უცნაურობები

ალბათ ყველას მოხვედრილხართ უცნაურ სიტუაციაში, რომელსაც უხერხულ მდგმარეობაში ჩაუგდიხართ, ან გაუოცებიხართ. ბოლო დროს ასეთი უცნაურობები ძალიან მომიმრავლდა და აქ დაწერაც გადავწყვიტე.

გუშინ, როცა დილის 7 საათზე გაღვიძებული გამოცდაზე გავრბოდი, გზად მაღაზიაში შევიარე, რვეული მქონდა საყიდელი. ჯერ იყო და რვეულების სექცია სადღაც სხვაგან გადაუტანიათ და ძლივს მივაგენი. ან შეიძლება სულაც არ გადაუტანიათ და მე გამიჭირდა მოძებნა. ავიღე ერთი რვეული და  მივედი ფულის გადასახდელად.

მოლარემ შტრიხკოდი შეუმოწმა და 30 თეთრიო მითხრა. 5 ლარი ამოვიღე საფულიდან და დახლზე დავდე. ამობეჭდა ქვითარი და და გამომიბრუნა ხურდა, რომელიც ისე ავიღე, ზედ არც შემიხედავს. საფულეში ჩადება რომ დავუპირე, მაშინღა მივხვდი რომ 9 ლარი და 70 თეთრი დაუბრუნებია. მივბრუნდი და ვეუბნები:

– იცით ხურდა შეგეშალათ.  – და 5 ლარს ვუწვდი.

– რას ამბობთ, ახლა ჩავდე სალაროში 5 ლარი.

– ხოდა 4 და 70 უნდა დაგებრუნებინათ.

– ზუსტად დაგიბრუნე, არაფერი შემშლია…

მოკლედ ვერ გავაგებინე ვერაფერი, ის ზედმეტი 5 ლარი დახლზე დავუდე და გამოვედი.

მივედი უნივერსიტეტში. გამოცდა 1 საათით გადაიდო. ბოლოს შევაღწიე რესურს ცენტრში და დამკვირვებელი მეკითხება:

– სად მიდიხარ?

– გამოცდაზე..

– მერე?

დავიბენი..

– პირადობა თუ შეიძლება.

– ა.. უი… ახლავე🙂

შეხედა, გვარი და სახელი წაიკითხა. მერე გაკვირვებით შემომხედა და დაბერებულხარო მითხრა.

არ ვიცი 1991 წელს დაბადებული პირველკურსელი რომ ვარ ის გაუკვირდა თუ 1 წლის წინ გადაღებულ პირადობის მოწმობის სურათში  ბევრად ახალგაზრდა მოვეჩვენე. პრინციპში ჩოლკის და სათვალის გარეშე უფრო სიმპატიურად გამოვიყურებოდი🙂

გამოცდაზე რომ დავჯექი, იმ კომპიუტერის დესკტოპზე ზუსტად ჩემნაირი ფონი ეყენა. ამაზე მთლად დავაღე პირი.

და კიდევ ერთი უცნაურობა, რაც უკვე დიდი ხანია  facebook-ზე მაწუხებს ისაა, რომ ჩემს ექაუნთზე შესვლისას, ავტომატურად ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე მამისამართებს. თუ არ გადამამისამართა,  facebook-ის ლოგოს მაგივრად იმ ბლოგის favicon-ს მიჩვენებს ბრაუზერი.

Posted on 20/06/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. 😀 მეც ვეხვეწე ერთხელ გამყიდველს ბევრი გამომიბრუნეთქო მაგრამ არ დამიჯერა და გამომაგდო😀

  2. დაბერდი მაარ? : D

    არ მიყვარს ვითომ ხუმარა უტაქტო ხალხი : ))))

    ვის ბლოგზე გამისამართებს როგორ მაინტერესეეეებს : D

    და გოგო, იმ დღეს ჩემი მესიჯი არ მოგივიდა? ახალ ტელში ყველას ნომერი არ მიწერია და მგონი შენ მოგწერე : P

  3. ooo ეგეთ გამყიდველს არც უნდა დაუბრუნო. იქნებ ისწავლოს ჭკუა
    დაბერებულხარო?😀😀😀😀😀 სადმე რო შეგვხდები იმედია გიცნობ😀
    au mec minda ucnaur situaciaSi moxvedra raa

    • ჩემს მახლობლად იარე ხოლმე და მალე მოგბეზრდება კიდევაც უცნაური სიტუაციები😀

  4. ვაიმეე ის გამყიდველი არ ყოფილა ღირსი მაგ ფულის : )) სუ გამოჩერჩეტდა ეს ხალხი : )) გაგაგიჟებენ რა…

  5. აუ ის გამყიდველი მაგარი ვინემ იქნებოდა რაა.😀

  6. ზუსტად ბოლო პერიოდში დავიწყე ყურადღების მიქცევა ყველა უცნაურ მოვლენაზე რომელიც დღის განმავლობაში ხდება და გაოცებული ვარ🙂 1 დღეში ძალიან ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენა შეიძლება თუ ყურადღებას აქცევ მსგავს დამთხვევებს ან უცნაურობებს. ასეთ დროს რატომღაც ყოველთვის მახსენდება ფრაზა ”შემთხვევით არაფერი ხდება”, თუმცა ამ მოვლენების ზუსტი მიზეზის პოვნა და ლოგიკური ჯაჭვის პოვნა მაინც ძალიან ძნელია🙂

  7. რატომ არ ვიცდო ეს ბლოგუნა აქამდე :ს მომეწონა აქაურობა მწვანევ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: