გამიშვით!

წინასაგამოცდო განწყობა თავის გადარჩენის ინსტიქტს მიმძაფრებს და გულის არითმიას კიდევ უფრო მიაშკარავებს. ხვალ პირველი კურსი მთავრდება და მალე ისიც გადაყწდება წარმატებით მთავრდება თუ არა.

თანაც ზაფხულია. იდეალური დროა სასწავლად, გასართობად და საერთოდაც ზაფხული იდეალური დროა. არ ვოცნებობ იმაზე რომ დავიძინო და რომ გავიღვიძებ სითბო დამხვდეს, ტვინიც არ მაქვს გაყინული, მოკლედ ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ დავჯდე და გამოცდებისათვის სრულყოფილად მოვემზადო.

მაგრამ როგორ ყველა გამოცდის წინ, ახლაც გადაკარგვის სურვილი მაწუხებს. მინდა გავეცალო ყველაფერ ყოველდღიურს, რუტინულს და სადმე მიუვალ ადგილას ვიხეტიალო, სადაც ყველაფერი მწვანეა და საშიში არაფერია. სადაც ასფალტი არ აგია და არც მანქანების გამონაბოლქვი ბინდავს ხილვადობას და აღიზიანებს ყნოსვის რეცეპტორებს. სადაც ვერავინ მომაგნებს ძალიანაც რომ მოინდომოს და სადაც აღარ გამახსენდება ადამიანური ცხოვრების თავისებურებები.

ვაიმე, რა ნარკომანივით ვლაპარაკობ.

ჩამოვდედამიწდი და ვაგრძელე უალბათესი რიცხვის გამოსათვლელი ფორმულის გამეორება. კვანტილისა, ზედა კრიტიკული წერტილის განმარტების  და კიდევ ბევრი სისულელის დაზეპირება.

Posted on 11/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ვაიმე მარ აი ვერც კი ვხვდები და აზრზე ვერ მოვდივარ.. რა მალე გავიდა 1 კურსი ხოოო? ნეტა ასე მალე გავა 4 წელი? აუ არ მინდა რაა…
    ეს გამოცდები კიდე….😐 :@

    სადმე მინდა ქალაქიდან შორს რაა.. აღარ შემიძლია აქ..

    • ხო, ძაან მალე გავიდა, განსაკუთრებით მეორე სემესტრი. სამწუხაროდ არდადეგები უფრო მალე გადის ხოლმე.

  2. დასვენება მინდააააააააააააა

  3. ხოდა ბლოგერები მიდიან ამ კვირას და მე გიშვებ, წადი : )))

    • გამოცდები მააქვს😦 თანაც შარია ჩემი იქ წაყვანა. თანაც ახსნა-განმარტებები მომიწევს

      • შარია? :დ სვავ და ჭედავ მერე ? :დ

        ოო, ეგ ახსნა–განმარტებები უკვე სულს მხდის, ვერ ვიტან და ამიტომაც არ ვიყენებ :დ

  4. ras erchi ualbates ricxvsa da kvantils, me kvartili momwonda ufro :wub:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: