ვინც ეძებს, ის პოულობს (ანუ Search Engine Terms)

დღეს ძალიან საყვარელი პოსტის დაწერა მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ერთი პატარა შაშვის ბარტყის გარდაცვალებამ ჩემი ხასიათიც და გეგმებიც 180 გრადუსით შემოაბრუნა.

რაღა მექნა? ისევ  Search Engine Terms-ებს მივადექი. ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე და ბევრ სასაცილო რამეს ვპოულობ. მართალია ჩემს ბლოგზე იმ სტანდარტული და Top საძიებელი ფრაზებით არ შემოდიან, რომლებსაც ბლოგერების უმრავლესობა ხშირად პოულობთ თქვენს Search Engine Terms-ებში, მაგრამ ჩემთანაც მოიპოვება რამდენიმე საინტერესო მარგალიტი. მაგალითად

ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა – ამით როგორ მომაგნეს არ ვიცი, მაგრამ წიწაკა შველისო ამბობენ🙂

ჰილარი დაფის სიმაღლე – ნახტომში თუ ისე?

თმის ვარცხნილობის კომპიუტერით შერჩევა – კომპიუტერი გმართავს მეთქი ხომ ვიძახი. ეგ უნდა გვირჩევდეს ვარცხნილობას?

ფეთის გამოცდა 2010 – რაიოო?

ვაკის პარკის ქალი – ვაკის პარკის და ცირკის ქალები სხვა ბლოგზე დასერჩეთ გენაცვალე.

კაფელი – კაფელი და მეტლახი ელიავას ბაზრობაზე იკითხეთ.

კომპიუტერი მავნეა ჯანმრთელობისთვის –  ოოო აქაც ეს ფრაზა, ვითომ დედაჩემის ნათქვამი არ მყოფნიდეს.

თმის შეჭრის ვარიანტები – საერთოდ მაკრატლით ხდება, მაგრამ მე მაინც სამართებლით მირჩევნია.

mgoni miyvars – მე კი მგონაი რომ გეჩვენება.

ქულერი არ მუშაობს – ლუმინალი მიეცი ორი აბი ვინდოუსის გადაყენებამდე და 3 აბი ვიდეო პლატის დრაივერის დაინსტალირების მერე.

pes society ფული – ფეთის ჩითები და სკაიპ ხაკები პირდაპირ და მარცხნივ იკითხეთ.

გოზინაყის დანადგარი – ყველაფრის გაიოლებას ნუ ცდილობთ რა.. კომპიუტერით გოზინაყის გაკეთებაც ხომ არ გინდათ?

ანდაზები სიზარმაცეზე – ზარმაცის ბლოგზე პოსტი არ დაიწერაო.

tsu მაღლივის ლექტორები სურათები – რომლის გინდა მითხარი და ხვალვე დავდებ.

რა მიზეზით 1936 1937 წლების რეპრესიები – თუ გაიგებ, მეც მითხარი.

ბეკოს გაზქურები – ეგენი და მშრალი ყინვის მაცივრები მეგალაინში გენაცვალე.

ფეხი ჩავარტყი – ნუ რა ექნა ამასაც, აბა ხელი დაკავებული ჰქონდა და..

Posted on 23/05/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, search terms and tagged . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. loool ჩემთანაც სასაცილო რაღცეებით შემოდიან . ვერა და ვერ დავწერე მაგათზე . ისე, ერთი პოსტი მაქვს ძუზუებზე და მას მერე ასეთ თერმები არ იკლებს :დ

  2. 😀😀😀 lol დაpetდა ქვეყანა

  3. დედააა, რა საინტერესო თერმებია😀
    აუუ აბა მე რატო ამატალახეს ტაში ბიჭო გიორგუნათი? ეგ სულ ერთ პოსტში მაქვს ნახსენები მთელი 110 პოსტიდან :((

    • მაგასაც ეძებენ? =))) კიდევ იქნება სხვებიც. მე ბევრს ვიცინი ხოლმე ზოგზე. მერე კიდე დავწერ სხვებს.

  4. vaime maaaaaaaaaaar :D:D magrebi iyo :D:D magram teqnikis da metlax kafelis dzieba mainc sul sxvaa ra

  5. ეს სერჩები რა არის მაინც ვერ გავიგე, ბევრ ბლოგზე დევს და სასაცილო რაღაც კია, მაგრამ რა არის? ზემოთ რომ ძიებაა, იქ ეძებენ მაგ სიტყვებს? თუ გუგლში ეძებენ? ზოგი ისეთი დებილობაა ინტერნეტში რატომ უნდა მოძებნო საერთოდ…

    • google-ში რომ დასერჩავენ რაიმე სიტყვას და ამ საიტზე ხვდებიან, ის სიტყვა ფიქსირდება ჩემთან. მერე ყველაზე სასაცილოებს და უაზრობებ ვარჩევ😀 ახლა კიდევ მაქვს შეგროვებული რამდენიმე სიტყვა და მერე იმეებზეც დავპოსტავ

      • ზურა

        მგონი ეს ბლოგები კაიფობენ, არამგონია გუგლმა ასეთი არარელევანტური შედეგები აჩვენოს, ყოველ შემთხვევაში ამწუთში ჩავწერე გუგლში ”რა მიზეზით 1936 1937 წლების რეპრესიები”, პირველივე შედეგი იყო ეს გვერდი, სადაც ახლა ვართ, და მომდევნო 100 შედეგში შენი ბლოგი არსად იყო, ანუ სანამ ამ პოსტს დაწერდი, მანამ რომ მომეძებნა გუგლში, შენს ბლოგს საერთოდ არ ამოაგდებდა…

  6. დიდი ხნის წინ იყო ეგ ფრაზა შემოსული და ალბათ ახლა აღარც აჩვენებს. ის პოსტი რომ დავარედაქტირო, რომელიც მაშინ ამოაგდო გუგლმა მაგ ფრაზაზე, შეიძლება ისევ აჩვენოს გუგლში. აი ამ პოსტზე შემოვიდნენ მაგ ფრაზით https://greenmar.wordpress.com/2009/12/25/სტალინიეშმაკის-მაშხალა/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: