რევოლუცია მოდის (ანუ ქუჩაში რომ შემოგხვდეთ)

სალომემ დამთაგა, ესეიგი ამ თამაშმა ჩემამდეც მოაღწია. ახლა მეც უნდა დავახასითო ქუჩაში მოსიარულე ჩემი თავი.

თუ გზეზე სიარულისას შემთხვევით შეამჩნიეთ დაახლოებით 175 სმ სიმაღლის, დიდი სიჩქარით მომავალი ობიექტი, მაშინ დროა გაიწიოთ, რადგან ის ტრაექტორიის შეცვლას არ აპირებს.

რომ აგიხსნათ რანაირად მიცნოთ სიარულის მანერაზე, ისიც საკმარისია, რომ სწრაფი და საშუალოზე ოდნავ მოკლე ნაბიჯებით დავდივარ. ჩოლკიანი თმა ყოველთვის ჩამოშლილი მაქვს,  დახვეული, ან სწორი, ხასიათის მიხედვით. ასევე ძნელია ჩაცმულობით მიცნოთ, არ გეგონოთ სულ მწვანეები მეცვას.  არ მაქვს გამორჩეული სტილი. დღეს  თუ მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, ხვალ შეიძლება სპოტრული “ბალეტკებით” მიხილოთ. არ მიყვარს თბილად ჩაცმა და 20 გრადუსზეც კი მოკლე სახელოებიანი მაცვია.

ასევე აუცილებლად მიჭირავს საშუალო ზომის ჩანთა, ფოტოაპარატი, სელპაკის ცხვირსაცხოცი და ვუსმენ მუსიკას. ოღონდ ისე ხმამაღლა არა, რომ დაძახება ვერ გავიგონო.

თუ გზაში ვინმე შემომხვდით, გაღიმებით ნუ შემოიფარგლებით, რადგან მაინც ვერ დაგინახავთ. მხოლოდ წინ ვიყურები და ოდნავ დაძაბული დავდივარ, თითქოს მეშინია არ წავიქცე. ძალიან ხიფათიანი მოსიარულე ვარ, სულ ფეხი მიბრუნდება ან მისრიალდება. ამის მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარს სიარული.

ყველაზე ადვილი წვიმიან ამინდშია ჩემი ცნობა.  თუ კოკისპირულ წვიმაში ვინმე უქოლგოდ დაიარება და ისე მოაბიჯებს, თითქოს ყვავილებიან მდელოზე დადიოდეს, ესე იგი მე ვარ.

მგონი საკმარისად აღვწერე ჩემი თავი.

ვტაგავ ვეკოს და ნათიას

Posted on 22/05/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. აუ, მაარ, პირველივე სიტყვიდან გეტყობა მათემატიკას რომ სწავლობ, ეს რა სიტყვებს იყენებ ტრაექტორიაო , ფოკუსიო :დ

    გმადლობ დატაგვისთვის და თუ შემომხვდი სადმე გზაში, აუცილებლად გაგაჩერებ და ავტოგრაფს გთხოვ:დ :დ

  2. შენ მე ხო სიარულზე მცნობ, აბა ისე რომ ვდგავარ ვერ მხედავ ხოლმე😀😀
    და ფოკუსი სად წერია? ა წინა პოსტში ვახსენე მგონი😀

  3. 😀😀😀 მაააააააააააარ დაძაბული სიარული მომეწონა😀😀
    იმედია არ გამიჭირდება შენი ცნობა :p

  4. ჰა, ჰა, ჰააა😀 ესეიგი დაძაბული მარტო მე არ დავდივარ🙂 ესეიგი ჩვენ გინდაც შვხვდეთ ერთმანეთს მაინც ვერ ვიცნობთ🙂 თუმცა, როგორ არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტრაექტორიას არც მე შევიცვლი, ერთმანეთს დავეჯახებით და ცხადია, მერე გიცნობ😀

    • ჰეჰ, მაგარია. ესეიგი თუ ვინმე დამეჯახა, შენ იქნები :))) მთავარია მანქანით არ იყო და ისე ავიტან😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: