PlayStation-ის თაობა

2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ჯერ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბლოგერი დავხდებიდი და ამ პოსტს დავწერდი, მთელი ჩემი ოცნებები კომპიუტერს უკავშირდებოდა. ოღონდ ისეთ კომპიუტერს არა, რომლის წინაც ახლა ვზივარ და ვწერ. ჩემი საოცნებო კომპიუტერი სონის ფლეისთეიშენნი იყო. ალბათ გახსოვთ, როცა ყველა უბნის მინიმუმ 10 ავტოფარეხში მაინც სონის კომპიუტერული თამაშები იყო  გახსნილი. ეს მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი იყო, რადგან აუამრავი ბავშვის გართობა სწორედ ამ ბიზნესის არსებობაზე იყო დამყარებული. მაშინ ავიჩემე პირველად  100 ლარიანზე მეტი ღირებულების ნივთის ყიდვა. წინააღმდეგობასაც მალე წავაწყდი. ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა მიყიდა სანატრელი კომპიუტერი, ოღონდ მანამდე უამრავი პირობის დადება მომიწია, თანაც წერილობითი ფორმით😀 როცა ყველა გაკვეთილს ფრიადზე ვისწავლიდი, მერე დრეში 1 საათი შემეძლო ვმჯდარიყავი და მეთამაშა. ძირითადად need for speed-ს და რალის სტილის თამაშები მომწონდა. იმ კომპიუტერს 1 წელზე მეტი არ უმუშავია გამართულად. ბოლოს ნერვების საწყვეტ საშუალებად მექცა და მაგ გართობაზე ხელი ჩავიქნიე. უკვე განვითარების ახალ საფეხურზე გადავწყვიტე ასვლა და პენტიუმ 4 -ს ყიდვა მოვინდომე. pc ადრე მხოლოდ დედაჩემის სამსახურში მქონდა ნანახი და ამიტომ დედაჩემს ხშირად დავყვებოდი იქ, რადგან ბევრი კომპიუტერი მეგულებოდა. ბოლოს იმდენს მივაღწიე, რომ დისკებს მომიგდებდნენ და ვინდოუს 98-ს მაინსტალირებინებდნენ ხოლმე. აი ასე გავხდი 9 წლის ასაკში უშტატო თანამშრომელი, კომპიუტერთა პრობლემების მოგვარების დარგში. ჩემი საკუთარი კომპი 2005 წელს მეღირსა. ისიც მახსოვს, რომ 2 აგვისტო იყო. ბოლოს და ბოლოს დედაჩემმა შემიბრალა და 800$ ჩემი ოცნების ასასრულებლად გაიმეტა. შემდეგი ახირება უკვე  მობილური ტელეფონი იყო. ეს უკვე 2006 წელს დაიწყო, როცა ჩემი ძველი სიმენს mc60-ის მიმართ აგრესიები გამიჩნდა. ბევრი ვიწუწუნე თუ ცოტა, ბოლოს ბიძაჩემმა მიყიდა სამსუნგის მობილური ტელეფონი,(29 ოქტომბერი, 2006) რომელიც დღემდე მაქვს და ერთგულად მემსახურება. იმდენად შევეჩვიე ჩემს მსუქან ტელეფონს, რომ მის შეცვლაზე არც ვფიქრობ, სანამ თვითონ არ გავა გაღმა. ბოლო ახირება ჩემი ციფრული ფოტოაპარატი იყო, რომელსაც თებერვალში ვეღირსე, მანამდე მთელი 1 წელი ვითხოვდი. ბოლოს გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დედამ წამიყვანა და მიყიდა. აი ეს არის ჩემი საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, რომელთა ყიდვაზეც ყველაზე მეტი წუწუნი და ჭკვიანად მოქცევა დამჭირდა. ახლა არც მახსენდება ოდესმე ამათ გარდა კიდევ რაიმეს ყიდვა მეთხოვოს.

Posted on 13/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. va, shen ra damjeri bavshvi yofilxar😀 1 saatis mere tu dgebodi sagol shen😀

  2. magan damabrmava me magis😀 da kide playstation 2 ma😀😆

  3. maxsovs, zusTad 2000-2001 wlebi iko mamas me da chemi dzma veris bagis padzemakshi davyavdiT xolme, dziriTadad Tekens an mortal kombaTs vTamashobdiT : )) mere, 2002 wels gviyides playsTaTion da wavidaa :> mTeli samezoblo chvenTan ijda. chemi sayvareli Tamashi crash iko :>:>

    Tumca, sonymde dendi ar unda dagvaviwydes, ukvdavi mario : )))) Tumca is 90-ianebis mogonebaa : )))

    • ქრაში ახლაც მაქვს კომპში😀 უინტერნეტობის ჟამს ვთამაშობ ხოლმე😀

  4. raaaa? chemi crashikoo? au, linki ra, gexvewebi😀

    • ლინკი კი არა, დისკი მაქვს მე და იმით ვუშვებ თამაშს. ინტერნეტიდან რაც გადმოვწერე, არც ერთმა არ იმუშავა

  5. სონიმდე დენდი მქონდა მე. ვგიჯდებოდი მარიოზე და კომპშიც მაქვს. ვთავაშობ ხოლმე. მერე სონი მქონდა, ჯერ პირველი და მერე მეორე😀 ქრაშზე ვგიჟდები მაგრამ ბოლოში დისკი მიჭედავს = (( მე არ ავხირებულვარ თავადვე მყიდულობდნენ.მეხუთე კლასსში ვიყავი ეს კომპი რომ იყიდეს და იმის მერე მარტო მონიტორი და კლავიატურა მაქვს შეცვლილი და დრემდე მუშაობს და თან ძალიან კარგად😛 ერტადერთი მობ.ზე ავტyდი მეე და არაო რო მითხრეს ბოლოს დაბ.დღეზე რომ მაჩუქეს ფული დაახლოებით 350-ლარი მქონდა და იმით ვიყიდე. მეორე წელს დედიკომ მიყიდე მოტოროლა v3x ძალიან მიყვარდა ეგ ტელ. ორი წელი მემსახურა პატიოსნად და ბოლოს ფრენასთან ერტად ცურვაც ისწავლა😀 მერეე ორი წლის წინ ეხლა რაც მაქვს ეგ კიყიდეს = )) ოღონდ მე არანაირი პირობები არ დამიდია. დაჟე ინტერნეტიც თავიანთივე ინიციატივით ცართეს.

    • ახლა რომ ვფიქრდები, დედაჩემი ისედაც მიყიდიდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც მაწუწუნებდა. გაამართლა კიდევაც, ოღონდ ის სონი მეთამაშა და გაკვეთილებს სულ სხაპასხუპით ვსწავლობდი😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: