არა, რა მთვრალი?

ნაბახუსევის და  სიმთვრალის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ მსმენია რაღაც-რაღაცები. მაგალითად ის რომ ნაბახუსევზე ხაში შველის. ამ უკანასკნელს მე ტალახის ჭამა მირჩევნია, რაც არ უნდა ცუდად ვიყო. დასანახადაც კი მეზიზღება.

ვინც მიცნობს, ძალიან გაუკვირდება ახლა ამ პოსტის წაკითხვა, მაგრამ რას ვიზამ, მეც ხომ ადამიანი ვარ? :))))))))

მოკლედ, გუშინ მათემატიკის გამოცდა მოვიშორე და გახარებული დავბრუნდი შინ. 1 კვირის წინ ჩემი მეგობარი დაბრუნდა ისრაელიდან და “სასტავი” ამ ამბის აღსანიშნად წავედით.

საერთოდ არასდროს ვსვამ და მთვრალი ხალხი მეზიზღება. მათ მაგივრად მე მრცხვენია, გამოშტერებული სახე რომ აქვთ და რას ამბობენ/აკეთებენ, თვითონაც რომ ვერ ხვდებიან. საკუთარ დაბადების დღეზეც კი არასდროს დამილევია, დაძალებაც არ ჭრის ჩემზე, მაგრამ გუშინ 3 ჭიქა მაინც დავლიე. მერე ჩუმად დავჯექი რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებად შემმჩნეოდა ალკოჰოლის ზემოქმედება.  დამცინებდნენ რომ გაეგოთ სამმა ჭიქამ დამათრო.

ხოდა დღეს ის დღეა, როცა ფიქრობ, რომ ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია. ახლა კი დროა დავდო პირობა:

მე, მარი (გვარი რა საჭიროა) ვდებ პირობას, რომ არასოდეს გავეკარები ალკოჰოლს და მსგავს სისაძაგლეებს.

აი ასე!

Posted on 29/06/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. სალო

    ეჰ მეც მასე დავდე პირობა მაგრამ მავიწყდება ხოლმე : ))

  2. ეე ჩუმად კი არ უნდა მჯდარიყავი კაგად უნდა მოგელხინა. მაშინ აქვს აზრი იმ დალევას და გამოთრობას😛 სასტავს და სიტუაციას გააჩნია ცემი დალევა/არ დალევა

  3. hahahaaa, mesmis sheni😀 sul ragac erti kviris win mec ase (uaresad tu ara) viyavi =D

    • ხოო წავიკიტხე შენი პოსტები😀😀😀

      მე მიყვარს (მუქად ნათქვამია) დალევა და ”კაი დროის” ტარება ))

  4. siyvarulovna
    მოსალხენად დათრობა არ მჭირდება მეე😛 თანაც შეიძლება რამე მოვიტეხო 1 ნაბიჯიც თუ გადავდგი მთვრალმა. არ იცი რა შარიანი ვარ?

  5. ბოლოს როდის დავთვერი დამავიწყდა უკვე : D არა, მომენატრა😀 😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: