“აი დარდი” ადამიანი (ანუ რას ფიქრობენ ჩემზე)

რამდენიმე დღის წინ ნათიამ დამტაგა ერთ-ერთ პოსტში. ნაცნობებისთვის უნდა მეთხოვა დავეხასიათებინე და მერე ეს დახასიათება აქ დამეწერა. თავიდან უაზრობად მიმაჩნდა, რადგან ისედაც ვიცი რაც ვარ და ვინც ვარ, მაგრამ მერე ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე, რამაც დამაბნია.  უკვე მგონია, რომ ადეკვატურად ვერ აღმიქვამენ, ან მე მაქვს ქამელეონი ხასიათი, რაც მაიძულებს ყველა მათგანს განსხვავებულად გავაცნო თავი. არადა ნამდვილად არ მეხერხება თამაში და თავის მოჩვენება. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ დამეზარება მაინც.

რადგან ნათიასგან (ქალაბატონი სიყვარულოვნასგან) დაიწყო, პირველს მისგან მიღებულ დახასიათებას დავწერ.

“ძალიან მიმდობი, უკონფლიქტო, მაგრამ დაახლოებით როგორ ხარ იცი? ცხვარი ცხვარია თუ გაცხარდა ცხარიაოოო – აი ზუსტად ეგრეა რაა …”

ახლა კი მეორე, სრულიად განსხვავებული დახასიათება.

“შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ, აკვირდები და ცდილობ ახსნა მოუძებნო.”

ესეც კიდევ ერთი მეგობრის აზრი ჩემზე.

“დიდი “აი დარდი” ვინმე ხარ. სულ არ გაღელვებს რა მოხდება თუ რამეს არასწორად გააკეთებ. მაინც ყველა სიტუაციიდან ახერხებ გამოსვლას. მშვიდი ხარ და ვერავინ  მოგიშლის ნერვებს ძალით.”

და ამის მერე რას ამბობს კიდევ ერთი, ჩემი უახლოესი ადამიანი.

“ძალიან გულჩვილი და კეთილი ხარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს და სულ მცირე საბაბი გჭირდება სანერვიულოდ და ტირილის დასაწყებად.”

შემდეგ:

“შენ შეგიძლია სხვებზე ზეგავლენა მოახდინო. აუცილებლად გააცინებ თუ ვინმეს გამხიარულება გინდა.  ასევე სხვების ნერვებზე ხიცინიც კარგად გეხერხება და თუ მოინდომე  1 წინადადებით გაამწარებ ნებისმიერ ადამიანს.”

ესეც ჩვენი ვეკოსგან დახასიათება და ამით მოვრჩეთ.

“ნიჭისგან მოსული გონი, ბავშვურობიდან მოყოლილი სიმხიარულე, ჭინკები თვალებში და ბევრი ღიმილები ტუჩის მარცხენა კუთხეზე”

ესეიგი ერთდროულად ვყოფილვარ მიმნდობი და ეჭვიანი, გულჩვილი და “აი დარდი”.

ნორმალურია ეს ყველაფერი?

Posted on 03/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. კი, ნორმალურია, ჩვენი ექსტრაპოლაციური ხარ😀
    პ.ს. ნეტა, საიდან მოვიტანე ეხლა ეს სიტყვა?😀

  2. 😀 მაგარი “შინაარსიანი” დახასიათებებია….
    შენ თვითონ ეთანხმები რომელიმე მათგანს? … შენი თავი ამოიცანი რომელიმე დახასიათებაში? : ))

  3. ვაიმე ყველა როგორი განსხვავებულებია რა არის😀😀
    აქეგან დასკვნა: გააჩნია სიტუაციას და ადამიანს. ანუ სიტუაციის შესაბამისად მოქმედებ ალბათ

  4. sunwaited
    მე შთაგაგონე

    siyvarulovna
    ხო, ალბათ🙂

  5. chemi azrit, dzalian kargia, ufro sworad chkvianuri😉

  6. dzAi=lian momwons Sheni blogi………. da ragac minda gtxovot mec vaketeb blogs soclialuri mediid wevri var da cota ragac ver gavige da tu shegidlzit rom damexmarot skype an emali rom damitovot an me davtoveb skype: dreamer.girl… e-mail: xatia15@gmail.com dzalian gtxovt shemxmianet

  7. მოსაზრებები რომ წავიკითხე, არ გამკვირვებია, ერთხელ დამახასიათეს კლასელებმა და რადიკალური აზრები ჰქონდათ. ჰო და :
    მეც დავწერ რაააააა: ))))
    ე.ი.
    ჩემი აზრით, ხარ ძალიან ემოციური, შეიძლება შენთვის სრულიად უცნობი ადამიანის ტკივილიც განიცადო, შენთვის არაფერია ,,სულ ერთი”. მაგრამ ეს ოდნავადაც არ უშლის ხელს იმას, რომ შეძლო პრობლემების დახარისხება, რადგან შემდგომ უკვე გონებით მოქმედებ. ასე მგონია, რისკიანიც უნდა იყო, ანუ შეცდომების არ უნდა გეშინოდეს… კარგად გაქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ყველაფერს უყურებ საკმაოდ სწორად და მარტივად, ანუ არც ცდილობ შექმნა ქაოსი და ისეთ კითხვებზე დაიწყო პასუხების პოვნა, რომლის შემდეგაც მიღებული ჰიპოთეზა არაფერ სარგებელს მოგიტანს. იცი, რომ ცხოვრება საკმაოდ მოკლეა და აუცილებელია გარშემო მწვანე ფერზე მოახდინო კონცენტრაცია და უარყოფით მხარეებს უბრალოდ თვალი აარიდო. აზროვნებ სხარტად და სიმსუბუქე იგრძნობა შენი პოსტებიდან, ანუ სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.
    ვაჰ, რამდენია :დ დავასტოპე :დ 😀

    • გენაცვალე :)) აუუ, აი მართლა თუ ეგეთი ვარ, ძალიან მიხარია🙂 ოღონდ, ერთი შესწორება: რისკი ჩემგან შორს! მე თუ რისკზე წავედი, ე.ი. ხელი მაქვს ჩაქნეული მთელ ცხოვრებაზე. არა, ძალიან მშიშარა ვარ.😦

  8. გოგო ხარ…🙂

  9. dzalian momewona sheni blogi🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: