1 თვე 19 წლამდე

ერთი თვეც არაა დარჩენილი ჩემს დაბადების დღემდე. სულ მალე 19-ის გავხდები და  როგორც ყოველთვის, ისე  ვიწყებ ყველაფრის გახსენებას, რაც ჩემს წინა დაბადების დღეებს უკავშირდება.

შარშან ამ დროს აბიტურიენტი ვიყავი და სულ არ მაღელვებდა  ჩემი სრულწლოვანების ასაკის მოახლოვება. საერთოდაც ჩემი დაბადების დღე არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მიზეზები:

1. შუა ივლისში ჩემი მეგობრების 90% თბილისში არ არიან.

2. ვინც მოდის, სიცხისგან ყველა დატანჯულია და ვერ ხალისობენ სათანადოდ.

3. ყოველთვის  ვახსენდები უფროსი თაობის წარმომადგენლებს, თან ისე რომ საჭიროდ თვლიან აქ მეახლონ. ასე რომ უმცროსები ყოველთვის უმცირესობაში ვრჩებით.

4. რადგან ჩემი დაბადების დღე არდადეგების პერიოდს ემთხვეოდა, ამ მიზეზით სკოლის გაცდენის მიზეზი არასოდეს გამჩენია. ანდაც სკოლაში იუბილე  არასოდეს მოულოცია მასწავლებელს წამახალისებელი ქულით.

ეს 21 ივლისი განსაკუთრებული დიდი არაფრით იქნება. უბრალოდ ამ დღეს პირველად შევხვდები სათვალით, სტუდენტის სტატუსით და ახალი პოსტით.

მერე დაიწყება შეგუება რომ კიდევ ერთი წლით დავშორდი ჩემს საყვარელ წარსულს. კიდევ უფრო ბევრი რამ დარჩება უკან, სამაგიეროდ გასახსენებლად უფრო ბევრი რამ მექნება.

კიდევ უფრო მეტად გამითეთრდება თმები და უფრო ბევრს ვიფიქრებ თმის საღებავის ფერის შერჩევაზე.

თანდათან უფრო მეტად შემეპარება ეჭვი, რომ ეს ქერა ბავშვი ედესღაც მე ვიყავი.

დანარჩენი მოგვიანებით დაიწერება.

Posted on 23/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ra sayvareli pawua iyavi :)) bavshobashi mec qera viyavi da mere gavshavgvremandi ratomgac :)))

  2. me miyvars chemi dab.dge = ))

  3. ისევ ისეთი თვალები გაქვს, როგორც ბავშვობაში : ))))

    დაბადების დღეს გილოცავ, მარი.

  4. მე აქ ვიქნები ისე😀

  5. რა საყვარელი პატარა ხარ მწვანევ :* (დიდიც საყვარელი ხარ)

  6. Vaime, ra patara xar, ki ara da…🙂 Ra magariaa… : )))))))

  7. პაწაწუნა მწვანე ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: