თქვენ მაინც აიყვანეთ ძაღლი

წეღან ნათიამ დაპოსტა თავის ბლოგზე, ძაღლების თავშესაფრის შესახებ. მაშინვე შევვარდი ამ თავშესაფრის საიტზე, რათა დამეთვალიერებინა საწყალი ცხოველები.

თუმცა სხვებთან შედარებით მათ ძალიან გაუმართლათ, რომ თავშესაფარში მოხვდნენ და ქუჩაში არ დაწანწალებენ უპატრონოდ. საიტზე მხოლოდ ინტერესის გამო შევედი, მაგრამ ნეტავ სულ არ შევსულიყავი.  მომინდა ძაღლის წამყვანა, მაგრამ იმ ძაღლიანად მომიწევს სადარბაზოში გადასახლება,  სახლში მაინც არ შემაშვებინებენ😦

არადა რა საყვარელია, ჯიში ვერ გავარკვიე წესიერად, მაგრამ მთავარია საყვარელია და პატარა ჯიშისაა. დიდი ძაღლების მეშინია საერთოდ.

ამოვიჩემე უკვე, მე ვერ წამოვიყვან, მაგრამ ნეტავ სხვა ვინმემ მაინც წაიყვანოს. 1 თვისაა და როგორც საიტზე წერია, კარგი ხასიათი აქვს. რა ცოდოა გალიაში გამომწყვდეული😦

ოოჰ ნათია,  გამომიჩინე ახლა სადარდებელი. წავალ, რამეს დავხაზავ, თორემ არ მომწონს ჩემი თავი გულაჩუყებულ მდგომარეობაში!

არადა რადროს ძაღლი იყო ახლა, მეც კარგად ვარ რა…

Posted on 16/05/2010, in სხვადასხვა and tagged , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ჩემი გულ–აჩუყებული გოგოოო |:(*

    კაი რა რად გინდა ეგ პუდელები :დ

    ძაღლი დიდი და ავი უნდა იყოს :დ

    • ეეე პუდელს რას ერჩიიიიი?
      თანაც ეგ პუდელი არ არის😛
      დიდი ძღლი ეზოში უნდა იყოს. ბინძური. და მე კიდე საყვარელი სუფთა ძაღლები მიყვარს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: