∫udv=uv-∫vdu ანუ ისევ საკონტროლო

∫udv=uv-∫vdu ვინმემ იცით ეს რა არის? ჰმ… ეჭვი მაქვს რომ არც გაინტერესებთ(ნაწილობითი ინტერგების ფორმულაა) არადა ეს ყველაზე ადვილია იმ ფორმულათა შორის, რომელთა მეაშვეობითაც დაახლოებით 100 მაგალითი მაქვს ამოსახსნელი ხვალამდე. ხვალ ისევ საკონტროლო მაქვს კალკულუსში.  როგორც ლექტორმა აგვიხსნა, კალკულუსი იყო საგანი, რომლის სწავლაც ძალიან უჭირდათ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და შემდეგ ეს იმით შეცვალეს, რომ სახელი გადაარქვეს და ახლა “მათემატიკა ეკონომისტებისათვის” დაარქვეს. ხომ დიდი შეღავათია?😀😀

მოკლედ დაახლოებით ერთ საათში უნდა დავიწყო ამის მეცადინეობა, თან ისე, რომ ხვალინდელი საკონტროლოსთვის მოვასწრო. 10 ქულიდან მინიმუმ 7 მჭირდება, თორემ წასულია ჩემი საქმე.

საკონტროლოს წერა იმაში მეხმარება, რომ გამოცდისთვის მიადვილებს მეცადინეობას. არადა გამოცდიდან მაქსიმუმ ერთ თვეში, აღარავის ახსოვს სიმწრით დაზეპირებული ფორმულები და დამტკიცებები.

რაც არის, არის. ეს მაინც მირჩევნია კილომეტრიანი თემების კითხვას. ვიაზროვნებ და ამოვხსნი. მხოლოდ ისაა ცუდი, რომ ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ამეებზე ტვინის ბურღვას.

Posted on 04/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. ვერ ვიტან მათემატიკას, მეზიზღებააააა
    მაგას ისევ თემების კითხვა სჯობს მგონი

  2. სალო

    მე ოთხშაბათს დავწერე და 7 ავიღებ მგონი, არადა 10 მინდოდა : (( წარმატებები

  3. matematika uadvilesia sxvebtan shedarebit😀 saxeli imitom gadaarqves rom kalkulusis garda sxva formulebic shedis masshi. magis saxels didi istoria aqvs. zerekidzem moyva😀

  4. უი, შენც მაღლიველი ხარ? მაარ, შენ არ გეკითხები :დ

    გოგო, მშვენიერი ფორმულებია, ნახე რა ლამაზად გვიყურებენ, გვიხმობენ, გამიგეთ და ამომხსენითო :დ

    მშვენიერი საგანი იყო, მიყვარდა : )))

  5. მეზიზღება მათემატიკა !!!!

  6. ზურა

    მათემატიკას რა ჯობია. ეგეთ უადვილეს ინტეგრალებს თუ ვერ ხსნი, მეორე ხარისხის დიფერენციალურ განტოლებებზე ინფარქტი დაგემართება

    • ამას როგორ ვერ ვხსნი, მარა ბევრი მქონდა დასაწერი. დიფერენციალურ განტოლებებზეც გამისკდა უკვე გული და ეხლა ეგ მაქვს დასაწერი კიდე ერთი ტონა. ინტეგრალების აზრი მხოლოდ იმაში ვიპოვნე, რომ ფართობების და მოცულობების გამოსათვლელად გამოიყენება.

  7. ააა აი თურმე რატომ ჩარჩათ ეგ საგანი😀😀 აქამდე დაგეწერა, სხვებსაც ვეტყოდი. აღარ დაუძხებდნენ კალკულუსს და გადარჩებოდნენ შეტენვას სხვებიც :))) რა ჭკვიანი ლექტორი გყავს რა აღვფრთოვანდი😀😀

    • ლექტორს რას ერჩი. მარტივად და კონკრეტულად აგვიხსნა როგორც იყო ყველაფერი. 😀😀 ამის მერე უფრო მარტივ სახელს მოიფიქრებენ კიდევ და იტყვიან გამარტივდა საგანიო, როგორც კოლოკვიუმს გადაერქვა და შუალედური გამოცდა დაერქვა.

  8. ეგაა სამყაროს თავიც და ბოლოც🙂

  9. კალკულუსი საშინელი რამეა. სამწუხაროდ, მეცნო ის მაგალითები. აუფ. ცუდი ამბავია

    • ხო, მაგრამ ამ ეტაპზე გადავრჩი, 9 ქულა ავიღე 10-დან🙂

  10. ჰმ, ამას რას ვხედავ. აი ჩემი სუსტი წერტილი. ამ ბოლო დროს ვერარაფერს ვიგებ უმაღლეს მათემატიკაში. საერთოდ ვერ გავიგე ვერც ეს საკითხი. ვეძებ ვინმეს, ვინც ამიხსნის :D:D

    • მეც მჭირდება ცოტა დახმარება, მაგრამ არავის იმედი არ მაქვს მაინც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: