უქოლგოდ

დღეს დილით გამახსენდა, რომ გამოცდების ზუსტი ცხრილი არ ვიცოდი. არადა ორშაბათიდან მიყოლებით 6 გამოცდა მაქვს ყოველ დღე. რას ვიზამდი? ავდექი და წასასვლელად მოვემზადე. საშინლად წვიმდა, მე კი ცუდ ამინდზე მეტად არაფერი მაბრაზებს. ჰოდა ასე წვიმაზე დაბოღმილმა და გაბრაზებულმა 1 ჟაკეტის ამარა მყოფმა, უქოლგოდ და უქუდოდ გავიხურე სახლის კარი.

ვერ ვიტან ქოლგით სიარულს, განსაკუთრებით როცა ოდნავ მაინც ქარი ქრის. მირჩევნია დავსველდე და გალუმპული მივიდე დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე ქოლგა დავიჭირო ხელში. ქოლგის კომპლექსი მჭირს. საერთოდაც ქოლგიან ხალხს რომ ვუყურებ, მეცინება. არადა ვინ უფრო გამოდის სასაცილო, ქოლგის ქვეს მშრალად შეფარებული ადამიანი, თუ მე, ერთიანად გალუმპული, თანაც ისე, თითქოს წვიმიან გზაზე კი არა, წითელ ხალჩაზე მივაბიჯებდე =))) მაინც არ დავიჭერ ქოლგას! :ჯიუტისმაილი:

ამინდის პროგნოზს თუ დავიჯერებთ, წესით მაისამდე ვერ ვეღირსებით ნორმალურ ამინდს. ჰოდა დროც მომეცა სამეცადონოდ.

წავედი და დროებით გემშვიდობებით, მაქსიმუმ გამოცდების დამთავრებამდე🙂

“შერბურის ქოლგები” გამახსენდა ამასობაში.

Posted on 24/04/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. წარმატებები გამოცდაზე!🙂

  2. mec gamocdebis mizezit wavedi maglivshi da kargadac davsveldi😀🙂

  3. მუსიკამ გაასწორა😉

  4. @ D@niko გმადლობ🙂

    @ nightrider შენ ქუდი მაინც გეფარებოდა ან კაპიუშონი😀

    @ zurriuss მიყვარს ეს მუსიკა

  5. არ მიყვარს ქოლგა იმიტომ რომ მიყვარს წვიმა…
    მიყვარს რომ ვსველდები😛

  6. ძალიან, ძალიან ძალიან მომეწონა ეს მელოდია.

    ეხლავე ვნახავ მპ3ს და გადმოვიწერ : )))

    • თუ გინდა გამოგიგზავნი. მარტო ინსტრუმენტალური ვერსია მაქვს, მაგრამ მაგისი ფრანგული ტექსტი ზეპირად ვიცი😀

  7. ვგიჟდები ქოლგაზე :))
    ლამაზი ქოლგა იყიდე, ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული და მერე არ დაგეზარება ქოლგით სიარული🙂
    შავ ქოლას მეც ვერ ვიტან, განსაკუთრებით იმას, ქვემოთ რომ კანტად ვერცხლისფერი გასდევს😀

    • უი ვიცი ეგ ქოლგები, ერთი პერიოდი მაგრად შემოვიდა მოდაში. მაქვს ლამაზი ქოლგა, საკმაოდ ხარისხიანი და გამძლეა თან, მაგრამ მაინც უხერხულად ვარ ქოლგით. იმედია შევეჩვევი ოდესმე🙂

      • :))
        მე ვიყიდე ძალიან ლამაზი ყვავილებიანი ქოლგა, თბილისში მაგის დაჭერა ცოტა სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც გავბედე რამდენჯერმე🙂 მერე გამიტეხეს და ახლა ჩამდის კისერში წვიმა😀

  8. წარმატებები გამოცდაზეეე🙂

  9. მაარ, მიყოლებით 6 გამოცდა კი არა, მე კვირას მაქვს 6 საათზე გამოცდა, იმასალბათ საღამოს 9 ზე მოვრჩები, მერე სახლში როდის მივალ და მერე ორშაბათს კიდე 2 გამოცდა მაქვს 1ს ნახევარზე და 5ს ნახევარზე :დ დარტყმულია ამ ცხრილის შემდგენი.

    • ესეიგი მაინც არ შეგიცვალეს ცხრილი ხო?😦 საშინელებაა მართლა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: