მაღლივური ზღაპარი

იყო და არა იყო რა. იყო ორი გოგო, მარი და ვეკო. ორივენი იყვნენ ფორუმელები, ბლოგერები და მაღლიველები.

მაღლივი ვინც არ იცით რა არის, ესეიგი არაფერი გიჭირთ. გარედან ძალიან მაღალი და პირქუშია, შიგნიდან კი დაახლოებით ასე გამოიყურება

ხოდა სამი წლის წინ ვეკო, თავისი ნებით გაება ასეთ გისოსებიან მახეში. მალე მარიც შეუერთდა და მას მერე ერთად იხდიან სასჯელს. თან უნდათ, რომ სასჯელის ვადა დათქმულ 8 სემესტრზე მეტხანს არ გაიხანგრძლივონ, მაგრამ რაღაც დიდად არ ეტყობათ მონდომება და სიბეჯითე.

ასეთია მაღლიველის ბედი...

ხოდა ერთხელაც, როცა ვეკოს და მარის გალიაში ჯდომა და ლექციების მოსმენა მობეზრდათ, გაქცევის გეგმა შეიმუშავეს. ვეკომ თავისი “სვაბოდაზე” მყოფი სანაცნობო შეაწუხა, მიდგა-მოდგა და ბოლოს, როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.

ვეკო და მარი გაიქცნენ

ისე გარბოდნენ, უკან არ იხედებოდნენ. ალბათ ახლაც ისევ ისე დარბიან სადმე და უხარიათ.

ხვალ  ვეკო და მარი მათ მეგობარს, ნათიას გამოიხსნიან თორმეტწლიანი პატიმრობიდან და მერე ყველანი იცხოვრებენ მშვიდად და ბედნიერად.

ნუ ბოროტი ჯადოქრის დამარცხებაზეც მინდოდა ერთი-ორი სიტყვის თქმა, მაგრამ ვეღარ შევარჩიე პერსონაჟი. დანარჩენი ვეკომ და  ნათიამ თქვან.

ჭირი იქა, ლხინი აქა და დანარჩენი როგორც არის თქვენც იცით

Posted on 17/05/2010, in ეს საინტერესოა, მწვანე პოსტები, სხვადასხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. აი ასე იცის მაღლის ჰაერმა :))))) ჯერ სად ხართ😀😀😀 გაძლებას გისურვებთ😀😀😀

  2. რა მაგარი ზღაპარია მაააარ :დ :**********

    ტვინიკოსა ხარ რაააა :დ გმადლობ დათაგვისთვის და გავაგრძელებ ეხლა ამ ზღაპარს :დ :*

  3. ჰეეჰ რა მაგარი იყო მააააარ…😀
    ცოტა ხანში ტკბილადაც დამეძინება😀
    ტქვენა და მე სულ არ მინდა იმ ”გალიიდან” გამოხსნა = (
    თან მითუმეტეს მაღლივის ძმას (ან დას) უნდა ცავბარდე მერე (მინდა ყოველშემთხვევაში დააა).
    ხო და მე ხვალ დავწერ ზღაპარს = )))

  4. 😀 hooo ai mesmiiiis😀 biologebis korpusic gadagegot ra😀 egec aranaklebi galiaa😀

  5. აუ ვეკო ამ სურათში რა ძააან ნაზიაა😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: