ტვიტერი და tweet.ge

საქართველოში სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად ძალიან პოლულარული გახდა სოციალური ქსელები და მსგავსი ტიპის საიტები. მაგრამ ყველამ ჯერ კიდევ არ იცის ბევრი რამ მათი უპირატესობების შესახებ.

წარმოგიდგენთ ტვიტერს

ტვიტერი არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი სოციალური ქსელი და მიკრობლოგინგის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს მიიღონ და გაგზავნონ ინფორმაცია ტვიტების საშუალებით. ტვიტი არის ტექსტური მესიჯი, რომელიც შედგება მაქსიმუმ 140 სიმბოლოსაგან. ტვიტერი არსებობს 2006  წლიდან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას უკვე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ტვიტერი?

1. ურთიერთობა და კომუნიკაცია: ტვიტერის საშუალებით თვენ შეგიძლიათ აედევნოთ (follow) თქვენთვის საინტერესო მომხმარებლებს. გაიგოთ მათი აზრი ამა თუ იმ საკითხზე და გაუზიაროთ თქვენი შეხედულებები. რაც უფრო მეტ მომხმარებლებს აედევნებით, მით მეტი იქნება თქვენი მიმდევრების რიცხვი და შეგეძლებათ მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.

2. ახალი ამბები: ტვიტერის საშუალებით თქვენ შეძლებთ ძალიან სწრაფად მიიღოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და სიახლე, რომელსაც თვენი მეგობრები გაავრცელებენ.

3. მიკრობლოგინგი: გინდა უამბო  სამყაროს სად ხარ და რას საქმიანობ? დატვიტე და რამდენიმე წამში ყველა გაიგებს თუ რა ხდება შენს თავს.

4. დააშეარე ახალი პოსტი: ხარ ბლოგერი და გინდა შენი ახალი პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს? მაშინ გამოაქვეყნე ამ პოსტის ლინკი ტვიტერზე და ის აუცილებლად დაგეხმარება შენი ბლოგის პოპულარიზაციაში.

5. ბიზნესი: ტვიტერი შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის გასავითარებლადაც გამოიყენოთ. იგი საშუალებას მოგცემთ შესთავაზოთ თვენი  პროდუქტი რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს.  ცნობილია, რომ 2009 წელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების კორპორაცია “დელის” 9 მილიონი დოდალრის  გაყიდვები  ტვიტერის მეშვეობით განხორციელდა.

6. მიიღე სწრაფი პასუხი: გაინტერესებს რომელ საათზე იწყება მომავალი ფეხბურთის მატჩი, ან უბრალოდ რაიმე სახის რჩევა გჭირდება? გაუზიარე შენი კითხვა შენს “მიმდევრებს” და პასუხებს ყველაზე მალე მიიღებ.

7. სიმარტივე და დროის ეკონომია: დაკავებული და საქმიანი ადამიანი ხარ? მაშინ ტვიტერი ყველაზე შესაფერისი სოციალური ქსელია შენთვის. იგი არასოდეს დაგაკარგვინებს ზედმეტ დროს. ტვიტერი იმდენად მარტივია, რომ არასოდეს შეგექმნება პრობლემა მის გამოყენებასთან, თუნდაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მწყრალად იყო.

8. გართობა: სახლში უქმად ზიხარ და არ იცი რა აკეთო? ჩართე ტვიტერი და დაეკონტაქტე შენს მეგობრებს. იჩატავე ან ერთად დაგეგმეთ სად გაისეირნოთ ან იშოპინგოთ საღამოს.

tweet.ge ანუ იჭიკჭიკე მარტივად

საქართველოში ტვიტერის პოპულარიზაციასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა მისი მოხმარების უფრო მეტად გამარტივებაზე. ყოველთვის არ გვაქვს დრო კომპიუტერთან ჯდომისათვის ან ვართ ქალაქგარეთ და თან არ გვაქვს ლეპტოპი. არადა სიამოვნებით დატვიტავდი ახლა რამეს. დღეს ეს ამბავი პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან უკვე არსებობს tweet.ge

tweet.ge ზე რეგისტრაციის შემდეგ, ძალიან მარტივად შეგეძლება შეცვალო შენი ტვიტერის სტატუსები მობილური ტელეფონის საშუალებით. უბრალოდ გააგზავნე სასურველი ტვიტი ნომერზე 897 89 89 89 და შენი სტატუსი რამდენიმე წამში განახლდება. სერვისი სრულიად უფასოა (შენ მხოლოდ მობილური ოპერატორის მიერ დაწესებულ სტანდარტულ SMS შეტყობინების საფასურს იხდი) და ხელმისაწვდომია ტვიტერის ნებისმიერი მომხმარებლისათვის, მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

იხილეთ ვიდეო ტუტორიალი

tweet.ge – ს სერვისის შესახებ სიახლეების გასაგებად აედევნეთ მის გვერდს ტვიტერზე Twitter.com/theTWEETge და შეუერთდით facebook-ზე Facebook.com/tweet.ge

Posted on 13/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მშვენიერი პოსტი გამოგივიდა = ))

  2. სალო

    კარგი პოსტია, ტვიტერი რომ არ მქონდეს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მექნებოდა.

    პ.ს წარმატებები კონკურსზე :*

  3. :)))
    მგონი ნელნელა ტვიტერის მუღამს ვხვდები , რას შვება ეს პიარიი? :))
    უდაჩი 😉

  4. გმადლობთ🙂

  5. მაააააარ ბრძოლა არ შეწყვიტო ბოლომდე იყავი = )))))))
    კარგი პოსტია. მაგრადმომწონს. არ მოხსნა კონკურსიდან

  6. გიგი

    შენ რა არგუმენტებიც ჩამოთვალე ტვიტერის სასარგებლოდ, იგივე არგუმენტების ჩამოთვლა შეგეძლო ფეისბუკზე რო დაგეწერა მსგავსი სტატია🙂
    ერთადერთი განსხვავება მხოლოდ მე-7 პუნქტშია, რომელიც ჩემი აზრით არაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს ტვიტერის მოთხოვნილება გაუჩნდეს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: