ბლოგერები და მე

სულ ცოტა ხანია რაც ბლოგერები რეალში გავიცანი. მანამდეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ყველა მათგანი კრახით სრულდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა სოციალური მედიის დღეზე ვნახე ყველა ერთად.

იმ დღის მერე გამობლოგერებული დავდივარ😀 ალბათ იმიტომ რომ ბევრი საქმე არ მაქვს ან იმიტომ, რომ პერიოდულად რაღაც-რაღაცების ამოჩემება  მჩვევია, მაგრამ ბლოგი და ბლოგერები სულ თავში მიტრიალებს.

ორი დღის წინ ერთ-ერთ ბლოგერულ შეკრებაზეც წავედი. მაინტერესებდა შემეცვლებოდა თუ არა მათზე ის შტაბეჭდილება, რაც ექსკურსიაზე დამრჩა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბორჯომის ჰაერი მათზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს:mrgreen: (ყველაზე არა ოღონდ) თბილისის პაპანაქებაში და დაბინძურებულ ჰაერზე  უფრო კარგები არიან. მირჩევნია ისევ სიცხეზე ილაპარაკონ :ბოროტისმაილი: ეს ნაკლებად მაწუხებს.

ჰოოდა ახლა, რადგან უკვე საკმარისად გავიცანი ყველა (მეტ-ნაკლებად ისინიც მიცნობენ მგონი) გადავწყვიტე რაც შეიძლება იშვიათად ვნახო. იმიტომ არა, რომ მათი ნახვა არ მინდა. უბრალოდ  არ მინდა ზედმეტად მივეჩვიო, თორემ ასე მგონია ოდესმე მოგვბეზრდება ერთმანეთი.

შეიძლება ვცდები, ისიც არ ვიცი რამდენად შევასრულებ ამ ნათქვამს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.

Posted on 12/07/2010, in სხვადასხვა and tagged , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. ორი დღის წინ ერთ-ერთ ბლოგერულ შეკრებაზეც წავედი. მაინტერესებდა შემეცვლებოდა თუ არა მათზე ის შტაბეჭდილება, რაც ექსკურსიაზე დამრჩა.

    ყველაფერში დამნაშავე მე ვარ : ((

  2. რა ხდება კი მარა, მშვიდობაა?😀

  3. ერთ ეგეთ ექსკურსიაზე როგორ ვერ უნდა მოვხვდე რა
    ბლოგერები კლანის წევრები ვართ და გიდნა არ გინდა უნდა იარო შეკრებებზე😛

  4. rogor mainteresebs ra gaaketa landisham amistana, im ekskursiis mere rom sul tvitgvemas eweva? :D:D:D

  5. ise am temaze mec davwere posti, mgoni, daaxloebit erti da igive azri gvaqvs, ai linkic:
    http://iasamnisferi.wordpress.com/2010/07/09/ბლოგერები/

  6. ჰეი, ვერც დღეს გნახავთ ესე იგი?

  7. siyvarulovna შენ იქნები ჩემ მაგივრადაც🙂

    LiLaC ვნახავ ახლავე.

    mwvanevashli ვერც დღეს რა, იმ დღეს იქ არ ვიყავი?

  8. ზუსტად ისები არ არიან როგორც ბლოგზე მაგრამ ზუსტად ეგეტებიც არსებობენ. მაგალითად ზურიუსი = )) ან მწვანე ვაშლი. კნუტიც, ჰექსეც. რავიცი = )) მაგრამ აი მე შეიძლება სხვანაირი ვარ

    • ნეტავ მე რანაირი ვჩანვარ. მაგრამ იმდენაც ცვალებადი ვარ, რომ ნახევარი საათი შემიძლია გასუსული ვიჯდე და მერე ხასიათი შემეცვალოს და შევაწუხო ყველა. ასე რომ ადვილად ვერ გამშვიფრავთ😀

      • შენი გაშიფვრა ბლოგზეც არაა ადვილი. ანუ ვერავინ იტყვის სხვა მეგონა და სხვა აღმოჩნდაო. სულ სხვადასხვანაირ პოსტებს წერ.

  9. მოაბეზრო თავი არა ის კიდე😀

    აუ, მშია.

    გაქანებული Fლუდოისტი ვარ რა😀

  10. წარმომიდგენია, რა ბედნიერი უნდა იყო.
    ჯერ სადა ხარ, მე კარგად არ გაგიცნივარ🙂

    • ჰმ.. ვითომ?😀

      უი, შენ ახლახანს ჩემი ბლოგის მეათასე კომენტარის ავტორი გახდი😀

  11. მე ჩამომწერეთ?

    თუ თავი ჩამოვიწერე…

    ან შეიძლება, ვისვენებ…😀 იმ ექსკურსიის მერე, ვცდილობ ჩემი თავი დავარწმუნო, რომ ისევ ღირს მათთან ურთიერთობა. ნუ, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მაგრამ ისე დავიღალე იმ დღეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: