ისევ ‘მარშუტკაში’

გაჭირვების ჯამს ისევ მარშუტკის ამბები მიხსნის ხოლმე ბლოგზე. უკვე ბევრი დამიგროვდა, ვფიქრობ ახალი გვერდი გავხსნა, სახელწოდებით “ამბები მარშუტკიდან”.

დღეს, როცა სტატისტიკის სემინარზე მივიჩქაროდი, მშობლიური 135-თ, კიდევ ერთ სასაცილო  სიტუაციას წავაწყდი. ავედი თუ არა, როგორც ყოველთვის, მაშინვე ცალსკამიანი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან კონსპექტი დავაძრე. ტელეფონის ბატარეა ერთ ხაზზე მქონდა დარჩენილი, (დამავიწყდა დატენვა)  ასე რომ მუსიკას ვეღარ მოვუსმენდი. გვერდით, ორსკამიან ადგილზე 2 ქალი იჯდა, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სავარაუდოდ მეზობლები. რა თქმა უნდა ყურადღებას სულ არ მივაქცევდი, რომ არა მათი ხმის ტემბრი და სასაუბრო თემები.

უაღრესაც აღშფოთებული  ხმით ერთი ეუბნება მეორეს:

– იცი ქალო რა უქნია იმ მერვე სართულის თამილას? ეს არჩევნები რახან მოიგეს, (თამილა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ‘ნაციონალური მოძრაობიდან’) ესეიგი მერიამ ეზოში მიწა დაუმტკიცა და ეხლა მაგისი ქმარი ეზოში გარაჟს აშენებინებს.

–  რას ამბობ ქალო, საგარაჟე კი არა, ძაღლის დასაბმელი ადგილი აღარაა დარჩენილი ეზოში.

– შენ ეგრე იძახე და რომ წამოგაჯდებიან თავზე მერე ნახე.

მერე ორივემ დაიწყო მეზობლების გაჭორვა, პოლიტიკური ამბების ქექვა…

ბოლოს, რაზეც ლამის ხმამაღლა გამეცინა მათი გამოტანილი საბოლოო დასკვნა იყო. “ყველაფერი ამ კომპიუტერების ბრალია”

– ეგრეა გენაცვალე, ამ ახალგაზრდებს კომპიუტერი დაანახე და აღარ უნდათ არც ნათესავი, არც  ამხანაგი.

– ხო, ხო, სად იყო ჩვენ დროს ეგ კომპიუტერით ლაპარაკები და ხალხის გაცნობა, ათას რაღაცას მოიგონებენ, ხან რა გაიხსნება ხან რა, იმ სკაიპის გამო კიდევ რამდენი ოჯახი დაინგრა, სულ გადაგვარდნენ…

– აბა შენ ეგ თქვი, ახლა კიდევ რაღაც  fეისბუქი გამოსულა, გამოჩერჩეტებულია ეს ჩემი შვილი. შე კაი კაცო, გაცნობა თუ გინდა ვინმესი, კომპიუტერის გარეშე ვერ იზამ? ჩვენ დროს ვერ ვიყავით კარგად და ვერ ვიცნობდით ერთმანეთს?

ამ საუბარში ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა “ინტერნეტი”.  როგორც ჩანს კომპიუტერი მათთვის მხოლოდ გაცნობასთან ასოცირდება.

რა მოხდა მერე, ყველა კი არაა ვალდებული ყველაფერში ერკვეოდეს, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი საქარველოს რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა😦 ესეც მათი მსოფლმხედველობა.

Posted on 02/06/2010, in სხვადასხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ეჰ მარი… მსგავსი ადამიანები იმდენი არიაააააააან…
    რატომრაც ვფიქრობ რომ ასე მხოლოდ ის საუბრობს ვინც კომპიუტერის აზრზე არ არის😀 და ალბათ რარაც მომენტში შურთ😀

    • ოხ შურათ არა კვახი😀😀😀 უბრალოდ ზოგს სულში აქვს გამჯდარი ყველაფრის გაპროტესტება და გაკრიტიკება

  2. ლოლ ისმენდეს ცუკენბერგი რა უდიერად მოიხსენიებენ მის ქმნილებას ეს ორი დიაცი🙂 მიყვარს ავტობუსის ისტორიები ისეთებს გაიგებ ხოლმე .

  3. 😀😀😀😀😀😀
    შე უმადურო, მადლობელიც არ ხარ მაგ ქალების რომ ასეთი სასაცილო პოსტი “დაგაწერინეს” 😛 😀

  4. mari, Zalian kargad yvebi, momwons Seni blogi warmatebebs gisurveb!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: