ზაფხული დაგვიბრუნდა

ახალი სიცოცხლე დაიწყო, ზაფხული ისევ მოვიდა. გილოცავთ!😀😀

მგონი დიდად არც გიხარიათ, ზაფხული ბევრისთვის მხოლოდ აუტანელ სიცხესთან ასოცირდება, გული უწუხდება ზოგს აგისტოს პაპანაქებაში, მაგრამ მე  ასეთი სიცხიანად მიყვარს ზაფხული.

თავიდან ამისთვის მხოლოდ ის მიზეზი მქონდა, რომ ჩემი დაბადების დღე შუა ზაფხულშია. ისე კი ყოველთვის ვწუხდი იმ დღის “მდებარეობის” გამო, რადგან ჩემი მეგობრები ყოველთვის დასასვენებლად იყვნენ წასულები და კარგად ვერ ვერთობოდი.

ზაფხულობით, როგორც წესი, ზღვაზე არ დავდივარ, რადგან ცურვა მაინც არ ვიცი (დედაჩემს ეშინია არ დავიხრჩო), ამიტომ პლაჟზე ტყუილად გდებას მირჩევნია სუფთა ჰაერზე დავისვენო სადმე მთაში ან ტყიან ადგილას.

დღეს ჩემი ბანკეტის იუბილეა, ასე მგონია კლასელებიდან მხოლოდ მე მახსოვს, თანაც ისე მახსოვს, რომ დეტალებიც კი არ ამომვარდნია თავიდან. ყოველდღე ახლიდან მახსენდება, როცა იმ რესტორანს გავუვლი გვერდით მგზავრობისას.

ყოველ 1 ივნისს დედაჩემი ბავშვთა დაცვის დღეს მილოცავდა. დღეს პირველი პირველი ივნისია, რომ აღარ მოულოცავს. ალბათ იმის ბრალია, რომ 11 თვის წინ 18-ის გავხდი, სამაგიეროდ ნამცხვარი მაინც გამომიცხო.

აუ რა კარგია ზაფხული. იმედია შარშანდელივით ცივი და წვიმიანი არ იქნება.

Posted on 01/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ოოჰ მე მაინც მოგილოცავ🙂 ბავშვები ვართ ისევ აბა რა ვართ😉

    ნამცხვარი კიდე მეც მინდააა….

  2. არც ჩემთვის მოულოცავთ დღევანდელი დღე = (( აღარ ხარ ბავშვიოოო… = ((
    ჩემი კლასი ეხლა იმ აზრზეა რომ ერთი წლის უიბილეც ავღნიშნოთ. მომავალ წელს გაახსენდებათ თუ არა არ ვიცი = ))
    ზაფხულზე კიდე ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიი…
    თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ზღვის სეზონია. რაც დათბა ზღვაზე მინდა საზიზღრად. ბოლოს ისე ვარ უკვე რომ თბილისის ზღვაზეც თანახმა ვარ = ((
    მთაშიც ვარ ხოლმე😛 სადაც სიცხე არ მაწუხებს.უფრო სწორად არც არის და იმიტომ. ზღვაზე კიდევ წყალია.შესაბამიასდ არ მაქვს მიზეზი რომ ზაფხული არ მიყვარდეს = ))))
    დაბადების დღე კიდე ტეხავს ზაფხულში = (( ჩემს მეგობარსაც ეგრე აქვს, 16-ივლისს და ერთადერთხელ ვიყავი თბილისსში. სულ მეხვეწება რომ ჩამოვიდე ხოლმე, მაგრამ ცემს სოფელში ცივილიზაცია არ არის და ვერანაირად ვერ ვახერხებ.

  3. რაც უნდა იყოს, ეს ჩვენი ბუნებაა, ჩვენ მიერ დაბინძურებული ბუნება და ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიც არის.
    გილოცავ, ზაფხულს😉

  4. ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავ, მაარ : ))) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: