The X-Files

“The  Truth  Is  Out  There”

რა საოცარია, როცა წინ კიდევ 2 გამოცდა მელის და მე ამ დროს უსაქმურობით ვკვდები. ბევრი ვიბოდიალე და ბოლოს “საიდუმლო მასალების” ბოლო სეზონებიდან რამდენიმე სერია გადმოვწერე. ყველა მათგანი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა. გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ, შიშისაგან გაშტერებული როგორ მივჩერებოდი ტელევიზორს და ყველაზე საშინელ ფილმს ვუყურებდი. იმ დროს ამაზე საშიშს  და საინტერესოს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ჩემი ყველა თამაში და სრულიად გალაქტიკის შესახებ წარმოდგენა ამ ფილმთან იყო დაკავშირებული. რამდენი პარანორმალური მოვლენა გამომიგონია და ამიხსნია ჩემს სულელურ თამაშებში აღარც მახსოვს. გარემოც შესაბამსი მქონდა: სარდაფიანი და სხვენიანი სახლი,  ფანარი, რომლის  ელემენტი რატომღაც ყოველთვის დამჯდარი იყო, თვითნაკეთი FBI-ს ჟეტონი და რა თქმა უნდა, უკიდეგანო, ბავშვური, ფანტაზია. აი ასე ვებრძოდი ჩემს წარმოსახვით უცხოპლანეტელებს, რომელთა რეალური არსებობისაც 100%- ით მჯეროდა თან მეშინოდა მართლა სადმე არ ‘გამომცხადებოდნენ’ 😀😀😀

ამ უცხოპლანეტელების ხსენებაზე,  “ალფიც” გამახსენდა. ბარემ ეგეც გადმემოწერა😀 :D  წავედი ახლა, კიდევ 2 სერია დამრჩა სანახავი.

Posted on 06/07/2010, in სხვადასხვა, me, myself, I, Movies and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ვაიმეეე ჩემი ბავშვობა გამახსენდა😀 აუ ალფი კიდე რა ტიპი იყო😀😀

    ეჰ კაი დრო რაა…. 😀

  2. აუ ალფი მაგარი იყოოოოოოოოო
    მომენატრაააა

  3. უსაქმური ხარ შენ ვიღაცა ხარ😀 რომ შეგრჩება საგნები მერე უყურე ფილმებს😀

  4. ვაიმე მარ ^_^ ჩემი ბავშვობა გამახსენდა :))) ჩემი თვით ნაკეთი ჭეტონი პისტოლეტი და რაღაცა ვითომ საბუთები ^_^ სახლის სხვენზე გატარებული დრო ^_^ ეეეჰ კარგი იყო :))) და ვაიმეეეეე მუსიკის მეშინოდა იცი როგორ? :D:D:D:D ეგ მუსიკა რომ მესმოდა მბურძგლავდა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: