არჩევნები და მე

დღეს პირველად ვიყავი არჩევნებზე. მომილოცეთ!😛😀 უფრო სწორად ამ წელს უკვე მეორედ, რადგან უნივერსიტეტის თვითმართველობის არჩევაშიც შევიტანე ჩემი წვლილი.

დილით “გოგონა გარეუბნიდან”-ს ვუყურე, მერე შევამჩნიე რომ ხმა ჩახლეჩილი მქონდა და სასწრაფოდ დავიწმინდავე, აბა ისეთი ხმის მიცემა უხერხული იყო არჩევნებზე.😛😀

საარჩევნო უბანი ჩემი კორპუსის წინ მდებარე საბავშვო ბაღში იყო, სადაც დაახლოებით 1 თვე დავდიოდი ბავშვობაში. კიდევ კარგი ბევრი ხალხი არ ყოფილა, მივედი თუ არა, მაშინვე რაღაც დამანათეს თითზე, მერე მარკირება დამასხეს, ვითომ იქ მეორეჯერაც ვიყო მიმსვლელი. მერე პირადობის მოწმობა ნახეს  და მაშინვე იმ მოფარებული ადგილისკენ გავიქეცი (აი სადაც ბიულეტენი უნდა შემოხაზო) მაგრამ უკან მომაბუნეს, ბიულეტენი არ მქონდა აღებული. მე კი მეგონა იქ დამხვდებოდა ბიულეტენები. (მაგარი ვარ რა..) რომ გამოვედი, სამივე ბიულეტენი კონვერტში ჩამადებინეს და მე პირადობის მოწმობასაც ვაყოლებდი თან, რომელიც ხელში მეჭირა. კიდევ კაი დროზე მოვედი აზრზე.

სულ არ ვაპირებდი არჩევნებზე წასვლას, მაგრამ მოქალაქეობრივი ვალი ხომ უნდამომეხადა არა? თან ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. დიდი უინტერესო რამე ყოფილა. ის დამკვირვებლებიც ძალიან შემეცოდნენ, მთელი დღე იქ რომ სხედან და ერთსა და იმავე პროცესს აკვირდებიან. ისე ჩემი შესვლით და დაბნეული მოქმედებებით მგონი ცოტა კი გავამხიარულე.  ნეტა ბევრი თუ შესულა ჩემნაირი, მაგრამ რა მექნა? ყოველდღე ხომ არ დავდივარ არჩევნებზე?

Posted on 30/05/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. : )))) მეც პირნათლად მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი :)))

    პ.ს. მარ “გოგონა გარეუბნიდან” რომელი სერია უყურე? 2 ხო არ ყოფილა ჯეეეერ?😕

    • არა სალ, არ მაივიდეოზე ვნახე პირველი სერია. გუშინ დავიწყე და დღეს დავამთავრე.

  2. მე ჯერ წინ მაქვს ეგ სიამოვნება…😀

  3. მეც ვიყავი არჩევნებზეეეეეეეეეე…
    5 წუთი დამჭირდება სულ😀 არა და რამდენი ხანია ველოდებოდი ამ დღეს

  4. მეც პირველად მომიწია დღეს აღცევნებში და რამე რუმე
    ხოდა მეც შევედო მაგარი ვიბდიალე
    ყველაზე დამთრგულველი ის იყო რო ვიღაც ახალგაზრდა გოგო ბიჭები იჯდნენ (დამკვირვებლები) და მიყურებდნენ გაფაციცებით
    :დ
    ვიღადავე

  5. ასე გახდი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე :))

  6. au mecc zusad amse dabneuli qmedebibit gavakvirve damswre sazogadobea😀

  7. მეც მივეცი ხმა : ))

  8. კონვერტში რომ ვდებდი ბიულეტენებს სულ შენ მახსენდებოდი, მეთქი, პირადობა არ მივაყოლო და დემონსტრაციულად ჩავიდე შარვლის უკანა ჯიბეში… რიგი დავაყენე😀😀

    • 😀😀 შენ ისედაც არ მიაყოლედბი მემგონი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: