Blogroll-ით შეწუხებული

ქართული ბლოგების აგრეგატორზე არაერთი უკმაყოფილების გამომხატველი პოსტი დაწერილა. ასე რომ მის ნაკლოვანებებზე საუბარს ამ პოსტში არ ვაპირებ. ახლა მხოლოდ ამ საიტის მომხმარებლებთან მაქვს პრეტენზია.

მოკლედ, 1 საათის წინ ბლოგროლზე დიდხანს ვეძებე ჩემს პოსტებზე შეფასების გათიშვის ფუნქცია. რადგან ვერ მივაგებნი, ბლოგის დეაქტივაციაზეც ვიფიქრე, მაგრამ ცოტა ხნით თავი შევიკავე. ვერ მოვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება.

შევწუხდი იქ მიმდინარე ‘პოლიტიკით’. უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რა მოვუხერხო იმ ყველაფერს რაც იქ ხდება.

გამოვაქვეყნებ თუ არა პოსტს, რამდენიმე წუთში ეწერაბა დაახლოებით სამი პლიუსი. ესენი ვიცი ვისგანაც არის, სავარაუდოდ ვეკო, ნათია და სალომე ცდილობენ წამახალისონ. ცოტა ხანში მინუსებიც არ აყოვნებენ, მაგრამ მე რაც მაწუხებს ისაა, რომ ვიღაცამ პლიუსებზე ჩამოვლა ისწავლა და მალე ჩემს ქვემოთ მდებარე პოსტი საბოლოოდ ქრება მთავარი გვერდიდან, ჩემი პოსტი კი ზემოთ ადის. ამის მერე კიდევ უამრავი პლიუსი და მინუსი იწერება და ეს ლოგიკურიცაა, როცა პოსტი პირველ გვერდზეა.

ერთადერთი რისი თქმაც და თხოვნაც ამ პოსტით მინდოდა ისაა, რომ ბლოგროლზე ჩემს პოსტებს  უბრალოდ ნუ შეეხებით. არ მჭირდება მასეთი პლიუსები და თუ მაინცდამაინც აღფრთოვანებული დარჩით (რაც არ მგონია) და გინდათ თქვენი დადებითი განწყობის გამოხატვა, შემოდით და მომწერეთ. ძალიან არ მინდა ბლოგის დეაქტივაცია და გთხოვთ  ნუ მაიძულებთ.

მართლა არაფერს ვწერ ამ ბლოგზე ისეთს, რომ რეიტინგის სათავეში ვიყო და უხერხულ სიტუაციაში ვვარდები როცა რამეს დაუმსახურებლად ვაღწევ.

Posted on 26/06/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. და რომ დაიკიდოთ ეგ რეიტინგები არ გინდათ?🙂
    ყველა ფორუმზე, სადაც კი შეფასებები არსებობს (ვგულისხმობ უფრო ფოტოფორუმებს), მუდმივად პრობლემაა შეფასებები, ყოველთვის ვიღაც უკმაყოფილოა, ყოველთვის ახლობლები ქაჩავენ ფოტოებს, რა სისტემაც არ უნდა მოიფიქრონ, მაინც ნაკლი აქვს და სანამ მომხმარებლები მართლა არ იკიდებენ, არც არაფერი შველის.

    ჰოდა დაიკიდეთ🙂

    • მგონი ვერ გაიგე რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.😦 მაგრამ არაუშავს. მგონი მართლა ჯობია დავიკიდო. უბრალოდ არ მინდა სხვების გაღიზიანება გამოვიწვიო და დაკიდება ამ ამბავს არ უშველის.

  2. რისი თქმაც არ უნდა გდომოდა, ფაქტია, რომ მე დიდი ხანია, აღარ შევსულვარ და მეილზეც კი აღარ ვამოწმებ შეფასებებს… ნამდვილი საბავშვო ბაღია!:):)

  3. ხო ჩემთანაც არის ხოლმე დავლები და + დაწერა. მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე ატიურ პოსტს ეგრევე მოყვება მინუსი მაგრამ მაინრც რჩება მტავარზე და აგერ გაბომ მკითხა 8 ექაუნთის გაკეტება არ გეზარებაო? და ეს დასკვნა გამოიტანა იქიდან რომ ერ პოსტს ერთი რაოდენობის (8-8 პლიუსი) ეწერა. არა და რამხელა გზ გაიარა რომ 8-ზე ჩამოსულიყო/ასულიყო უფ…
    მოკლედ მკიდია. ბლოგროლიდან ბევრი არ შემოდის. ვისაც აინტერესებს აკუთრი ბლოგროლი აქვს და იქიდან იგებს ყველაფერს.

  4. და მგონი არაა აუცილებელი რო რაღაც აბსოლუტური და აღმაფრთოვანებელი პოსტი დაწერო რო მანდ ტოპში მოხვდე
    როგორც მივხვდი იმ პოსტზეა საუბარი, 19 წლის რომ ხდები… : ))
    მეც დავუწერე მაგ პოსტს პლიუსი და არა იმიტო რო ავღფრთოვანდი არამედ იმიტო რო კარგი პოსტი იყო, კარგი ნაწერი, კარგად იკითხებოდა…
    მგონი ამაში არც პრობლემაა და არც არაფერი : ))
    იყოს ბლოგროლში ტოპში შენ რას გიშლის, არაფერი გაკლდება თუარ გემატება კიდე…
    დაუმსახურებლობას რაც შეეხება არამგონია ეგ დაუმსახურებელი იყოს, თუ 19+ გაქვს და პირველ ადგილზე ხარ, ანუ რაღაცად მართლა ღირს ეგ პოსტი : ))

    • მადლობა მართლა.🙂
      ხოდა მაგ პოტამდე კიდევ იყო რამდენიმე და გარკვეული გამოხმაურება გამოიწვია. მე კი ბლოგი ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ვინმესთან უსიამოვნება მომივიდეს.

      • საერთოდ არც ვიცოდი ვინმე მაგ რეიტინგს სერიოზულად თუ უყურებდა და ადამიანს როგორ უნდა გადაეკიდო რაღაც 1K უნიკიან საიტზე 1-2 პლიუსისთვის საერთოდ ჩემამდე არ დადის…. არაუშავს რა, მგონი მაგაზე არც ღირს ფიქრი… : ))

  5. ერთადერთი, რაც მიშლის ნერვებს, რეიტინგია.
    მგონი, აღარ მუშაობს. პეიჯ რანკი მაქვს 4; პოსტებს თითქმის ყოველდღე ვწერ და მაინც მე17 ადგილზე რატო ვარ, როცა ზოგიერთი გაყინული ბლოგი მე6-მე7-ს ვერ ჩამოცდა???

    • იმიტომ, რომ კარგად უვლიან = )))
      გადადგეს ბლოგროლი!
      ძირს ბლოგროლი!

      პ.ს რამე თუ არ ვუშველით ვიღუპავთ ნერვებს. არა და ესე ადვილიც არაა დაკიდება როცა უსამართლობას გრძნობს.

    • სულ არ მეგონა შენ თუ მასეთ რამეებს ყურადრებას აქცევდი. 😀😛

      • უფ როგორია აბა ნუ მიაქცევ ყურადღებას😀
        ვიცი რო სისულელეა და არ ვიმჩნევ მაგრამ ძ§ელია დაკიდება/გატარება

  6. ბლოგროლი საშინლად მუშაობს !!!!!!

    ჩემი ბლოგი რამდენჯერ დავარეგისტრირე არვიცი, მაგრამ მაინც არ ჩანს ბლოგროლზე… ჩემთან ჩანს მარა სხვებთან მკითხველი ვარ… და ყელაზე ცუდი ისაა რომ პოსტები არ მოაქვს უკვე 2 თვეა.

  7. ამ საიტზე ბევრი ლაფსუსია გაპარული, თუნდაც ის, რომ 7 თვის წინ გავაუქმე ჩემი ბლოგი, მაგრამ მაინც რეიტინგშია😀 და კიდე რამოდენიმე ჩემნაირი : ))))

    შენ +ებზე მაინც გივლიან და მე -ებზე მაწუხებენ მხოლოდ : D

    ფეიჯ-რანკი მეც 4 მაქვს 10დან, მაგრამ როგორც მივხვდი, ეგ საერთოდ არაფერ შუაშია “მაგიურ კარმასთან”😀 უბრალოდ, დაიკიდეთ

  8. თუ ერთი ადამიანი მაინც შემოდის იქედან, დეაქტივაცია არ ვარგა.
    ჰიტები სტატისტიკის გამო არა ოღონდ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – თუ შემოდის იქედანაც ხალხი – ანუ კითხულობს ვიღაც და რომ გათიშო ვიღაცას გაუტყდება.

    თან ბლოგინგის პირველ და მეორე კანონს დაარღვევ😉

  9. ჰუჰ, იქნება და ვინმე ერთობა ამ პლუს/მინუსის წერით? ხო იცით, საქართველოში ბევრს უცნაური “გასართობი” აქვს :დ

    მაგის გამო ბლოგის დეაქტივაცია არ გაბედო🙂 ცოდოა ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: