ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში

ნათიამ დამტაგა და ახლა უნდა მოვიფიქრო რა არის ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში.

1. რა თქმა უნდა, ჩემი დედიკო. ძალიან გამიმართლა რომ მისი შვილი ვარ. სამწუხაროდ სათანადოდ ვერასოდეს გამოვხატავ როგორ მიყვარს. ის კი არასოდეს მაგრძნობინებს რა უვარგისი შვილი ვყავარ (მე ხომ მაინც ვიცი)  და ამის გამო სინდისი ორმაგად მქენჯნის.

2. ჩემი მეგობრები და ახლობლები. ადამიანები რომელებიც მაძლევენ ცხოვრების სტიმულს, ყველა ძაიან მიყვარს და მათ გამო არაფრის წინაშე დავიხევ უკან. რა თქმა უნდა ამას მათ არ ვეუბნები.  :D

3. ყველაზე კარგი, რაც პირადად გამაჩნია, მგონია რომ ჩემი ხასიათია. საკმაოდ მშვიდი, ჰუმანური და მხიარული ვარ. ნუ ბოლო დროს სიზარმაცე შემომერია, მაგრამ განკურნებადიაო ამბობენ. ასე რომ მგონი პიოროვნულ თვისებებში გამიმართლა და ღმერთს მადლობას ვუხდი ამის გამო.

4. ყველაზე კარგი რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა, ეს უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. მანამდეც ბევრი კარგი ყოფილა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე უკეთესად მახსენდება.

აღარ ვიცი კიდევ რა ვთქვა, რადგან მგონია რომ ზედმეტად ბევრ რამეში გამიმართლა.  ადამიანური უმადურობის გამო სათანადოდ არაფერს ვაფასებ და ამიტომ ყველაფერს ისე ვიღებ, თითქოს საკუთარი დამსახურებით მქონდეს მოპოვებული.

დავტაგე lextempus და მწვანევაშლი

Posted on 24/06/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ზოგი რაღაცეები დაემთხვა = ))
    ჯერ კიდევ წინ გვაქ მარ ყველაფერი = )))

  2. კარგი ხარ მარტო იმიტომ, რომ დედიკოში გაგიმართლა :):):):) ხოდა, კარგი კი ჯერ წინააა და აბა, წარმატებები🙂

  3. აი, აქ ვყოფილვარ:) მადლობა, მარ🙂

  4. დაახლოვებით ამგვარი სათაურის პოსტი, 1 კვირის წინ მაქვს დაწერილი. მაშინ ფსიქემ დამტაგა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ ხოლმე სადმე დატაგვის გამო (ძალიან მიხარია, როცა ვინმეს ვახსენდები) , მაინც დავწერ, ოღონდ ახლა სხვა რაღაცებს. ბოლო რამდენიმე დღე ძალიან დაკავებული ვიყავი და ვეღარ შემოვიხედე შენს ბლოგზე, თორემ უფრო ადრე გამიხარდებოდა. გმადლობ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: