15 მაისი

დღეს 15 მაისია. ფრიად დიდი დღე😀

დღეს ქალბატონი sunwaiting-ის დაბადების დღეა. მართალია უკვე ვნახე და პირადად მივულოცე, მაგრამ კიდევ ვულოცავ და ყველაფერს კარგს ვუსურვებ.  20 წლის გახდა, უკვე დიდი გოგოა, სადაცაა სიბერეც მოუკაკუნებს =)) ბავშვობაში 20 წლის ადამიანი უკვე ძალიან ბებერი მეგონა.

ეს დღე კიდევ იმითაა ჩემთვის დიდი, რომ დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ ვიყავი სკოლაში მოსწავლის სტატუსით, ანუ ჩემი “ბოლო ზარის” წლისთავია. არ შემეძლო ამ დღის ისე გატარება, რომ არ დამეწერა ამის შესახებ. სკოლაშიც კი მივედი უნივერსიტეტის მერე, მაგრამ დაკეტილი დამიხვდა.

არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ‘ბოლო ზარი’ ჩემთვის ძალიან ცუდი დღე იყო. ასე მეგონა სადღაც, ძალიან შორს ვაპირებდი წასვლას, სადაც არ მეგობრები და არც ახლობლები მეყოლებოდნენ გვერდით. კონცერტიც კრახით დასრულდა, ბოლო მომენტში ნახევარი პროგრამის შეკვეცა დაგვჭირდა და ძალიან უმარილო გამოვიდა.

ბოლოს მასწავლებლებმა გზა დაგვილოცეს და გამოგვისტუმრეს. არადა პირველ კლასში სულ სხვანაირად წარმომედგინა სკოლის დამთავრება, მეგონა თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი და უკან აღარ მივიხედავდი, მაგრამ გულჩვილობა თავისას შვრება.

ესეც რამდენიმე ფოტო

მე მეორე ვარ

ნერვები მეშლება როცა მახსენდება, რომ ჩემს მერხთან ახლა სხვა ბავშვი ზის. :ეგოისტისმაილი:

აქ მესამე

გენერალური რეპეტიციის ჟამს

Posted on 15/05/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. სალო

    სკოლის დამთავრება ისე მიხაროდა რომ აღარც კი მახსოვს როდის მქონდა ბოლოზარი.🙂 ის დღე ჩემთვისაც ისე ცუდი იყო😦 როგორც იტყვიან სიკვდილს ჩავხედე თვალებში🙂
    არ მენატრება სკოლა და არც მომენატრება

  2. უფ ძლივს სურათებიანი პოსტი= ))
    შვენიერი სურათებია რა გინდა რას ერჩი = ))
    ორი დღე დარჩა და მეც ვამტავრებ სკოლას. არ მჯერა

  3. გმადლობ მაარ მოლოცვისთვის :* ნუ , უკვე იმდენჯერ და იმდენს მოვუხადე მადლობა, მთელი წელი მეყოფა :დ შენი ნახვა კი ძააააააააააალიან გამიხარდა :* :* :*

    და ის მარი არაა? მაგრად გამოიყურებით ორივე ♥ ♥ ♥

    • გენაცვალე :* :*

      ლურჯიანზე ამბობ ხო? კი, მარი არის ეგ

  4. miyvars mwavene feri da shenc sayvareli gogo xar🙂
    shemogirben xolme🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: