სოციალური მედიის დღე

30 ივნისს სოციალური მედიის დღე იყო. როგორ ჩაიარა ყველაფერმა, ეს ისედაც კარგად იცით ყველა ბლოგერმა, ასე რომ ეს პოსტიც პირადი პოსტების კატეგორიაში განთავსდება.

წინა პოსტის წერისას ჯერ კიდევ ეჭვი მეპარებოდა წავიდოდი თუ არა მთაწმინდის პარკში.  ბოლოს ვეკო თმით წათრევით დამემუქრა და  აღარ შევეწინააღმდეგე, ავდექი და წავედი. თან ბლოგერების ნახვაც მაინტერესებდა.

მე და ნათია (ქარისგან აჩეჩილი ჩოკლები არ ითვლება)

ჯერ ნათიას შევხვდი, მაკდონალდსთან ვეკოს და, სალომე უნდა გვენახა და ერთად ავსულიყავით მთაწმინდაზე. სალომე პირველი იყო ვინც დღეს გავიცანი. დანარჩენი უკვე ამფითეატრში გაგრძელდა.

პირველი ნაცნობი სახე, ვინც შევამჩნიე სვითი იყო. როგორც ყოველთვის, ვარდისფერი ზედა ეცვა და ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა.  იმდენი ფოტო გადავუღე, ვეღარ ვითვლი. ხოდა კიდევ, მისი პრეზენტაციიდან იმის გამო სულაც არ გავსულვართ რომ არ გვაინტერესებდა. სამწუხაროდ ვერ მივედი რომ მენახა, მაგრამ იმედია ექსკურსიაზე წამოვა და იქ გავიცნობ.

მე და სვითი ერთმანეთს ფოტოებს ვუღებთ

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერების უმეტესობამ ვერ მიცნო (ბევრი ვერც მე ვიცანი) ძალიან გამიხარდა რომ თინის მაშინვე გავახსენდი და მოვიდა. პიცის ჭამის დროს მინდოდა ფოტო გადამეღო მისთვის, მაგრამ დამემალა.

თინი მემალება😀

მერე ზურიუსიც მოვარდა. ზუსტად ისეთი ყოფილა როგორიც მეგონა, ასე რომ არაფერი გამკვირვებია. დარბოდა აქეთ-იქით, თავის სტიქიაში იყო.

უკეთესი ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე😛

ცოტა ხანში ჭიკჭიკა სიცილის ხმაც გავიგე და ალუკარდი დავინახე. მისი ნახვაც ძალიან მაინტერესებდა. არ მახსოვს თვითონ მიცნო თუ ვერა.

მოკლედ, ძალიან გამიხარდა ყველა ბლოგერის გაცნობა, ასევე დიანიკოს დანახვა, რომელიც ბოლოს მოვიდა და მიცნო კიდევაც. სურათის გადაღება ვეღარ მოვიფიქრე  მისთვის, მაგრამ იმედია კიდევ მომეცემა ამის საშუალება.

სახლში მისვლა კი ძალიან დამიგვიანდა. 10 საათს გადაშორებული იყო რომ მივედი. კიდევ კარგი დედაჩემმა დამინდო და კითხვები არ დამაყარა, თორემ ძნელი ასახსნელი იქნებოდა ყველაფერი ისე, რომ ტყუილი არსად გამერია. არ მინდა ჩემი ბლოგის შესახებ გაიგოს.

ამ პოსტში ყველაფერი ვერ დავწერე რისი დაწერაც მინდოდა, კიდევ უამრავი ბლოგერი არ მიხსენებია, ვისი გაცნობაც გამიხარდა, მაგრამ სხვა დროს იყოს. იმედია 4-ში ყველა მოახერხებს ჩემს ცნობას  :)

Posted on 01/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. მეც უზომოდ გამიხარდა შენი და გოგოების გაცნობა! ისე გიჟივით ამოვვარდი, მეც მინდოდა თქვენთან სურათები… მაგრამ, მელევე გაიფანტეთ…😦 მე პირველს აკლდა ჭუთები, რომ შემოვედი…🙂 ძააალიან დავიღალე. მაგრამ, ღირდა! ექსკურსიაზე გნახავთ! :*

  2. აუ მეც მინდა ექსკურსიაზეეეე

  3. ლოოოოლ

    არ მინდა დედაჩემმა გაიგოსო კაი იყო😀

  4. აუ სამივე მიხვაალთ?🙂 მეც მინდასავიით😛

  5. ჩემი კუდრაჭა გოგო, სანამ დასასვენებლად დავიშლებით ავიდეთ კიდევ ჩვენები :))) :*

    • მე კარგა ხანს არსად ვაპირებ დასასვენებლად წასვლას.

  6. მეც დაგინახე გიცანი და მომერიდა მოსვლა ანუ 4 ში გაგიცნობ🙂

  7. gabo
    მართლა? მე არ მეგონა თუ მიცნობდი და მაგიტომ აღარ მოვედი.

  8. დანიიდან გიყურებთ მთელი ოჯახი მაარ😀

  9. გიცანი როგორ ვერ გიცანი :))))))
    მე პირველ საათზე მივედი სახლში😀
    ჩემებმა იციან ჩემი ბლოგის შესახებ თუ უნდათ წაიკითხონ კიდეც😀

    • პირველ საათზე რომ მივსულიყავი, მაშინ ჩემი ბლოგი გოგრად გადაიქცეოდა😀😀😀 უფრო სწორად მეთვითონ გადავაქცევდი, რადგან უკვე ყველა ჩემს ახლობელს ეცოდინებოდა.

  10. კარგი გოგო ხარ შენ, მარი.
    და დედაშენიც იამაყებს შენით.

  1. Pingback: Social Media Day Tbilisi 2010 « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: