ბოდიალი

ბლოგი მაქვს მისახედი. სულ მივატოვე, აღარ ვუვლი. მართალია არც ისე იშვიათად ვპოსტავ, მაგრამ უსიცოცხლოობამ დაისადგურა ყველა გვერდზე.

როგორ მგავს ჩემი ბლოგი, ჩემს განწყობას ასახავს ერთი ერთში. როცა არაფერს ვწერ, ესეიგი სინამდვილეშიც ჩუმად ვარ გარესამყაროს არ/ვერ ვეკონტაქტები. ვერ ვიტან ჩემს თავს როცა ასე ვარ. არა, დეპრესია და მასეთები არ მჭირს, უბრალოდ ზოგჯერ აუტანელი ვხდები და არ მინდა ვინმეს ტვინი შევუჭამო ჩემი უადგილო სარკაზმით.

ახლა სარკაზმის თავიც არ მაქვს, ყოველგვარი ემოციებისგან ვარ დაცლილი. მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ, კუჭი მილუყლუყებს, საკვები მიიღეო მახსენებს. თვალებიც იმავეს მეუბნებიან, რამე შეჭამე, თორემ უკვე ვეღარ ვძლებთ გახელილ მდგომარეობაშიო. რა მეტყობა მე რომ ჭამა არ მიყვარს? მხოლოდ ხილს და ტკბილეულს ვჭამ ჩემი ნებით, დანარჩენი მხოლოდ იმისთვის, რომ არ მოვკვდე. რა შუაში იყო ახლა ეს ამბავი?

ხო, დღეს ის დღეა სახლიდან გასვლის შესაძლებლობა რომ მომეცა. სინამდვილეში გამოცდის გამო წავედი, არადა კეტებით და სპორტულად ვიყავი. მინიმუმ 4 კილომეტრს გავივლიდი ფეხით, მაგრამ კლასელი შემხვდა შემთხვევით და მასთ00ან ერთად მომიწია წამოსვლა. ვიბოდიალებდი და მუსიკას მოვუსმენდი. თან თავს ისე ვიგრძნობდი, თითქოს ვერავინ მხედავდა. ხედვაზე გამახსენდა, კიდევ უარესად დამკლებია მარცხენა თვალში მხედველობა, ამიტომ ცალი თვალი მეძაბება და მიპატარავდება. სათვალე არ მქონდა წაღებული და შორს გახედვისას თავბრუ მეხვეოდა.

მიყვარს სიარული და მგზავრობა. კარგი საშუალებაა საფიქრალად. რომ ვაკვირდები სხვა დროს არც არაფერზე ვფიქრობ. ძილის წინაც კი არ ვფიქრობ, უბრალოდ რაღაცეები მახსენდება და წარსულში ვიძირები ხოლმე.

ჰმ… ახლა ფრჩხილებზე დავიხედე. ძალიან მინერვიულია გამოცდაზე. არადა არასოდეს ვყოფილვარ ფრჩხილიკვნეტია. სხვებზეც მეზიზრება ეს თვისება.

წვიმს. ალბათ კიდევ რომელიმე სოფელი იტბორება. არ ჯობდა ამას მზე? სიცოცხლეს იგრძნობდი ადამიანი.  სიცივე კი სიკვდილს გავს, ყველაფერს ანადგურებს და აჩუმებს. მეშინია სიცივის, მახინჯია და ნაცრისფერი.

არა, აშკარად ცუდად მოქმედებს ჩემზე უძილობა, დაღლილობა, უჭმელობა და სიცივე. თავი უპატრონო ბავშვი მგონია.

არ მომწონს ასე. წავალ, თავს მივხედავ. მერე რაიმე იუმორისტულ შოუს ან კომედიურ სერიალს გადმოვწერ და ვიხალისებ.

Posted on 16/07/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. au me kide piriqit sul wers xasiatze var. sul minda ro vwero da amdeni posti ert dgeshi ar sheidzleba

  2. როგორ ჩააბარე გამოცდა?🙂
    მეც ზალიან მიყვარს მგზავრობა და ფანჯრიდან ყურება..ამ დროს ყველზებევრს ვფიქრობ და არავინ მაწუხებს🙂

    • არ ვიცი როგორ ჩავაბარე. ლამის ტვინი ამიდუღდა. იმედია არ ჩავიჭრები.

  3. Modern Family დაიწყე, მოგიყვანს ხაისათზე : ))

  4. რა გჭირს, ალბათობამ დეპრესია დაგმართა?

    • კარგად რომ წაგეკითხა, ნახავდი რომ წერია დეპრესიაში არ ვარ მეთქი😛 მაგრამ ჩემმა მტერმა წაიკითხა ეს თავიდან ბოლომდე:mrgreen:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: