ალერგიული პოსტი

5 წლის ვიყავი, როცა ალერგიის გამო პირველად მიმიყვანეს ექიმთან. მთელ სახეზე “ზელიონკები” მესვა და ცხვირი კარტოფილივით მედო.  ექიმმა მკაცრი დიეტა დამინიშნა და იმით დამამშვივიდა, რომ ალერგიულები ნიჭიერები არიანო მითხრა, ოღონდ არ ვიცი საიდან გამოიტანა ეს დასკვნა.

ამ დაავადების გამო ვერ ვყნოსავ ყვავილებს, ვერ ვჭამ ზოგიერთ ხილს, ვერ მივდივარ ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან, რადგან სახლში კატა ჰყავს. ყველანაირი კვამლის სუნი მგუდავს.

წელს გაზაფხულის ორმა თვემ ისე გაიარა, რომ ერთხელაც არ დამჭირვებია ალერგიის გამო წამლის დალევა. უკვე მეგონა რომ გამიარა, მაგრამ გუშინწინ ახალი ტალღით შემომიტია.

ორი დღის წინ, სახლისაკენ მიმავალმა შემთხვევით ვეკო შევამჩნიე ქავრთარაძის ქუჩაზე. ხოდა ვეკო რის ვეკოა თუ მაღლივის ხიდზე სურათები არ გადაიღო =)))))))

იქამდე რაღაც გაურკვეველი გზით წავედით. ბალახები იყო და მიწაზე ჭიანჭველები დადიოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ჭიანჭველები ზედ მაბობღდებოდნენ და მკბენდნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მერე მივედით ხიდამდე და ეს ჭიანჭველები სულ დამავიწყდა. სურათები გადავიღეთ, ვეკომ თავისი საყვარელი, ექსტრემალური ილეთიც გააკეთა (ხიდის მნოაჯირზე ფეხებით გადაკიდება) რომლისაც მე ძალიან მეშინია.

სახლში რომ მივედი, შევამჩნიე,  მუხლამდე გამოყრილი მქონდა ფეხებზე. ხელებზე კი მაჯებიდან მხრებამდე მეტყობოდა ალერგიული კვალი. თავიდან მეგონა ჩუთყვავილა მჭირდა.

ექმის რომ დავურეკე ისეთი რამ მითხრა, ახლაც მიკვირს. ეგ იმიტომ დაგემართა, რომ გეგონა ჭიანჭველები დაგდიოდნენო და შეიძლება სიზმარშიც შეიძლება რამემ ალერგია მოგცესო.O_o

ესეიგი თუ ოდესმე კატა ან ბაბუაწვერა დამესიზმრა, წასულია ჩემი საქმე ?

გაგიგიათ ასეთი რამ, რომ მოჩვენებითმა მიზეზებმა შეიძლება  რეაქცია გამოიწვიოს?

Posted on 10/05/2010, in me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ამის წაკითხვის მერე უფრო მეტად მიხარია რომ საერთოდ არაფერზე არ მჭირს ალერგია 🙂 ისადა ხვალ წაიყვანე ვეკო მაღლივის ხიდზე და გადაუშვი თავით, მაგის ბრალი ყოფილა ყველაფერი🙂

    პ.ს. სურათებში რომ ვხედავ მაგ “ილეთს” ვეკოს შესრულებით, გული მისკდება ხოლმე :შ

    • არ არის ვეკოს ბრალი. ძალით კი არ ვუტარებივარ ბალახებში.😀😀 მეც გული მისკდება მაგ ილეთზე, შიშით ვუღებდი სურათებს

  2. შეიძლება იმ ფეხებით გადაკიდების გამო ინერვიულე და იმოქმედა.
    ალერგიის ფაქტორი მართა ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს.

    უუცნაურესი ალერგია მჭირდა, მჭადის ფქვილზე და ყველაფერზე, რაშიც ეს ფქვილი ერია, ალერგია მემართებოდა, ოღონდ გარეგნულად არ მეტყობოდა კუჭის შიგნიდან მაყრიდა, როგორც კანზე აყრით ხოლმე. მასეთი ტკივილი აპენდიციტის შეტევის დროსაც კი არ მქონია.

    5 წელი არ მიჭამია არაფერი, რაც მჭადის ფქვილს შეიცავს, პოპკორნი, ხლოპია და ჩიპსიც კი. მჭადზე და ღომზე აღარ მაქვს საუბარი🙂
    ახლახანს გავბედე და საოცრება – გამიარა.
    ერთადერთი საშველი არის ალერგიის ფაქტორის გამოვლენა და მერე იმის დავიწყება, ანუ ორგანიზმს უნდა დაავიწყო.
    სხვანაირად, მთელი ცხოვრება უნდა სხვა ალერგიის წამლები😦 21 საუკუნეში კი ახალ–ახალი ალერგიები ყოველ დღე იბადება ;(

  3. ძიედაააა, ეს პოსტი ნაწილობრივ მეც მეხება თურმე :დდდ

    მართლა ვწუხვარ ჩემ გამო თუ ასეთი ალერგია დაგემართა : ((

    კარგად მახსოვს ჭიანჭველებიო ჭიანჭველებიო რომ გაიძახოდი, მაგრამ არ მეგონა მართლა ასე სეროიზულად თუ აღიქვამდი .

    ილეთს რაც შეეხება, იმდენი ილაპარაკეთ, მემგონი პოსტსაც მივუძღვნი სურათებითურთ :დდდ

  4. აუ მე ერთადერთი რაზეც ალერგია მაქვს გაზაფხულია =((
    მარტის პირველივე რიცხვებიდან რომ დავიწყებ მასის შუა რიცხვებამდე მაყრია ხოლმე. წელს აპრილში გამიარა. ეტყობა რომ ციოდა მაგიტომ. თან ერთიანად კი არ მაყრის…. მზე რომ ცავა ჯერ ერთ ადგილზე დავიწინწკლები წითლად და საშინლად მექავება. ეგ რომ გამივლის მერე მეორე ადგილზე და მტელი ღამე მართლა ქეციანივით ვიქექები ხოლმე

  5. რა შესახედი იქნებოდი :))

  6. მეც ალერგიული ვარ, მაგრამ მაინც ყველაფერს მივირთმევ… სამაგიეროდ მერე ვიგუდები და სახეზე აჭრელებული დავდივარ… don’t care : )) =))

  7. ბევრნი ვყოფილვართ ამ დღეში

  8. maariiii ჩეინჯები და სიახლეები მოაკლდა შენ ბლოგს და დაგბრიდააა😀
    საღმოს პოსტი დაიდოს😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: