ცხოველთა გამბრაზებლები (ფოტოკოლაჟი)

ამ კვირაში ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ სახლში, კომპიუტერთან და ეს ძალიან მიხარია. თან კარგი ამინდიცაა  და არ მეზარება აქეთ-იქით სიარული.  გუშინდელი ‘ფლორისტული’ დღის შემდეგ, გადავყწვიტე  არც ფაუნა დამეტოვებინა უყურადღებოდ. ამიტომ უნივერსიტეტიდან დაბრუნებისას გზაში თიკოს შევუჩნდი, ზოოპარკში წავიდეთ-მეთქი.

 

რა თქმა უნდა თავიდან უარზე იყო. შენ იქ დაგიტოვებენო, დაიწყო. თან სასწავლები მაქვსო. ოღონდ სასწავლი არ ეხსენებინა. ნერვები მომეშალა , დავუწყე ბუზღუნი, შენ მთელი ცხოვრება წიგნებს ურტყი თავი და რომ დაბერდები, მერე შვილიშვილებთან ერთად იარე-მეთქი ზოოპარკში სასეირნოდ. გაჭრა. ზოოპარკთან ჩამოვედით მარშუტკიდან.

რა თქმა უნდა,  ფოტოაპარატი უკვე ხელში მეკავა. პირველად თეზებს მივადექით. საწყლები, ძლივს ჩანდნენ იმ ჭუჭყიანი წყლიდან.  ზოგი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.

მერე ფარშევანგებიც გამოჩდნენ. ზოოპარკს ისედაც ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ ვეცდები  ჩემებური ხედვით გადმოვცე ეს ყველაფერი.

გადავეკიდე ამ ფარშევანგს. მინდოდა კუდი გაეფხორა, როგორც მაგათმა იციან, მაგრამ იდგა და ნისკარტით ზურგს იქექავდა. მინდოდა გამებრაზებინა რომ გაფხორილიყო, მაგრამ მერე თიკომ ეს აბრა დამანახა, რომელიც თითქმის ყველა გალიას ამშვენებს.

რაღას ვიზამდი,  ცხოველთა გამბრაზებლობა რომ არავის დაეწამა ჩემთვის, შევეშვი იმ ფარშევანგს და ენოტს მივადექი.

საწყალი, აი ასე იწვა და არ იძვროდა ადგილიდან. ვერ გავუგე თავი და ბოლო. მინდოდა გაეღვიძა და გამოსულიყო, მაგრამ ისევ ის გაფრთხილება გამახსენდა და გადავიფიქრე მისი სიმყუდროვის დარღვევა.

მერე ეს ხოხობიც შემოგვხვდა. რაღაც უცნაურად იქცეოდა, ალბათ ავადაა  ან მშიერია😦 ისე კი ლამაზი იყო. მასთან ერთად მეორე, უფრო ლამაზი ხოხობიც იჯდა გალიაში, მაგრამ აქეთ არ გამოდიოდა, ცოცხალი თავით.

მეცოდებიან ეს საწყლები. სულ არ ვერთობი მათი დათვალიერებით, უბრალოდ მაინტერესებს რა ყოფაში არიან. ვერც ვაჭმევ, მათი გამოკვების ამკრძალველი ნიშნებიც მრავლადაა გალიებზე.

ეესეც კუსკოები:D😀 (ასე ვეძახი ყველა ლამას) ესენი ცოტა არხეინად იყვნენ, მაგრამ მაინც საცოდავად გამოიყურებიან.

ეს კი შემთხვევა, როცა ზებრა და სირაქლემა ერთად ‘ძოვენ’. სხვაგან სად, თუ არა ქართულ ზოოპარკში? საწყალ სირაქლემას ეტყობა სცხელოდა და ნისკარტი ლამის 160 გრადუსით ჰქონდა დაღებული.

თეთრი ვირი?

აი ამ ცხოველის ჯიშისა და წარმომავლობის შესახებ ვერაფერი გავიგე.  მხოლოდ “ვინი პუხის” იოს მივამსგავსე, მოწყენილი სახით. იჯდა დიდ გალიაში მარტო და ბალახის ნარჩენებს ზანტად წიწკნიდა.

ესეც გედი. ისე ამაყად უჭირავს თავი, თითქოს იმ ჭუჭყიან წყალში თვითონ კი არა, მე ვიჯდე. გედების გალიასთანაც კარგა ხანს გავჩერდით. მათ გარდა იქ კიდევ ორი ფრთამოტეხილი წერო იჯდა და კიდევ რაღაც დიდნისკარტიანი ფრინველი, რომელსაც  გაქუცულ ბუმბულზე და ჩამოყრილ ფრთებზე  ეტყობოდა, დიდი დღე აღარ ეწერა😦

კენგურუების გალიას ამაოდ მივადექით. აღარ ყოფილან, ან მე ვერ დავინახე.

მერე ჩემი ბავშვობის ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონიც შემხვდა. მგონი აღარ მუშაობს. გული დამწყდა, არადა როგორ მიყვარდა ოდესღაც…

ამასობაში ზოოპარკის “დიდი გემის” ხმაც მოგვესმა და მისკენ წავედით. რა არის ზოოპარკი იმ გემის გარეშე? მართალია უკვე აღარაფრად ვარგა, მაგრამ მაინც დაიჯდომება. მე და თიკო ვისხედით მარტო. თიკოს რომ შევხედე, ადამიაინის ფერი აღარ ჰქონდა, მაგრამ არ იმჩნევდა არაფერს. მე  არხეინად ვიჯექი იმ იმედით, რომ მაინც და მაინც ახლა არ ჩამოწყდებოდა და ახალაშენებულ ავტობანზე არ გადამისვრიდა.

მერე მწვანე თუთიყუშებიც მოვინახულეთ. მათ გალიაში რატომღაც ქათმის წიწილებიც  დაიარებოდნენ. ალბათ რამე განსაკუთრებული ჯიშის გამოყვანას აპირებს თბილისის ზოოპარკი, მაგალითად  ქათამყუშის 😀😀😀

ბოლოს ამ ძილის გუდა ლეოპარდის  გალიის  წინ, პატარა კატაც შევნიშნეთ, მზეზე წამოგორებული. მშვიდად იჯდა და პოზიორობდა, ჩემი ფოტოაპარატის წინ.

 

აი ასე ჩაიარა ცხოველების შეწუხებამ.

ბოლოს ისევ ნაცნობი გზა და მთელი  7 საათის მონატრებული სახლი.

 

Posted on 27/05/2010, in ეს საინტერესოა, მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. ზოოპარკის საზიზღარი სუნი და დბინძურებული გალიები არ მიყვარს. ცოდოეი არიან ამდენი ცხოველები = (( ნორმალურად მაინც უვლიდნენ.\გემზე ვგიჟდებიი…ძალიან მიყვააარს. ზოოპარკში მაგისთვის დავდივარ ხოლმე😛

    • აბა იმ ცხოველებს ჰკითხე როგორ უყვართ ის სუნი. ცოტა ხანში ახლოსაც ვერ გაუვლი ზოოპარკს, ისეთი სუნი დადგება რომ დაცხება. 😦

  2. au, me gedebis surati momewona dzalian :*

    ar wavidet chvenc navze?😛

  3. გადაიტანენ ზოოპარკს სხვაგან… მგონი და დაისვენებ შენც და ცხოველებიც.

    • ისე ჩემს სახლთან გადმოაქვთ ახლოს მგონი😀😀
      ოხ როგორ გეტყობა რომ პოსტების კითხვა არ გიყვარს.

  4. 😀 მე რომ ბოლოს ზოოპარკში ვიყავი მელიის მაგივრად წითელი კატა ყავდათ😐
    და ეს პონები რა კურდღლებივით მრავლდებიან : ))))

  5. ლისის ტბაზეო? მე გავიგე თბილისის ზღვაზეო. ოო რავიცი, სადაც უნდათ იქ გადაიტანონ, მთავარია იმ ცხოველებს წესიერად მიხედონ.

  6. აი, ყველაზე კარგი ის იქნება საერთოდ გააუქმონ ეს ზოოპარკები და ეს არსებები კი გაუშვან და საშუალება მისცენ ნორმალურად იცხოვრონ ( ცხოველები, რა პონტია, რაღაცნაირად არ მეწერინება). თუ მაინცდამაინც ზოოპარკი უნდათ, ნორმალურად მიხედონ. ან რა საჭიროა ზოოპარკში კარუსელები და მითუმეტეს ის გემი? როგორია, მთელ დღეს ვიღაცების ჭყვიტინ-კივილს გაუძლონ ამ საცოდავმა საყვარელმა არსებებმა? ისე, ბევრი ადამიანი უფრო ცხოველია და ისინი რო ჩასვან იმ გალიებში უკეთესი იქნება, რა ვიცი, რა ვიცი…:) ისე, კარგი ფოტოებია, მომეწონა, ყოჩაღ🙂

    • გმადლობ🙂 ახლა გამახსენდა, ბავშვბობაში ინგლისურად დაწერილი მქონდა თემა ზოოპარკების გაუქმების შესახებ. თან მაშინ უფრო ცუდ პირობებში იყვნენ და უარესად მეცოდებოდნენ. ისეთი პირობები უნდა შეუქმნან, რომ თავისუფლებას ერჩიოთ ცხოველებს

  7. ჰაჰა
    კუსკო რა კაცია ))))))
    რღაც პირველად მომინდა ზოოპრში წასვლა ამდენი ხნის შემდეგ :”>

  8. კარგი იყო, ბევრი ვიცინე, მხიარული ბლოგია

    • დიდი მადლობა, მიხარია თუ მართლა მხიარულია და ვინმეს ეღიმება ჩემს პოსტებზე😀

  9. mari me zooparkis tanamshromeli var da rac aq weria yvelaperi dzalian didi sicruea! :@ gedebis da tevzebis wyali myvane imitom iyo ro mze wyals ert dgeshi amyvanebs. da amis shechereba sheudzlebelia. siraqleba ki imitom aris zebrastan rom eg saerto volieria romelsac “aprika” hqvia. wiwilebi ki imito arian tutiyushebtan rom iq tbila da tan mat adaptacia unda gaiaron da shishi dakargon cxva prinvelebis. parshevangi kide kuds imitom ara shlida rom is mxolod gamravlebis periodshi shlis kuds da xoxobi egeti imitom mogechvena ro ganguri hqonda (anu bumbulis cvena) tu prinveli bumbuls ar daicven eseigi is avadmyopia🙂 es komentari ar washalo imito ro xalxna unda gaigos ro zooparki ar aris iseti rogorsac piqroben xalxi.😦

    • ძალიანაც მიხარია თუ არ არის ეგრე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცხოველთა თავისებურებებში იმდენად ვერ ვერკვევი. როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა ამოტრიალებული თევზების ნახვისას, ის ვთქვი და ძალიანაც შემტკივა მათზე გული. ვცდილობ ხოლმე, რომ ხშირად მოვინახულო.. რა ვიცი, მე მაინც არ მეჩვენებიან კარგად. ბოლოს რომ ვიყავი, ენოტიც აღარ დამხვდა.. არც პანგოლინები ჩანან კაი ხანია და ტაპირიც აღარ იყო 2 თვის წინ. ხო, კიდევ გამიხარდება თუ რაღაც-რაღაცებში გამარკვვევ. მართლა მაინტერესებს თბილისის ზოოპარკისა და მის ბინადართა ბედი. ყველა დამეთანხმება, რომ სახარბიელო მდგომარეობა იქ ნამდვიალდ არ არის და მგონი ამაზე კამათი არ ღირს.
      ხო, კიდევ ფარშევანგის კუდის შესახებ, იმედია ყველა მიხვდება რომ ხუმრობაა და მაგის გამო ფარშევანგს ავადმყოფობას არ ვაბრალებ.

  10. ლოლ. მარი, ეს უკვე გამარჯვებაა :დ გაზაფხულზე მოვინახულოთ :)))

  11. siamovnebit gagarkvev zooparkis yvela siaxleshi. neebismier privnvelta momvlelsa tu mcodnes rom hkitxo yvela gipasuxebs rom parshevangs kudi scviva da ara mxolod parshevangs🙂 enoti 4 tu 5 calia xolo tapiri ki erti da dzaan lamazi.🙂 898955097 es chemi nimeria da tu rame dagainteresebs zooparkis shesaxeb siamovnebit gagcem pasuxs! dachi shoshitashvili <—- an ese mnaxe odnoshi da ar davizareb arcert kitxvaze sapasuxod. me dzaan guli shemtkiva roca xalxi zooparkze atas sisadzagles idzaxis ta chvens daugalav shromas wyalshi yris!😦

    • სისაძაგლე არ იყო რაც მე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეგ ვინმეს გასაკიცხად არ დამიწერია. წარმატებები🙂

  12. http://www.tbiliselicxovelebi.wordpress.com <—– am saitze shedi da daatvaliere.🙂 shenc warmatebebs gisurveb :*

  1. Pingback: ისევ ზოოპარკში | ჩემი მწვანე ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: