ექსკურსია ბორჯომში (ანუ შოკური თერაპია)

ყველამ იცით რომ გუშინ ბლოგერების მესამე ექსკურსია იყო. ამაზე ალბათ ისედაც ყველგან დაიპოსტება, ასე რომ თუ გგონიათ  აქ რაიმე საინტერესოს დავწერ, ჯობია ახლავე შეწყვიტოთ კითხვა  :D😀 ამ პოსტს, ისევე როგორც თითქმის ყველა დანაარჩენს, რაც დამიწერია, პირადი პოსტების კატეგორიაში ვუშვებ.

მოკლედ, როგორც იქნა თავისუფალი დრო მომეჭარბა და გადავწყვიტე ბლოგერთა ექსკურსიაზე წავსულიყავი. თავიდან არ ვაპირებდი, რადგან ნათია და ვეკო არ მოდიოდნენ და მე რაღა მინდა მეთქი ვფიქრობდი. ბოლოს დამეზარა სახლში ჯდომა, ავიღე თავი და წავედი. მანამდე დედაჩემის დათანხმებაზე დამჭირდა ღრეჯვა, რომ როგორმე გავეშვი. ბოლოს დამთანხმდა რამდენიმე პირობით: არ უნდა ავსულიყავი ხეზე, არ უნდა მევლო მზეზე, არ უნდა მერბინა (ისედაც ათასჯერ ვარ გადარჩენილი ფეხის მოტეხვას) და კინაღამ ისიც მითხრა, მარშუტკა სანამ კარგად არ გაჩერდება, იქამდე არ ჩამოხვიდეო.😀😀

ჰოდა წავედი ჩემს საყვარელ ადგილას, ბორჯომის ხეობაში. მიყვარს მგზავრობა, როცა გარშემო მშვენიერ ხედებს ვაკვირდები. ვინანე რომ ყურსასმენები და სათვალე არ მქონდა წაღებული, თორემ სათვალით, მუსიკის ფონზე უკეთესად  დავათვალიერებდი ულამაზეს პეიზაჟებს.

დედაჩემი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და მეკითხებოდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი. ეგ არაფერი, ისედაც გამიკვირდა რომ საერთოდ გამიშვა ექსკურსიაზე (ასეთი რთული ხვედრი გვერგო ჩვენ, დედისერთებს). რა თქმა უნდა, ჩემი ბატობის გამოსავლენად აქაც მოვიცალე და მდინარეზე გადასვლისას ცალი ფეხი მუხლამდე ჩამივარდა წყალში,   კეტების ჭყაპუნით და სხვადასხვა ფერის ტოტებიანი შარვლით მომიწია სიარული😀😀 ბორჯომის პარკის დანახვა ასე არასოდეს გამხარებია,  მეგონა ჩემს საკუთარ ეზოში დავიარებოდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. საერთოდაც ბორჯომი ისეთი ლამაზია, ათასჯერაც რომ მქონდეს ნანახი, მაინც აღფრთოვანებას გამოიწვეს. თანაც იქ სულ გრილა და მშვენიერი პირობებია დასასვენებლად და სასეირნოდ.

ესეც ასე. ახლა ჩემი უნიჭობის რამდენიმე გამოვლინება დაათვალერეთ და დატკბით სიმწვანით.

რაღაცნაირი ქვა

ჩაფიქრებული დიანიკო

ბორჯომელი ცუგა

ესენიც იქ იყვნენ😀

მღელვარე ბორჯომულა

ჩემი საყვარელი საქანელა

ეშმაკის ბორბალი პლატოზე

Posted on 05/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. მართლა ულამაზესი ადგილებია🙂

  2. ვააა იმ ქვაზე რა კარგადაა ,,ამოჩორკნილი” ის გოგონა🙂

    • ამოკვეთილი😛

      მართლაც ულამაზესია🙂

      • ჰმ… ლამაზია, მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ რა ბოროტი თვალები აქვს ახლოდან…

  3. au rogor mindoda wamosvla raaaaaaaa…

  4. ვაა ძაან ლამაზია ბორჯომიი

  5. მიყვარს ბორჯომი ძალიან.
    პარკში რა დღეები მაქვს გატარებიული ეჰ !😦
    გორკებზე არ იჯექით ???

  6. აუ, პლატოზე რა დრო მაქვს ნატარები )) მენატრება ))

  7. მეც აქა ვარ…🙂 ისე, შოკური თერაპია იყო მართლაცდა… ამ წამამდე ეგეთ მდგომარეობაში ვიმყოფები!🙂

  8. 23 წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ყელში ამომსვლოდა ეგ სილამაზე!😆

  9. sunwaited
    ვიიცი ვიცი😀

    Di@
    მეც მასე ვარ

  10. dzalian miyvars borjomi❤

  11. რა ლამაზი ადგილებიაა, ძალიან მიყვარს ბორჯომი. დიდი ხანია რ ვიყავი ნამყოფი და ბოლოს წავედი ექსკურსიაზე და კიდევ უფრო კარგი მოგონებები მაკავშირებს მაგ ადგილებთან!

  12. მე არასდროს ვყოფილვარ ბორჯომში = ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: