ახალი დიზაინი

ბოლო ხანებში ნამეტანი გადავეკიდე ბლოგს. ვერ ვისვენებდი, რაღაცის შეცვლა მინდოდა, ახალი დომენიც კი დავარეგისტრირე, ბევრი ვუჩიჩინე და მერე დავანებე თავი. რა აღარ ვცადე, ვეკოს უკვე ნერვები მოვუშალე ჩემი “ბოდიალით” (ასე ეძახის თვითონ), ისე ძველი დიზაინის შეცვლას კი მირჩევდა, ძალიან ვიწროაო და არ მოსწონდა. არ ვიცი რამდენად გახსოვთ ის დიზაინი, მაგრამ ისიც მწვანე ფერებში იყო, თან ძალიან შევეჩვიე.

გუშინ D@niko-ს ბლოგზე  შევედი და რაღაც კარგი სიახლე დამხვდა. ალბათ ეგ სიახლე უკვე ყველას ნანახი გაქვთ. ჯერ URL-ს შევხედე, ახალ დომენზე ხომ არ გადავიდა-მეთქი, მაგრამ ისევ ვორდპრესი ეწერა ბოლოში. მოკლედ ძალიან მომეწონა ახალი დიზაინი. რატომღაც აქამდე არ მქონდა შემჩნეული თემების შაბლონებში.

ჰოდა მივბაძე D@niko-ს  და იგივე თემა დავაყენე მეც, ოღონდ განსხვავებულად მოვაწყვე. რაც გამოვიდა,  თვითონაც ხედავთ. ახლა იმედია ცოტა ხანს შევეშვები “ბოდიალს”🙂

Posted on 01/05/2010, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ხომ ვთქვი, დროზე გვიშველა–მეთქი მამა ვორდპრესმა:):)

  2. ლამაზია ესეც, მწვანე, მწვანე და კიდევ ერთხელ მწვანე🙂

    რა კარგი თემა ყოფილა ბლოგის ასეთი მოწყობის საშუალებას რომ იძლევა🙂

  3. მაარ, არ მქონდა საშუალება 2 დღე შემოვსულიყავი და უკვე აიშვი ხო? :დ
    კარგია უფრო ფართე თემა რომ შეარჩიე, მშვენიერია :წუბ:

    • უფრო კი არა, ჩემთან მთელ ეკრანზე იშლება. მირჩიე კიდევ რამე ჩემო “ბლოგ ნათლიავ”

  4. mec maswavleT ra es axali dizainebi saidan davayeno. chemtan ragac uabndzesi themebia😦

    • change themes–ში შეხვალ, მონახავ თემას Twenty Ten და დააყენებ, მერე ცოტას ვიჯეტებში იჩხრიკინებთ და მორჩა : )

  5. თემებში შედი და ბოლოშია ეს. და მერე შეუცვლი ჰედერს და ფონს და ეგაა🙂

  6. მააარ ძალიაააააან კარგი თემააააა…
    უფრო გაშლილი და გაცილებით ჯობია ძვეელს. = ))
    ახალ ბლოგს ისევ ძველის ”რემონტი” ჯობდა😛

  7. gamarjoba mari

    Dzalian sakvareli blogi gaqvs, sasiamovno ferebia

    ra tema gikenia? ra qvia? dzalian momcons🙂

    • გამარჯობა თაა, დიდი მადლობა🙂
      ‘Twenty Ten’ ქვია ამ თემას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: