ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო😀 საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით…

ვაკის პარკთან გაგვახსენდა, რომ შეიძლებოდა ნათიაც მოსულიყო და სასწრაფოდ მივწერე ტელეფონზე. მანაც ინგლისური გააცდინა და ჩვენთან შესახვედრად წამოვიდა.

ნათია მანამდე არ მყავდა ნანახი და ძალიან გამიხარდა როცა დავინახე ავტობუსიდან ჩამომავალი.

მერე ყველანი ისევ ჩავსხედით რაღაც ავტობუსში და “ციყვებისაკენ” გავუდექით გზას. იქ წაყვანას ვეკო გვპირდებოდა და აგვისულა😀 ციყვებიდან ვაკის პარკამდე ბევრი ვიარეთ. ძალიან ლამაზი და მწვანე გზა იყო. გაოცeბული ვიყურებოდი აქეთ-იქით. სულ არ მადარდებდა რომ წვიმდა და ვსველდებოდი. მერე ხეზე ერთი პატარა გაწუწული ციყვიც შევამჩნიეთ.

ბოლოს როგორც იქნა ჩავაღწიეთ ვაკის პარკის თავზე მდებარე ქალის ქანდაკებამდე. ვეკომ თავისი არ დაიშალა და ზედ ასვლა გადაწყვითა. რას ვიზამდი, მეც მათ გავყევი. კი მეშინოდა, მაგრამ ისინი რომ ადიოდნენ მაგისიც მეშინოდა.

ვეკო და აჩო ყოჩაღად აცოცდნენ იმ დიდ კიბეებზე. სველი კი იყო და სრიალებდა, მაგრამ ნათიამ მაინც დამოუკიდებლად გარისკა ასვლა. ისე საყვარლად ადიოდა, ახლაც მეცინება რომ ვიხსენებ. თან მერე გამოტყდა რომ წინა დღის გარეცხილი შარვალი სცმია, რომელიც მუხლამდე დასვარა ტალახით იქ აცოცების დროს  :D😀😀

ეს იყო ასვლის ამბავი. ჩამოსვლა ბევრად უფრო სასაცილო და სარისკო საქმე გამოდგა. იმ ქანდაკებიდან ვაკის პარკამდე “უდრტვინველად” ჩამოვიარე  სველი კიბეები. თან ყველაზე ბოლოს მოვდიოდი, გზაზაგზა სიცილით ვკვდებოდი ნათიას შარვლის ბოლოებზე და ჩემს თავზე. არ ვიცი როგორ მოვახერხე იმ კიბეების მშვიდობიანაც ჩამოვლა. იმისი იმედი  მქონდა, რომ ბოლოს მოვდიოდი და თუ წავიქცეოდი,  იცინი დამიჭერდნენ მაინც და ვაკის პარკამდე გორვით ჩასვლა არ მომიწევდა =))

ძალიან კარგი, მხიარული და წვიმიანი გასეირნება გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში, გუშინ სულ 4 ავტობუსით და 3 “მარშუტკით” ვიმგზავრე, წვიმაში და ტალახში ბევრი ვიარე და სახლში მაინც ხიფათის გარეშე დავბრუნდი.

რა ხდება, გამოვსწორდი ნუთუ?😀

Posted on 13/04/2010, in ეს საინტერესოა, მწვანე პოსტები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მართლა მაგარი დღე იყო და ძალიან ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დავბრუნდი. თან მიხარია, რომ შენი გაცნობაც მოვახერხე =))

  2. vaime ra kargiaaaa… mec mindodaaa…😦 ciyvebshi😀

  3. siyvarulovna
    მეც მიხარია ნათ :* :*

    salomea_mze
    სირცხვილი ვეკოს რომ არ მიყავხარ ციყვებში

  4. ოოოფ :დ წავიდეთ კიდე და წავიყვან : )))

    და ამ დღეს რაც შეეხება, ძალიან კარგად მახსენდება : )))
    კარგი ბავშვები ხართ :პ და მარი, მალე მოგიშლი სიმაღლის შიშსს :

    • ამის მერე კეტებით წამოვალ და მეც შემვჯდები იმ მოაჯირზე, ოღონდ შენ არ შემოჯდე.

      • ამის შემდეგ შეიძლება ისეთ ადგილას წავიდეთ, საერთოდ რომ “შპილკებზე” მოგიწიოს შედგომა :დდდ

        მოაჯირზე კი, ერთად შემოვჯდეთ, თორე დამეღალა ფეხები :დ

  5. აი გაოცებას ვარ რა…

  6. რა ციყვებზეა საუბარი???

    • 😀😀 ვაკის პარკის ზევით არის “ციყვები” და იქ ბევრი ციყვები არიან😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: