მეოთხე თვალი

ახალი უკიდურესობა დამჩემდა. ადრე ვწუწუნებდი, არ ვიცოდი რა მეწერა, ახლა კი ყველაფერს ვწერ რისი დაწერაც შეიძლება და არ მეზარება. ყველგან პოსტის საწერი იდეაა ჩასაფრებული😀

წინა პოსტებში სადღაც დავწერე, რომ თვალის ექიმთან დავდიოდი. ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც მკურნალობა დამინიშნეს, მერე კი სათვალეც გამომიწერეს, პატარა მინუსი აღმომაჩნდა და უკვე ნერვებს მიშლის.

რა თქმა უნდა ექიმმა თავიდან კენარში გამაგზავნა სათვალის საყიდლად, მაგრამ ისეთი რეცეპტი გამომიწერა, რომ კენარში მსგავსი ვერაფერი იპოვნეს და ამერიკიდან სპეცშეკვეთა შემომათავაზეს, სავავაუდოდ თვე-ნახევარში ჩამოვიდოდა  ჩემი შესაფერისი სათვალის მინები. თვე-ნახევარი მებევრა, ამიტომ იძულებული გავხდი ყველა ოპტიკური მაღაზია შემომევლო, რათა როგორმე მიმეგნო საჩემო სათვალისთვის.

საბოლოოდ პარასკევს მივაგენი, წერეთლის გამზირზე ოპტიკას, სადაც დამპირდნენ რომ დღეისთვის დამიმზადებდნენ სათვალეს, მანამდე კი კომპიუტერისგან დამცავი სათვალე ვიყიდე და ბედნიერი დავბრუნდი შინ. საბოლოოდ დღეს დილით მივაკითხე იმ ოპტიკას და  სათვალე წამოივიღე.

ორ ახალ თვალთან ერთად, კიდევ ერთი კომპლექსი დამემატა. არ მომწონს რომ რაღაც სხვებისგან განსხვავებული მაქვს, ისევ უჩინმაჩინის მოსასხამი ვინატრე,  მაგრამ საბოლოოდ ჩემი სათვალე კარგ გასართობად მექცა. ლექტორების პაროდიის გაკეთებისას ძალიან  მეხმარება😀😀 თანაც ვის გაუგონია ბლოგერი სათვალის გარეშე😀😀

აი ასე გამოიყურებიან ახალი თვალები. ორივე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა.

Posted on 14/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. უფ მომინდომა განსხვავებულობა😀 ყველა, თიტქმის, სათვალეს ატარებს = )) კაი ხანია ექიმტან არ ვყოფილვარ ისე |( მარა არ ვუჩივი ჯერჯერობით მხედველობას😛 მზეზე რო მუქდება ისეთი არ დაამზადებინე? ჩემს დას აქვს და გარეთ ძალიან რაღაცნაირი კარგი ფერი ხდება ხოლმე

    • არა, სულ უფეროა ყველგან. რომ მუქდება, ჩემს მეგობარს აქვს ეგეთი მაგრამ ოთახშიც მუქია და არ მომწონს

  2. პ.ს კენარი ძვირი მაღაზიააა ძალიააააან. მარჯანიშვილზეც არის ბევრი ოპტიკები სადაც კარგი სათვალეები იყიდება = ))

  3. მეც მინუსი მაქვს, და ექიმთან ვარ მისასვლელი. ალბათ მეც მომიწევს სათვალის ტარება და მალე შემოვუერთდები სათვალიანი ბლოგერების სიას🙂

  4. მეც მინდა ახალი სათვალე. მგონი ბევრმა არ იცის მეც სათვალიან ბლოგერთა რიცხვვს რმ მივეკუთვნები აგერ უკვე 5 წელზე მეტია : )))

  5. კომპლექსიანო, ჯერ სადა ხარ: სადაც გნახავ, “აჩკარიკას” დაგიძახებ. ასე რომ, არ დამენახო, თორემ მაგრა დაგცინებ :))))))))

  6. მე მინდა რამე, სექსუალური :დდდდ

  7. მეც მინუსი მაქვს, ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი ექიმთან, დამინიშნა სათვალე და მკურნალობა, მას შემდეგ ექიმთან აღარ გამოვჩენილვარ, არადა აშკარად გამეზარდა მინუსი და იმ სათვალითაც ვეღარ ვხედავ, თავს მუდმივად იმით ვიმართლებ, რომ ექიმთან მისასვლელი დრო არ მაქვს, თუმცა თუ ასე გავაგრძელე დავბრმავდები🙂

    • მეც მასე ვიზამდი დედაჩემს რომ არ წავეთრიე ექიმთან ძალით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: