“გოიმი” რომ არ გამოჩნდე

სიტყვა “გოიმი” ბრჭყალებში, რადგან სინამდვილეში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს.

ფორუმია თუ ბლოგია, ყველგან ნახავთ  თემებს რბილი “ლ”-ს დამღუპველი ზეგავლენის, ადნაკლასნიკების “გოიმურობის” და კიდევ უამრავი ახლად დამკვიდრებული “დებულების” შესახებ.

თუ საერთოდ ვინმესთან თავის ჭკვიანად წარმოჩენა/გასაღება გინდა და კარგი შთაბეჭდილების დატოვება,  უნდა გაითვალისწინო შემდეგი პირობები. (ძირითადად გოგოებს ეხება)

1. მაქსიმალურად უნდა დაგმო და გაათახსირო რბილი “ლ”-ები და მათი წარმომთქმელები. ოღონდ ისე, რომ თავად არ წამოგცდეს, თორემ დაღუპული ხარ, ფაქტიურად უკვე ყველას “გოიმი”ეგონები.

2. უნდა აძაგო “ადნაკლასნიკები” თავის მომგონიან-მომხმარებლებიანად. არავინ არ უნდა გაიგოს, რომ სინამდვილეში სხვა სახელით შედიხარ და ინკოგნიტოდ ათვალიერებ “დრუზიების” მოქმედებებს. ნუ თუ გაგიმართლა და დარეგისტრირება ვერ მოასწარი, სანამ ფასიანი გახდებოდა, მაშინ სუფთა სისხლის “არაგოიმი” ხარ და შეგიძლია მხოლოდ ამ საიტის ძაგებით შემოიფარგლო, არაფრის დამალვა აღარ მოგიწევს.

3. უნდა აკრიტიკო ყველა და ყველაფერი. კრიტიკაც მოდაშია. გააკრიტიკებ სხვას და გამოჩნდები სხვაზე მაგარი გოგო/ბიჭი.

4. ტონალურ კრემს უნდა ეძახდე “შპაკლს”. უნდა გამოხატო ზიზღი მის მიმართ. თუ გოგო ხარ, ისე უნდა წაისვა, რომ არავინ მიხვდეს შენი “ზაგარი” სინამდვილეში რომ მხოლოდ “შპაკლია”, თორემ გოიმი ხარ ფაქტიურად.

5. უნდა აჩვენო ყველას, რომ საკუთარი აზრი გაგაჩნია. მნიშვნელობა არ აქვს რა აზრს დააფიქსირებ, უბრალოდ მოდაშია აზრის თავისუფლად გამოხატვა და ეს კარგად უნდა გამოიყენო. ეს შენი აზრია და ვერავინ მოგედავება (რა კარგია ცხოვრება უFFF)

6. უნდა იყო “საყვარელი”. უნდა მოიშტერო ხოლმე თავი, რომ რაც შეიძლება ბავშვური გამოჩნდე. ასე შენს ბუნებრივ შტერობასაც კარგად დამალავ და უფრო მეტი რამ გეპატიება.

7. ნებისმიერ ფასად უნდა გამოჩნდე ყველასაგან განსხვავებული. უნდა დაამტკიცო, შენი ინდივიდუალურობა, თუნდაც თავზე ცეცხლის წაკიდება ან ნახევარი ცხვირის მოჭრა დაგჭირდეს. განსაკუთრებით მაშინ “ჭრის” ეს მეთოდი, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება, ან ახალი ადამიანების გაცნობას აპირებ. თუ  ცალ-ცალი ფეხსაცმლით ივლი, შენზე ორიგინალური ვერავინ გამოჩნდება, თან იმას ვეღარავინ შეამჩნევს, რომ 1,5 მეტრი ხარ ნახტომში.

8. დროდადრო დეპრესიაში უნდა ჩავარდე, რათა ყურადღება მიიპყრო. უნდა დაამტკიცო, რომ სერიოზული აადამიანი ხარ და რთული ცხოვრებისეული პრობლემები გაქვს.

9. უნდა შეუსწორო თანამოსაუბრეს ლაპარაკი, არ უნდა აპატიო მშობლიური ენის დამახინჯება. ყოველი სტილისტური თუ სხვა სახის შეცდომის გაგონებისთანავე უნდა “დაასტოპებინო” “სრაზუ”!

10. ყველამ უნდა იცოდეს, რომ “მგზავრებს” უსმენ. მნიშვნელობა არ აქვს მართლა უსმენ თუ არა.

მგონი ამ ეტაპზე საკმარისია.

დანარჩენი გააგრძელეთ სახლში!🙂

Posted on 13/05/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 28 Comments.

  1. ვაიმე მაააააააარ რა ძალიან მაგარი პოსტიააააააააა😀😀
    მე მიყვარს ოდნოკლასსნიკები. და ამას 5 წუთის წინ მივხვდი როცა კინაღამ ვეღარ შევედი😀 რამდენიმე წელია პატიოსნად მემსახურა.კიდე ”ლ” გართულება არ მაქვს თუ ძალიან არ მომხვდა ყურში.მგზავრებს მართლა ვუსმენ😀 ნუ რამდენიმე სიმღერას უფრო სწორად. ხო კიდე… უიი, ვერ ვიტან დეპრესიას,თავს არ ვისულელებ მაგრამ ხანდახან ეგეთიც ვჩანვარ ხოლმე = (( ტონალურს მეც ”შპაკლს” ვეძახი. არ მიყვარს ზედმეტად რომ გადატონალებურები არიან და ყელი ქათ-ქათა თეთრი აქვთ. პუდრა ჯობია. ისიც ოდნავ.მე მართლა ყველაფერს ვაკრიტიკებ. იშვიათი გამონაკლისების გარდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ მოდაშია,უბრალოდ ცემს ფსიქიკაშია. ბუნებრივად მაქვს რომ ყველას შევეწინააღმდეგო თუნდაც ვეთანხმებოდა. კიდე ცანცარი მიყვარს😀 ოღონდ მარტო ინგლისურის გაკვეთილზე და მარტო ძალიან ახლო წრეში. :Dხო და სიტყვებს არ ვუსწორებ თანამოსაუბრეს. ჩემთვის გუნებაში ვასწორებ ხოლმე თუ ყურში ცუდად მომხვდა.

    პ.ს გამოგრჩა რომ FB უნდა ჰქონდეს თორე წასულია მისი საქმე.

    ე.ი ეხლა რა გამოდის რომ მეც გოიმი ვარ? ჯანდაბაას ვიყო😀 avitan😀

  2. კარგი პოსტია, მეც შემჩნეული მაქვს ეგ ყველაფერი. ფორუმებსა თუ ბლოგებზე.

    მაგრამ მკიდია, და ვმრერივარ lala la laaaaa – რბილი ლ ებით😀😀

    p.s. არ მევასება მასები და სნობები, აი ოდნოკლასნიკებზე რომ ”ღადაობენ” ეგ კატეგორია მითუმეტეს.

  3. მაააგარი გოიმი ვყოფილვარ, მაგრამ მაინც ვერავინ გამიბედავს ამის თქმას და ვიყო, რა მენაღვლება:):):) ერთადერთი, შპაკლის დებულებას ვიზიარებ, თანაც არასრულად, რადგან მართლა ვერ ვხმარობ, მეზიზღება…
    “ოდნოს” არ ვაძაგებ, არ მაქვს იმიტომ, რომ უბრალოდ, მომბეზრდა🙂
    აი, მშობლიურ ენას რაც შეეხება, ეგ ბავშვობიდან მომდგამს და ტენდენციებს აყოლა არაფერ შუაშია:):):)

  4. ვარ, გოიმი ვარ, თითქმის გოიმი😀
    ოღონდ შპაკლს ვხმარობ, თუმცა რაც შეიძლება ისეთს, რომ არ ეტყობოდეს და მაგის გამო ზემაღალ თანხას ვიხდი😀

    აი რბილ ლ–ებს გოიმობად არ ვთვლი, ეგ უბრალოდ მეტყველების დეფექტია და არაა დამოკიდებული გოიმობაზე. მაგარი ლ უფროა გადაპრანჭული მეტყველების მცდელობის ნიშანი🙂

    ხო, კიდევ, ოდნოკლასნიკი არც მე მიყვარს, უფრო სწორად ოდნოკლასნიკზე დღე და ღამ მჯდომი ხალხი. არა იმიტომ, რომ ოდნოა ბანძია და რუსული, არამედ იმიტომ, რომ ამდენი ხანი არ შეიძლება ადამიანმა ვერ ამოწუროს ოდნოკლასნიკის მწირი შესაძლებლობები და არ გაუჩნდეს მეტი სურვილი, ვიდრე ონლაინვიღაცდავინახესანამგასულაუნდავკითხო “როგორა ხააარ”, უნდა მიპასუხოს “კარგად შეეენ”, “რა ხდება შენკეეენ”, “რავი არაფერი, შენკეეენ” და ა.შ. (სრული ტექსტი აი აქ: http://katiee.ge/2008/02/326/). ანუ, რომ შევაჯამო ოდნოზე რეგისტრაციის ქონა და ხალხთან კონტაქტის შენარჩუნება არაა ცუდო პონტი, მაგრამ დღედაღამ ონლაინ ყოფნა, ცუდია – ჩემი სნობურ–გოიმური აზრით :))

    ხო, კიდევ რა, ა ჰო, “მგზავრები” თუ მოდური და არაგოიმური იყო, ეგ არ ვიცოდი, პირიქით მეგონა, რომ ქართულს თუ უსმენ გოიმი ხარ😀

    პ.ს. და +1 ბლოგროლზე შენ🙂

  5. გოიმი, რომელმაც იცის რომ გოიმია, გოიმი არ არის😀

  6. მე მინდა რომ გოიმი ვიყო…
    ერთადერთი ვიქნები და იმიტომ
    ეხლა ყველა ხომ ”ძერსკიააა”? უფრო სწორად the dersk! – როგორც იტყოდნენ დიდი odnoklassnik-ის კომენტარებში

  7. ვაიმე, ვერ ვხვდები და გოიმი ვარ? მითხარით😀😀😀😀😀😀😀

    მარი, უმაგრესი პოსტია, ასეთები რომ წერო სულ არ შეიძლება?😛 :* :* :*

  8. რბილ “ლ”–ზე მართლა მაქვს ალერგია, ორგანულად ვერ ვიტან..

    რაც შეეხება ოდნოს, მქონდა, მაგრამ აგვისტოს ომის წლისთავზე წავშალე ჩემი პროტესტის ნიშნად რუსეთის მიმართ..

    ტონალურს არ ვხმარობ, ასე რომ…

    უი, ებრაელები ყველა არაებრაელს გოიმს უწოდებენ.

    • ხო, მაგიტომ დავწერე შესავალში ეს ‘სიტყვა “გოიმი” ბრჭყალებში, რადგან სინამდვილეში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს’

  9. ვერ ვიკაიფე რაღაც…. ჰუჰ…
    თან (ავტორო არ გეწყინოს) ახალი არაფერი წერია…

  10. 1,4,5 და მე9ს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,განსაკუთრებით მე 9სი

    • მეცხრეს საწინააღმდეგო მეც არ მაქვს იმ შემთხვევაში თუ შემსწორებელს თვითონვე არ აქვს შესასწორებელი ლაპარაკი.

  11. bond, james bond...

    შენ გაიხარე,ზუსტად ორი დღის წინ ვეკამათე ახლობელს მაგაზე.უკვე მართლა ისეთი,,როჟები” იძახიან ,,აუ რა ადნაკლასნიკები შეჩემა,face book ზე ვარ”. ამ ახლობელმაც ეგ რო მითხრა ავფეთქდი უცებ,,შეკაიდედმამიშვილო ვერ ხვდები რომ უკვე მოდაშია მაგის თქმა და მეტი არაფერი?”ერთიც სირობაა მეორეც.აი ,,gameranger” კი მაგარია,პრინციპში რა შუაშია?! ვეჭვობ არც იცით რა არის:)

  12. გემო ვნებიანი იდიოტი

    bond, james bond
    შენც რო იგივეს აკეთებ ვერ ხვდები?🙂

    ,,აუ რა ადნაკლასნიკები შეჩემა,face book ზე ვარ” — ახლობლები;
    “ერთიც სირობაა მეორეც.აი ,,gameranger” კი მაგარია” — შენ;
    “ვეჭვობ არც იცით რა არის:)” — ეს კიდე დასტური;

    სტილისტური არაა სწორი ფორმა! სწორია სტილური.

    “3. უნდა აკრიტიკო ყველა და ყველაფერი. კრიტიკაც მოდაშია. გააკრიტიკებ სხვას და გამოჩნდები სხვაზე მაგარი გოგო/ბიჭი.

    4. ტონალურ კრემს უნდა ეძახდე “შპაკლს”. უნდა გამოხატო ზიზღი მის მიმართ. თუ გოგო ხარ, ისე უნდა წაისვა, რომ არავინ მიხვდეს შენი “ზაგარი” სინამდვილეში რომ მხოლოდ “შპაკლია”, თორემ გოიმი ხარ ფაქტიურად.”

    ეს კომპლექსებია და არა ჭკვიანურობის დამადასტურებელი.

    “10. ყველამ უნდა იცოდეს, რომ “მგზავრებს” უსმენ. მნიშვნელობა არ აქვს მართლა უსმენ თუ არა.”
    ესაა გონივრულობის პიკი😀

    კონტექსტიდან გამომდინარე არც ერთ მათგანში არ გეთანხმები მაგ ათიდან.

  13. sheyvarebuli myavda qutaiseli, arbielbda l ebs qutaisurad :Dda ise vkompleqsdebodiii😦 verafrit ver shevegue da gamicivda guli :S dae gamkicxon mkitxvelebma😀

  14. dekemberiusi

    1. arc l-ebs vgmob da mec ar vxmarob. ar mimachnia rom es dasagmobia.
    2.odnoebs ar vadzageb da mec var misi momxmarebeli.
    3.kritika ar miyvars.
    4.tonaluri martla shpaklia:)) me ar vxmarob radgan vfiqrob rom ar mchirdeba.
    5.sakutari azris dafiqsirebaze vgijdebi ise miyvars magram yvelas ar vaxvev amas.
    6.sishtere da sisulele nagdad ar maklia. da kide kargad ver vtamashob eget ragaceebs. cudi msaxiobi var.😦
    7.originaluri chacmulobitac ver davikvexni.
    8.mzuls depresia.
    9.aravis vusworeb laparaks. me ver vlaparakob wesierad da sxvas ra unda shevusworo.
    10.mgzavrebis xshiri msmeneli arvar, frani mirchevnia.😀
    e.i goimi var? didi ambavi:))
    dzalian kargi postia da bevri chemi nacnobic davinaxe rogori THE DZERSKI yofila. :))

  15. “L” da rame namdvilad ar vgmob radgan yvela kutxes tavisi diaeqti da aqcenti aqvs magram dgs rom mivdiodi kbiliseqimtan vigac ori kargad chaqcmuli gogo modioda metqi neta su ase chacmuli iyos metqi xalxi da axlos ro mivedi ertma tqva “gu”L”i “L”amis gamiskda” metqi vso.. mirchevnia daxeulebit da bomjebivit iaron vidre garegnulad chandnen marto ase

  16. momewona:mrgreen: kai postia :givi:

  17. es chemi subieqturi mosazrebaa, magram adamiani, romelic L s arbilebs, iyenebs kutxur sityvebs, rogoricaa, mcxavs, exlaves, aravinma da ase shemdeg , goimi, gaunatlebeli da kidev ravici raa.. martalia arsebobs uamravi dialeqti, magram es ar nishansv imas rom, sityvebi vamaxinjot da garshemomyofebs yuri movchrat rbili da dzalit magari L ebit :))

    • გამოდის, რომ მთელი დასავლეთ საქართველო გოიმია?

      • dzalian bevr adamians vicnob rogorc dasavlet, aseve agmosavlet saqartvelodan, romlebic normalurad saubroben. danarchenebze ki imas vfikrob rac vtqvi. sxvatashoris, zustad dasvlet saqartvelodan var, magram arc me da arc chems ojaxs msgavsi problemebi ar gvqonia ))

  18. მე მომეწონა :*

  1. Pingback: ვინ არის გოიმი?! « sociologisdgiurebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: