სიცხეზე მოწუწუნენი

“ხოდა იჯექი და დაიწვი სანამ ბოლი არ აგივა და ტკაცუნს არ დაიწყებ.😛😛 ყველას ეხება ვინც სიცხის გამო წუწუნებს😛😛 “

აი ასეთი ტაქტიანი პასუხი გავეცი ძვირფას სიყვარულოვნას, როცა წუწუნებდა იწვის სიცხისაგან ყველაფერიო.

იწვიან და რა ქნან? სხედან და წუწუნებენ. შინ და გარეთ ყველგან შეწუხებულ სახეებს ვხედავ, რომელთაც ერთხელ და სამუდამოდ შეუძულებიათ ზაფხული.

ხალხო, დაგავიწყდათ რომ გაგრილების უამრავი საშუალება არსებობს? ერთხელ დავწერე კიდევაც, მაგრამ ახლა ტემპერატურამ ისე აიწია,  ალბათ ის ხრიკები უკვე თქვენზე  აღარ ჭრის,  მაგრამ იქნებ თვითონ მოიფიქროთ რამე?

თუ არადა  ესეიგი რაღარც გჭირთ და უნდა იმკურნალოთ! ზაფხული წელიწადის ჩვეულებრივი დროა. ადამიანებს წესით უნდა შეეძლოთ ნორმალურად აიტანონ და არ დადნნენ. მესმის რთულია ზოგჯერ, მაგალითად მე ზამთარში მემართება საშინელება. სიცივისგან თვალებიც კი მეყინება და ლამის გული გამიჩერდეს. ამის მიუხედავად არასოდეს მაცვია ზედმეტად თბილად და ქუდსაც არასოდეს ვიხურავ.

გუშინ, სიცხეზე ყველაზე მოწუწუნე ადამიანს, დედაჩემს ნახევარი საათი ვეხვეწებოდი 1 ჭიქა წყალი დაელია. მთელი დღე 3 ჭიქაზე მეტ წყალს არ სვამს და უკვირს რატომ სცხელა. ამის მერე ყურადღება უნდა მივაქციო ხშირად დალიოს😀 დარწმუნებული ვარ ბევრი ხართ ასე.

ხოდა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია თქვენთვის. თუ ჭკვიანად მოიქცევით, amindi.ge ხუთშაბათს 28 გრადუსამდე გპირდებათ ტემპერატურის დაწევას.

აბა თქვენ იცით კიდევ როგორ იწუწუნებთ. მე დავჯდები და ცივ ვაშლს შევჭამ .😛

Posted on 11/07/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ნუ, მარი, შენ რომ არ გყვავდე ვინ შეგვარცხვენდა😀

    ჩემეული მეთოდი გაგაცნო? დილით 12ზე ავდექი, კარგად რომ მოაჭირა ფანჯარას მზემ და ლამის შიგნით რომ შემომივარდა.

    ეგრევე ცივი შხაპი მივიღე . არც გამიმშრალებია გამოვედი და თხელი მოოოოკლე კაბა და მაიკის პროვოკაცია მაცვია.

    უფრო მაგრად რომ დაცხება მერე მეორე სახლში წავალ, აქვე გვერდზეა, მაგრამ I სართულია და სიცივეს მაგრად ინახავს😀

    იქაც რომ დამცხება ამ მაიკას ცივ წყალში დავასველებ , მაგრად გავწურავ და ისე ჩავიცმევ😀

    +კიდე რამოდენიმეჯერ ცივი წყლით ბანაობა .

    საღამოს აგრილდება და ისევ დავიბან და გარეთ გავალ ველოზე ვიკატავებ, იქაც გავგრილდები, მაგრამ მერე რომ გავჩერდები წამოვა ოფლები : (

    ხოდა, ისევ შევვარდები საბანაოდ და იქიდან გამოსული უკვე ციყვივით ვარ, ციყვივით😀

    • შენ ფილტვების ანთება არ აიკიდო მაგ სველი მაიკებით

  2. ე.ი ჩვენ ყველა არანორმალურები ვართ და შენ ერთი ნორმალური?😀 ვიყო არა ნორმალური მაინც მცხეელააააა და ზღვაზე მინდააააააა

    • ეგ არსად მითქვამს. ზაფზულია და თუ ნორმალური ხარ უნდა გცხელოდეს. რა საჭიროა ამდენი წუწუნი? უბრალოდ უნდა შეეგუო და ეცადო როგორმე გასაძლისი გახადო. არაა საჭირო სულ სიცხეზე ფიქრი

  3. ოოო როგორ უნდა შეეგუო?
    მირცევნია ვიწუწუნო

  4. მიუხედავად სიცხისა მიყვარს ზაფხული და ასჯერ მირჩევნია ზამთრის იმ სუსხიან დღეებს

  5. ეგ მართალია, როგორც წესი, ვინც ყველაზე მეტს წუწუნებს, წყლის დალევაზე ისეთ პროტესტს აცხადებს, გეგონება შხამს თუ არა, ვალერიანის ნაყენს მაინც აძალებდე.

    • არა და მე როგორ მიყვარს წყალი.
      წყალი თუ არა ნებისმიერი წვენი,სითხე. განსხვავებული გემოს წყალი ანუ რა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: