არც არაფერი

ახლახანს ვეკომ დაპოსტა თავისი გასაჭირის შესახებ. რომ დრო ისე გარბის, ვერ ახერხებს მეცადინეობას და სემინარის საკითხების წაკითხვას. ასეთი რამ ალბათ ყველას დამართვნია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ალბათ არავის უყვარს სახელმძღვანელოებში კირკიტი და მასალის ყურადღებით წაკითხვა. 

სამწუხაროდ ძალიან კარგად მესმის ვეკოს გასაჭირი, რადგან არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბავშვი, წიგნს რომ ვერ გამოგლეჯ ხელიდან. ბოლო წუთამდე შემიძლია გადავდო ნებისმიერი სამეცადინო და ბოლო წუთს თუ რამემ შემიშალა ხელი და ვერ ვისწავლე, ესეიგი სემინარს ვაცდენ!

ისმის კითხვა: რა გვეშველება? ასე თუ გავაგრძელეთ – არც არაფერი. მერე მართლა მოგვიწევს ჩავკიდოთ ხელები და გავიქცეთ =))))

მალე საბოლოო გამოცდები დაიწყება, ჩვენ კი მოგვიწევს დავსხდეთ და ერთდროულად უამრავი მასალა ვისწავლოთ. როგორც წესი ასეთ დროს ნერვები მაქსიმალურად იძაბება და სტრესებიც არ აყოვნებს. ირთვება თავის გადარჩენი ინსტიქტი, ყველაფერს იზამ, ოღონდ საგანი არ “შეგეტენოს”. უამრავი უძილო ღამე, ჩაშავებული თვალები, ერთ დღეში დალეული 10 ფინჯანი ყავა და კიდევ ათასი არაადამიანური საკითხი ტვინში, როგორებიცაა მაგალითად ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა (ჩემი ტკივილი).

წავედი, თორემ ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ჯობია დავჯდე და ის “ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკული თეორია” ვისწავლო, საინტერესო საკითხია ფრიად, მთავარია წაკითხვა არ დაგეზაროს.

Posted on 21/05/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ყველა ასე ზარმაცი როგორ ვართ მიკვირს : )) ხო საინტერესო საკითხი ჩანს მიდი ჩაუჯექი, თუ არადა რა პრობლემაა ერთი სემინარიც გაცდება : )

  2. ratom albatoba mshvenieri sagania🙂 tanac advili, principshi maincdamainc dzneli arcrtia,🙂😀

    • შენ 10 წუთი უნდა დაჯდე ედინერიძის ლექციაზე და სემინარზე. მერე ვნახავ რას იყტვი.

  3. ყველას ერთი გასაჭირი გვაქვს მაარ : ))) ყავა კი არასოდეს მიყვარდა და ისე ვათენებ 5–6 საათამდე, დალევა არც მახსენდება : )))
    ყავა მხოლოდ გოგლიმოგლად მიყვარს :დ ისიც მაკკოფე და 15 კოვზ შაქარზე 5 კოვზი ყავა , კარგად უნდა ათქვიფო და მერე გემრიელად შეჭამო :დდდდ

  4. ეგეც გაივლის, ნუ წაიღეთ ტვინი😉

  5. ეჰჰჰ მწარე რეალობაა😛
    №აგრამ მე ხანდახან ვბეჯითობ და წინა ღამემდე არ მიმყავს ხოლმე საქმე😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: