თავში ავარდნილი პოსტი

მოვედი და გადავწყვიტე წინა პოსტის გაგრძელება დამეწერა. შემიძლია ვთქვა რომ ამდენი ნერვიულობა დამიფასდა.

შეძრწუნებული ავედი მაღლივში. შიშისგან კუჭი მტკიოდა. მთელი გზა ტესტებს ვიმეორებდი და თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ მანამდე არაფერი არ მქონდა ნამეცადინები. თან ამ საგანში ყველაზე მეტად მინდოდა ნორმალური ქულის მიღება.

მოკლედ მივედი, დავჯექი და წერა დავიწყე, ნერვიულობა სადღაც გაქრა. გარშემო  ჩემი კომპიუტერის მონიტორის გარდა ვერაფერს ვხედავდი, თან ბარამბოს ფორთოხლის კარამელს ვჭამდი და ჩუმად ვღიღინებდი. 15 ტესტს რომ ავცდი და ყველა სწორი იყო, უკვე არასწორი პასუხის ლოდინი დავიწყე, თუთქოს აუცილებელი იყო შეცდომა დამეშვა. მაგრამ შემდეგი 7 პასუხიც სწორად გამიცია. გამოვედი პირდაღებული. 30 დან 30 ქულა ავიღე.

აი ეს გამოცდები დაგვღუპავს მე და ჩემნაირ სტუდენტებს. ცოტა უნდა გართულდეს, თორემ ერთხელ იქნება და მართლა ამივარდება თავში ეს ჰაერიდან მოსული ქულები. რა დააშავეს იმ ბავშვებმა გუშინ მთელი დღე რომ მეცადინეობდნენ და მაინც  ჩემზე დაბალი ქულები მიიღეს? არა მაგაზე დიდად არ ვდარდობ მარა, ჩემთვისაც ცუდია  მასეთი ლმობიერი დამოკიდებულება. თუმცა დიდხანს მეცადინეობას მკაცრი წესებიც ვერ მაიძულებს ჩემი ამბავი რომ ვიცი.

ახლა უკვე 1/6-ა ალბათობა იმისა, რომ სახლში ვაღიარო გამოცდების დაწყების შესახებ. ვერ ვიტან როცა დედაჩემი მეკითხება როგორ დაწერე და რა მიიღეო. აი მაგ კითხვის დროს სინდისის ქენჯნა მაწუხებს ყოველთვის. ახლა თუ დანარჩენი გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე, შეიძლება გამოვტყდე კიდევაც, ან ადრე თუ გვიან თვითონ მკითხავს კოლოკვიუმები როდის გაქვსო და მერე ვეტყვი რომ უკვე მქონდა =))))))

ესეც ასე, ახლა დანარჩენ გამოცდებზე უნდა ვიფიქრო.

P.S უი ეს პოსტი მეასე ყოფილა😛

Posted on 26/04/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ვააა მაარ ყოჩაღ შეეენ
    აღარ ხუმრობ ხომ იცი….
    შეილება მტელი წელი ასხა წიგნებს ტავი და მაინც არაფერი შევიდეს და შეიძლება ერთ საათში ყველაფერი აითვისო. ინდივიდუალურია ეგ ყველაფერი. მარა ეტყობა კომპიუტერმა დაუშვა შეცდომა😀😀😀 კაი ხოოოო😛
    მაგარი ხარ მაგარიიიიიიი

    • გენაცვალე :* :*

      აი მაგისი მეშინია მე რომ მივეჩვევი ესე ყოფნას და ერთხელაც აღარ გამიმართლებს.

  2. ვსო, რა გინდა, დაჯექი ახლა და ჭამე ყველაფერი, რაც გაგიხარდება.
    ნერვიულობას ჭამა შველის🙂

    • ხო, პეჩენიების ჭამა შველის მაგრად. პრინციპში მე მეტს მაინც არაფერს ვჭამ😀😀

  3. ჩემი ნიჭიერაააააა :))))

    აუ, რა კაი იქნება ყველა გამოცდა კომპიუტერებთან რომ გვქონდეს ტესტების სახით :დ არაფერში არ დაგვჭირდებოდა მომზადება :დ

    • შენ მართლა ნიჭიერააააა და თან ბეჯითაა :* :*

      აუ მართლა აღვშენდებოდით კომპთან რომ იყოს ყველა.

  4. ლოლიკა

    თავში ავარდნილი ეძახე შენ და, წარმატებით ჩაბარებულ ტესტს მოგილოცავ მარ. და მეასე პოსტსაც🙂

  5. დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: