რჩევები აბიტურიენტებს

დღეს “ეროვნულები” დაიწყო. სულ მალე გამოცდების მოლოდინში მყოფი აბიტურიენტების ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება.

სულ ერთი წლის წინ ვიყავი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ყველაფერი რაც გამოცდებთანაა დაკავშირებული. ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

გამოცდების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. ეს საკმაოდ დიდი დროა შენი ცოდნის სათანადოდ გამოსაყენებლად. ასევე 3 საათი ძალიან ბევრია იმისათვის რომ სკამზე გაუნძრევლად იჯდე და წერო, მე პირადად მიჭირს ამდენ ხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება. მახსოვს პირველი  გამოცდიდან როგორ მინდოდა გამოქცევა და აღარ დავეძებდი 10 ქულით მეტს მივიღებდი თუ ნაკლებს.

გამოსავალი: გამოცდის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათი მოგიწევს საგამოცდო სექტორში უსაქმოდ ჯდომა და ლოდინი. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს  და თუ სწორად გამოიყენებ, მომავალი 3 საათი გაუსაძლისი აღარ იქნება. არ იფიქრო მომავალ საგამოცდო საკითხებზე. ისეთი არაფერი შეგხვდება, რაც ნასწავლი არ გაქვს, ასე რომ ტვინის ჭყლეტვას მოეშვი. ადგილზე ნუ იჯდები და ნერვებს ნუ აყვები. ადექი და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარე. აგრარული უნივერსიტეტის ლაბირინთები საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა. ნუ მაღლივში დიდი არაფერია დასათვალიერებელი, მაგრამ შეგიძლია ხედებით დატკბე.

დაელაპარაკე სხვა აბიტურიენტებს, ოღონდ შიშისა და ნერვიულობის თემაზე კრინტი არ დაგცდეს. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გამოცდის დაწყების შემდეგ არ მოგერიდოს ტექნიკურ საკითხებზე დამკვირვებელს სთხოვო დახმარება. მაგალითად თუ პასუხების ფურცელი გაგიფუჭდა, გადაგეკეცა ან დაგესვარა, არ ინერვიულო, მაშინვე კურატორს მიმართე. უფლება გაქვს მოითხოვო გაფუჭებული პასუხების ფურცლის შეცვლა.

წერის დროს არ იყურო აქეთ-იქით. რაც არ უნდა გიჭირდეს, არავის ნაშრომში არ გადაყო ცხვირი. ნებისმიერი საეჭვი საქციელი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. ყველაზე მოხერხებულებსაც არ გაუვათ ეროვნულ გამოცდებზე ეშმაკობა. იჯექი შენთვის, ვითომ გარშემო არაფერი არსებობს. არ იფიქროთ იმაზე, რომ ამ გამოცდაზე შენი მომავალი სტუდენტობის საკითხია დამოკიდებული, იფიქრე რომ აბიტურიენტობა მთავრდება და კიდევ ერთ გამოცდას იშორებ.

რაც  მეტ ნერვებს დაზოგავ, მით მეტი დაგრჩება უნივერსიტეტის სემესტრულ გამოცდებზე დასახარჯად.

წარმატებებს გისურვებთ🙂

Posted on 01/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. საშნელებააააააა!
    ერთი სული მაქვს როდის გათენდება ხვალინდელი დილა!
    ვერ ვიტან ლოდინს!
    პ.ს მე ციფრული მიმაქ😀😀 სანამ შევალ იქამდე მაინც გადავიღებ სურათებს

  2. ძალიან გამოსადეგი რჩევებია :* გულისხმიერი მარი😛

    გამოყავი რა თითოეული უფრო მარტივად აღსაქმელი იქნება მგონი :*

  3. kargi rchevebia, martla. daujeret am gogos, abiturientebo😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: