თვისებას ფაქტად, ეგუები და აღარ ღიზიანდები🙂
    ჩემთვის ეს არის ჰოროსკოპის მთავარი სარგებელი.

    თუმცა, ჰოროსკოპისადმი ჩემი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ძირითადად უფრო ვერთობი ამით და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანების საქციელის ახსნას ჰოროსკოპით მაშინ მარტო ვცდილობ, როცა უკვე გვიანია.

    მადლობა ინტერესისთვის 🙂
    პ.ს. ბლოგსიტში დაგამატებ, შენის ნებართვით🙂

    • ხო, აბა რა🙂 კირჩხიბებიც განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

      მეც დაგამატებ.

  2. ეხლა მივხვდი რატომ ხარ ახლოს ჩემს აზრებთან მე კირჩხიბი ვარ :* გენაცვალე შენ მარი ძალიან ძალიან კარგო ადამიანო :*

  3. გაკოცე გაკოცე ბევრი :*

  4. mec kirchxibi var da naxevari emtxveva

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: