Changes

დღეს გადავწყვიტე რაღაც ახალი წამომეწყო. მართალია სიახლეებთან შეგუება მიჭირს, მაგრამ ძველმაც მობეზრება იცის. ამჯერად თმის შეჭრა და რაღაც მასეთი მავნებლური არაფერი მომიფიქრებია, მხოლოდ რამდენიმე შეუმჩნეველი და უწყინარი ცვლილებით შემოვიფარგლე.

1. შევცვალე დესკტოპის ფონი. აგერ უკვე მეორე წელია ჩემს ეკრანს შემხმარი აქვს ბორჯომის პარკის სურათი.

ცოტა უხარისხოა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.

ეს კი ახალი, მომწონს, თანაც მწვანეა

2. მოვიშორე კედები. გადავწყვიტე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩავიცვა და ყველაზე მიუგნებელ ადგილას გადავმალე, რომ შემთხვევით თვალი არ გამექცეს.

3. ფრჩხილები ცოტათი გამეზარდა და აღარ დამიჭრი. მომენატრა ჭრელაჭრულა ლაქების წასმა, თანაც ზაფხული მოდის და მომიხდება.

4. ძველი და კარგად დავიწყებული ჰობი გავიხსენე (ამაზე სხვა დროს დავწერ დაწვრილებით). მეცხრე კლასში, როცა 3D-max-ის და მსგავსი პროგრამების შესახებ გაგონილიც არ მქონდა, ხაზვა მიტაცებდა და სულ დაჩხვლეტილი მქონდა თითები ფარგლით.

5. ჩემს ტელეფონში ჩაწერილი 3 ფლეილისტიდან, ერთ-ერთი განვაახლე. (ამაზეც დავწერ მოგვიანებით)

6. სკაიპის ახალი ვერსია დავაინსტალირე. აქამდე 3.8 ვერსია მქონდა და ცოცხალი თავით არ ვცვლიდი. ისე მაინც მგონია რომ ძველი ჯობდა.

7.  კომპიუტერი ისევ ჩემს ოთახში გამოვიტანე. უკვე დათბა და “კარმასთან” მიფიცხება აღარ მჭირდება.

მალე კიდევ ერთ სიახლეს ველი. დედაჩემმა ახალი კლავიატურის ყიდვა განიზრახა, რადგან ეს წაშლილია და ვერაფერს ვერ წერს. არადა რამდენი აცეტონი დავხარჯე ამის წაშლაზე :ბოროტისმაილი: რა ვქნა, ვერ ვიტან ჩემს კომპთან ვინმეს რომ ვხედავ :green:

Posted on 11/05/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ჰაჰა..

    ბოლო მომეწონა.. :))

    კედებს ვერ შეველევი უახლოესი 5 წელი..

    ჩემი კომპიკოს დესკტოპს კი პოლ მაკარტნი ჰყავს შემხმარი და არ შეიცვლება არასდროს.. :))

  2. : D😀 😀 შე ბოროტოოო :))))

    კარგია სიახლეები 🙂

  3. 1. დესკტოპის ფონები ცემს კომპზე ისე ხშირად იცვლება რომ ვერც ასწრებს შეხმობას.
    2.კედებს არასოდეს არ მოვიშორებ.
    3.ფრჩხილებს მეც ვიზრდი ბანკეტისთვის😛
    4.ხაზვას ვერ ვიტან. მაგიტო მეზიზრება გეომეტრიაც
    5.ჩემს ტელეფონს კაი ხანია განახლება აღარ უგემია
    6.მეც ძველი მირჩევნია, თუმცა ახალი მაქვს დაყენებული
    7.კლავიატურა მე უკვე მიყიდეს = ))

  4. va 3D-max-i ici, magaria, me daviwye varjishi adre, cotaviswavle da mere tavi davanebe, ratomgac agar damainteresa. magis mere daviwye html-is swavla da saitis dizainis keteba, es ufro gamomadga😀

    • html-ს მეც ვსწავლობ და 3d-max არ ვიცი, არქიკადში ვერკვევი, ამგარამ ფურცელზე ხაზვა უფრო მიყვარს

      • ჩემთვის როგორი ჩინურია ეხლა ეგ😀😀
        მარა არქიკადი რომ კაია ეგ ვიცი. ეგ თუ იცი მაგ პროფესიით სამსახურსაც იშოვი

  5. kargia siaxleebi.. koveltvis kargia… mec mchirdeba updatebi :S

  6. ყველა სიახლეს მოგიწონებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვვითარდებით :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: