არშემდგარი “მხაზვარი”

ქალბატონმა ვეკომ ბრაძანება გასცა, ახალი პოსტი დაიდოსო. არადა ბოლო სამი დღეა ძალიან ცოტა დროს ვატარებ კომპთან . მონიტორის სინათლე თვალს მჭრის და ძლივს ვხედავ, რადგან ოკულისტმა რაღაც წამალი გამომიწერა, თვალის გუგებებს ადიდებს და ასეთ რეაქციას იწვევს.

ხოდა ამ უკომპიუტერობის ჟამს ახალი გასართობი მოვიფიქრე, უფრო სწორად ძველი და უკვე კარგად დავიწყებული.

ვზივარ მაგიდასთან ფანქრებით, ფარგლით და საშლელით ხელში და რაღაცეებს ვხაზავ. მეცხრე კლასში სკოლაში მასწავლიდნენ ხაზვას და ადვილად ვითვისებდი. საერთოდ ამ საგანს გოგოებს არ ასწავლიდნენ წესით, რადგან ჩვენ შრომის გაკვეთილები ცალკე გვიტარდებოდა. მე კი რადგან ქსოვა და მძივების ასხმა ისედაც ვიცოდი, ბიჭებთან ერთად ხაზვის გაკვეთილებს ვესწრებოდი. ერთმა კლასელმა მკითხა, რა გრჯის, მხაზვარი ხომ არ უნდა გამოხვიდეო?😀

ხოდა აი  გუშინდელი ნამუშევრებიც. ადრე უფრო რთულ რაღაცეებს ვხაზავდი, ახლა მეზარება. თან საკმაოდ ძნელია, ნებისმიერი შეცდომაც კი წყალში ყრის მთელ შრომას.

ეს დაუმთავრებელი

საბოლოოდ ასეთი გამოვიდა

სურათზე დეფორმირებული გამოჩნდა რატომღაც

წავედი ახლა სიბნელეში, თორემ უკვე თვალი მომჭრა  მონიტორის შუქმა.

Posted on 12/05/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ჰეეჰ მაარ… მალადეც შეენ
    მაგრად ხაზავ ხომ იცი

  2. ყოჩაააღ :* კარგი გოგო ხარ :* არა მარტო იმიტომ, რომ მისრულებ დანაპირებს, ასე მაგრად ხაზვა ყველას კი არა, არავის გამოგვივა ჩვენში : დ
    გოგოო, არქიტექტურულზე ხო არ გვეფიქრა? :დ ხოდა, ოთახის გადაკეთება მინდადა და მოგაკითხავ ამ დღეებში :დ

    • მიფიქრია კი. მარა გეპეიში არ მიდოდა და სამხატვროში ხატვაც ბარდებოდა.

  3. gepeishi magis mets ras vaketebdi pivel kursze😀 exla xelit aravin xazavs..

  4. ირმა

    ძალიან კარგი ნახაზებია მაგრამ ზომებიც რომ ყოფილიყო უკეტესი იქნებოდა, დაგვეხმარებოდა მომავალ არქიტექტორებს🙂

    • ჰეჰ, მადლობა🙂 მაგრამ არამგონია არქიტექტორებს გამოგადგეთ ასეთი მარტივი რამეები. ძალიან დაწყებითი დონეა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: