ომის კანონი

დენის ძალა წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა. I=U/R

ესეც ომის კანონი. არ ვიცი რამდენად სწორად დავწერე. პრონციპში ამის მეტი არც არაფერი მახსოვს ფიზიკიდან (ნიუტონის კანონების გარდა), დენთან და ელექტო მოწყობილობებთან ყოველთვის ‘ჰარმონიული’ ურთიერთობა მქონდა. მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

რომელიღაც კომენტარში ვეკომაც კი ჩხირკედელა შემარქვა და ცოტა ხნის წინ კარგი საშუალებაც მომეცა ეს სახელი გამემართლებინა.

მოკლედ, გამოცდიდან მოვედი დაღლილი, ცოტა ხანს კომპთან დავისვენე, მერე კი სააბაზანოში წავედი, წყლის გადასავლებად. შუქის ანთება ვცადე, მაგრამ ნათურა ზრიალით გადაიწვა. მერე აღმოჩნდა რომ საძინებელშიც აღარ ინთებოდა შუქი, სამაგიეროდ ‘ლოჯში’ ტელევიზორი მაინც ჩართული იყო.

მივხვდი, რომ ისევ დამცველი გადაიწვა. სასწრაფოდ მივაკითხე იმ ადგილს, სადაც წლების წინ მრიცხველი ეყენა. 4 ‘პროპკიდან’ ერთ-ერთის დამცველი იყო გაფუჭებული და უნდა გამეგო რომლის. სათითაოდ შევამოწმე ყველა და დამნაშავესაც მივაგენი. რადგან სათადარიგო დამცველი ვერ ვიპოვნე, ისევ სპილებძის მავთულს მივმართე, დამცველი განვაახლე და ადგილზე დაბრუნება გადავწყვიტე. აი ამ დროს მოხდა ბახ! მთლიანი სახლის გათიშვა დამვიწყებია და თურმე ამდენ ხანს  220 ვოლტს ვეთამაშებოდი, ბოლოს სულ ოდნავ ხელი მიმედო და…

დენის დარტყმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩემს ბიოგრაფიაში. გამემურა ხელი, მიმეწვა ფრჩხილი, რაც მთავარია შიში ვჭამე და 5 წუთი კედელზე აკრული ვიდექი.

ხოდა კიდევ, ჩემი ყველაზე რეიტინგული ხიფათების სია შეგიძლიათ ამ პოსტში ნახოთ🙂

Posted on 16/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. გოგოოო, ვერ ხარ შენ. ჩამრთველების ამოყრა როგორ დაგავიწყდა დენიდან .

    სასწაულით გადარჩენილხარ

  2. კიდევ კარგი გადარჩი❤ აწი უფრო ფრთხილად იყავი ხოლმე❤

  3. ერთხელაც ვერ გადარცები😀
    ჩემტანაც ითიშება ხოლმე ეგრე. ანუ ერთ ოტახში არ არის მეორეში არის. ხო და რაღაც აყენია და კნოპკების პონტში აქვს 8-მგონი და თუ ჩამოწეულია ზევით ავწევ ხოლმე და ვსო ყველაფერი რიგზეა

    • ♥ Summer ♥
      :* ვეცდები🙂

      siyvarulovna
      ჩემთანნ რთულადაა უფრო. ხრახნითაა ჩამაგრებული

  4. ვისაც უნდა ფიზიკის გადახალისება მიმართოს samecniro.net-ს🙂

  5. მდააა
    გილოცავ გადარჩენას
    მე ერთხელ იუსტიციის სამინისტროს ტუალეტში მივეყრდენი კედელს და 2 ცალ გათლილ სადენს მივეწვი.
    კიდევ კარგი ხელს არ ვიბანდი იმ დროს და წყალთან არ შეიკრა წრედი. გადავრჩი სიკვდილს.

  6. ერთხელ ჩემმა დამ შეაერთა მასე გადახეხილი შტეკერი და იმის მერე ელექტრო მუსიკა ევასება.😀

  7. ისე პროფესიონალურად აღწერე ყველაფერი, მავთული დავახვიეო (ასეთი რაღაცები ნამდვილად არ მეხერხება მე), რომ ასეთ დასასრულს არ მოველოდი. კედელზე აკვრას არა, „ბუხს“ ბგულისხმობ.😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: