კიდევ ერთი დღე

რა ბედნიერებაა, როცა დილით იღვიძებ და გიხარია, რომ კიდევ ერთი დღე იწყება, როცა არ გეშინია  რომ კიდევ ერთი დღე მოაკლდა შენს  დარჩენილ სიცოცხლეს, როცა არ გეშინია დროის სწრაფი ნაბიჯების, რადგან იცი  ჯერ კიდევ ბევრი გაქვს დარჩენილი. იცი თუ არა ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ კარგია როცა შიშის მიზეზი მაინც არ გაქვს, თუნდაც ასაკის გამო.

სულ მაინტერესებდა რას ფიქრობს ადამიანი, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ან რა შეგრძებაა, როცა იცი, რომ შეიძლება მალე რაღაც ცუდი დაგემართოს და ვერაფერს აკეთებ. ამაზე უარესი კიდევ ეჭვი ყოფილა, როცა არ იცი რა გჭირს, ან გჭირს თუ არა რამე საერთოდ.

მოკლედ, ახლა ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავრჩი!

(ამაზე ვიღაცას გაეცინება)

დიახ, ორდღიანი შიშისა და კანკალის შემდეგ მივხვდი, რომ  ტვინის ანთება არ მქონია(მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების 3 სიმპტომი გამომივლინდა: თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, მაღალი სიცხე) და ჩემი დაუდევარი საქციელის გამო არ წავალ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. აი ასე!

მაგრამ რა ვუყო ახლა იმ გაცდენილ სემინარებს “შიშიანობის” პერიოდში რომ არც კი მახსოვდა? ან რა ვუყო იმ აზრებს რაც მაწუხებდა და იმ ყველა დასკვნას რაც მაშინ გამოვიტანე? ერთი კი ვიცი რომ აქ არ დავწერ. იმაზეც მადლობელი  ვარ რომ საერთოდ რაიმეს დაწერის საშუალება მაქვს. =)))

ამ “დიდი გადარჩენის” მიუხედავად დღევანდელი დღის გათენება მაინც ცოტა მეშინოდა. როგორც კი ავდექი, მაშინვე ანას დავურეკე. წუხელ ღამის 2 საათამდე მას “ვყარაულობდი”, რადგან ბებიამისი სასწრაფოთი წაიყვანეს საავადმყოფოში, გულის შეტევა დაემართა და კიდევ უამრავი ავადმყოფობა გამოუვლინდა. ეს კი მარტო დატოვეს სახლში და მასთან ერთად მეც. დედამისის დაბრუნებამდე ამის მეტი არაფერი გვილაპარაკია:

– რომ ვერ გადარჩეს?

– გადარჩება!

– შენ რა იცი?

– ვიცი!

………………

დღეს გათენდა  და აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი. იქ ქალი მართლა გადარჩა და იმასაც მივხვდი რომ გუშინ ანა უფრო ნერვიულობდა ბებიამისზე, ვიდრე მე ვნერვიულობდი იმ დღეს ჩემს თავზე. ანას უფრო გაუხარდა ის რომ დღეს თავის ბებიას კიდევ ერთი დღე გაუთენდა, ვიდრე მე მიხარია როცა თენდება.

ადამიანებს იმდენად არ გვიყვარს საკუთარი თავი, როგორც სხვებს ვუყვარვართ ჩვენ. და ყოველ წამს, როცა საკუთარ სიცოცხლეს თუნდაც სულ მცირე საფრთხის წინაშე ვაყენებთ, სხვებზე უნდა ვიფიქროთ, იმ ადამიანებზე, ვისაც ვუყვარვართ.

Posted on 17/04/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. bolo nawilshi ar shemidzlia rom ar dagetanxmo🙂

  2. არ მგონია, რომ იმაზე უნდა ვიფიქრო ვისაც ვუყვარვარ. ჩემი სიკვდილით მე დამაკლდება. რა ტქმა უნდა დედაცემსაც, მაგრამ ცოცზალს კიდევ ეშველება. ვაი მკვდარს თორე, ჩვენ აქ დარჩენილებს რა გვიჭირს. გვაქს საშუალება მოვინანიოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.

    ისე მე არასოდეს დავფიქრებულვარ იმაზე თუ როგორია სიკვდილს როცა თვალებში უყურებ ან როცა არ იცი რა გჭირს არასოდეს მქონია ეჭვები, რომ რამე სერიოზული შეილება დამემართოს. მე მჯერა და მე მწამს, რომ თუ რამე დამემართება ჩემი დაუდევრობის და უაზრობის გამო იქნება რისთვისაც ვისჯები კიდეც. ისიც ვიცი, რომ მსგავსი სიტუაცია, რომ განმეორდეს ზუსტად იგივე ნაირად მოვიქცევი. ამიტომ არც ვნანობ ხოლმე. რაც ვარ ეს ვარ. და თუ რამე დამემართბეა ვაი მე. თორე აქ მყოფნი კარგად იქნებიან.

  3. მარიი, რომ გნახავ გატყიპავ :დ რა სისულეეებს ფიქრობ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: