როგორ დავამარცხოთ სიცხე?

ორი დღეა თბილისი მეტისმეტად შეაწუხა სიცხემ. არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი და შვების მომგვრელი. რას ვიზამთ? ან უნდა ვისხდეთ და ვიძახოთ რომ გვცხელა, ან უნდა დავძლიოთ იგი ან უნდა შევეგუოთ. მთავარია აღარ შეგვაწუხოს და წუწუნის საბაბი არ მოგვცეს.

მართალია გაუცნობიერებლად, მაგრამ ყოველთვის გაძლიერებული მქონდა სიცხისაგან თავდაცვის ინსტიქტი. ვერ გაექცევი იმ ფაქტს რომ ტემპერატურა მაღალია, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია თავი დაიცვა შემაწუხებელი სიცხისაგან.

1. მზეზე არ გახვიდეთ ძალიან ღია და ‘მოღეღილი’ ტანსაცმლით, თორემ მზე დაგაჭერს და კანი აგეწვება. მერე კაი ხანი ჩრდილშიც იგრძნობ კანის არანორმალურ სიმხურვალეს. თანაც მზე კანს აშრობს და აფუჭებს.  ჩაიცვი თხელი და ცოტა დახურული ტანსაცმელი. სასურველია სინთეტიკური არ იყოს.

2. სახლში თუ ხარ, აავსე ბოთლი წლით და რეგულარულად სვი. ორგანიზმს დაიცავ გადახურებისგან და აღარ დაგცხება. წყალი მაცივარში არ გაყინოთ. ჯობია ჩვეულებრივი ონკანის წყალი დალიოთ, სანამ გათბება და კიდევ გასაგრილებლად ნაყინის ჭამაც არაა კარგი, რადგან მალე უარესად დაგცხება.

3. ხშირად გადაივლე წყალი. დილა-საღამოს მაინც. კანმა უნდა ისუნთქოს. ოღონდ წყალი გრილი არ უნდა იყოს, თორემ ცოტა ხანში უარესად დაგცხება.

4. ფანჯარას თუ გააღებ, ორპირი დაატრიალე, თორემ ისე მხოლოდ ცხელი ჰაერი შემოვა და ჰაერი არ იმოძრავებს ოთახებში. მე პირადად ცხელი ჰაერის სუნთვა უფრო ცუდად მხდის ვიდრე მზეზე დგომა.

5. ნუ ფიქრობ გამუდმებით სიცხეზე, შეეცადე არ მიაქციო ყურადღება, არ ინიავო მარაოთი, რვეულით და არ იცქმუტო  სიცხისაგან შეწუხებული სახით. მშვიდად იყავი და შეეცადე სიცხეს ხელი არ შეუწყო რომ შეგაწუხოს. ეს ხერხი ჩემს შემთხვეაში ყოველთვის ჭრის, რადგან ყოველთვის ვცდილობ სიცხეს იგნორირება გავუკეთო.

6. ძაანაც ნუ შეეჩვევი და გაეხუმრები სიცხეს, თორემ მე მზეზე თამამად სიარულის გამო ერთხელ მზის დარტყმა მივიღე და მერე მთელი 1 კვირა 38 მქონდა სიცხე.

Posted on 06/06/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. 1.დახურული ტანსაცმლით ვერ გავალ. მირჩევნია შიშველმა ვირბინო😀 ჩემს კანს მზე მაინც ვერაფერს ავნებს.
    2.წყალი არ მწყურდება რატომღაც. მე მაცივარში ჩაციებულ ხილს ვამჯობინებ. ან კომპოტს ციივს = ))
    3.წყლის გადავლება მაინც არ შველის. ჰა ჰა ნახევარი საათი გაგაგრილოს და ვსო.
    4.ორპირი კი არა ხუთ პირი მაქვს მგონი😀 ყველაფერი ღია მაქვს აფსოლიტურად.
    5.როგორ გინდა არ იფიქრო როცა გცხელა ჰა? ტანაც მარაო მაგარი გამოგონებაა.
    6.არასოდეს მიმიღია მზის დარტმა = ))

    და ბოლოს, ჩემს სახლში სიცხე არ მაწუხებს. წინ და უკან ბაღები მაქვს და ნიავი სასიამოვნოდ უბერავს.

  2. ფანჯარა მივხურე და დიდი ფარდაც გავაფარე ახლა დილის სიგრილე არის ისევ შენარჩუნებული.
    წყალი სანამ ონკანიდან ოთახამდე მივიტანე უკვე გათბა😐

  3. კარგია ხანდახან სასარგებლო რამესაც რომ ნახავს კაცი. +1 ჩემგან

  4. მე გუშინ სიცხეზე მეტად კოღოები მაწუხებდნენ შუამთაში : )))

  5. ai sul rom tavdayira davdge exla mainc ise mcxela rom gulis reva maqvs da tavi mtkiva😀
    gamortet zafxuli mzuls!!

  6. ყველაზე მაგარი!

    ველიკით გადით 2 საათზე საკატაოდ. იკატავეთ 2-3 საათი სა სახლში რო ახვალთ სიცხე აღარ შემოაგუხებთ მეორე დილამდე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: