პარანოია

რაში ჭირდება ადამიანს ორი Facebook,  ოთხი ბრაუზერი კომპიუტერში და უამრავი პაროლდადებული არქივი? ესეიგი ის ბლოგერია, ოღონდ წიკებიანი ბლოგერი.

რაც ეს ბლოგი არსებობს, უკვე ორჯერ გავაკეთე მისი იმპორტ-ექსპორტი და მისამართი შევუცვალე.  რას ბოდიალობო იკითხავთ, მაგრამ სულ არ მინდა წერისას იმაზე ვიფიქრო თუ ვინ როგორ გაიგებს ჩემს ნათქვამს, ანუ ბლოგამდელი ნაცნობებისათვის არ მინდა რაიმეს ახსნა.

მოკლედ, უკვე ძალიან ბევრი მაქვს ნათქვამი,  და ამას უკვე ვეღარაფერს მოვუხერხებ. მომბეზრდა მუდამ ფიქრი “არ მომაგნონ” ან “ეს IP საიდან შემოვიდა” და ასე შემდეგ.  ისეთს არაფერს ვწერ, მაგრამ ვერ ვიტან როცა ზედმეტი იციან ჩემზე ან როცა ზედმეტ შეკითხვებს მისვამენ და სულში მიძვრებიან.

ამ ბლოგისთვისაც მინდა ერთი უჩინმაჩინის მოსასხამი😐

Posted on 17/07/2010, in me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. როგორ მესმის შენი :)))

  2. მეც მომაგნეს და მე მეწერა ისეთი რაღაცეები რომ კაი ამბავიც ამიტეხეს, მაგრამ მაინც ისევ ისე ვაგრზელებ. მეგონა ვეღარ დავწერდი, მეგონა სულ ვიფიქრებდი, მაგრამ მკდია

  3. ჩემს გარშემო ყველამ იცის.. მამაჩემი ხელს მიწყობს რომ კარგი ბლოგერი ვიყო.
    მაგრამ ეს ყველაფერი არ მაკომპლექსებს., რასაც მინდა იმას ვწერ.

  4. წინა ბლოგი რო მქონდა, დრიმ თელერ თუ რარაც მაგდაგვარი… ეგეთივე პრობლემა მქონდა და მაგაზე ცალკე პოსტი მეწერა, ბლოგი პირადი ცხოვრების აგენტია მეტქი🙂 ბევრ რამეში ხელი შეიძლება შეგიშალოს ბლოგმა, პირადს ვგულისხმობ (როგორც თინის მაგალითში მოხდა) მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა გქონდეს. თუნდაც იმიტომ რომ, ეს რასაც გრძნობდი პოსტის სახით დაგეწერა და სხვა ბლოგერებს, რომლებსაც შეიძლება იგივე რამ აწუხებდეთ რჩევები მოეცათ : ))

    ისე, შენი მეგობრებიდან არ იციან რომ შენ ხარ ამ ბლოგია ავტორი? ჩემი წინა ბლოგი მაგალითად არავინ იცოდა, ეს კი ყველამ იცის და პირიქით მიხარია, ალბათ უფრო იმიტომ რომ ზედმეტად პირადულებს არ ვწერ მერე რომ არ ვინანო, ბევრჯერ დავფიქრებულვარ დავწერო თუ არა თქო და გადამიფიქრებია… იმავე მიზეზით რაც შენ გაწუხებს.

    • დაფიქრებულად წერა არ მინდა. უკვე ყალბი გამოდის. თუ ის არ ვთქვი რისი თქმაც მინდა, მაშინ რა აზრი აქვს ბლოგის ქონას? პოსტებით გადავსება კი არ მეხალისება მარტო აქაურობის. არავისთვის მაქვს ნათქვამი ამის შესახებ

  5. saakashvilis da ruruas saubris chanaceris shemdeg saertod gavtavisupldi msgavsi shishebisgan. ogond, amaze arc mipikria,ubralod mivxvdi rom momeshva magrad. isedac kvelafers naxaven da tu ver naxaven GAAKETEBEN. xoda mas shemdeg martlac relaxirebuli var🙂

  6. მარი კი მესმის შენი… მაგრამ პრინციპში მე შენს სიტუაციაში არ ვარ. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ისეთი რამ არ მიწერია, და მეორე ის , რომ ჩემები ამ ბლოგს მაინც ვერ წაიკითხავენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად უნდათ… მე ქართულად ვწერ, ისინი კი რუსულად საუბრობენ. და იმდენად არ იციან ქართული, რომ გაიგონ, თუ რა მიწერია… მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ყოველთვის მხარში ამომიდგებიან :)))

  7. ვახთ, რას წერ აქ ასეთს? მე ჯერ არაფერი წამიითხავს. უფრო მეტი ინტონსივობით როგორღა წავიკითხო შენი ბლოგი (ისედაც ყველამ პოსტს ვკითხულობ), რომ რაიმე დამაინტრიგებელი ვიპოვო:/

  8. ჰო, მარი, მართლა არაფერს წერ აქ შენ ისეთს განსაკუთრებულს. ძალიან წესიერი და ზრდილი ბავშვი ხარ იმისათვის, რომ მერე რამის აღიარება შეგრცხვეს😀
    ხოდა, მეზობლებს თუ ნერვებს უშლი და ამას წაიკითხავენ, რა პრობლემაა :*

  9. mwvanevashli დამაინტრიგებელი არც არაფერი მაქვს დასაწერი, ასე რომ ინტრიგას ტყუილად ეძებ აქ😀😀

    sunwaited მართლა არაფერი არ მაქვს საღიარებელი, მარა მაინც არ მინდა და რა ვქნააააააააა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: