18-დან 19-მდე

ჩემი დაბადების დღე ახლოვდება. მაქსიმალურად ვცდილობ არ შევიმჩნიო და არავის გავახსენო. ჯერ ისევ ვამბობ რომ 18-ის ვარ. დედაჩემი კი უკვე ჩემი birthday party-სთვის იწყებს მზადებას, ტორტის გამოცხობა უკვე მე მომანდო, ბოლო სამი წერლია ამ საქმეს ყოველთვის მე ვთავობ. ვერაფრით დავარწმუნე რომ არანაირი ფართი არ მინდა. ოღონდ წელს არა! წელს ამ გამოცდების გამო სულ არ ვარ დაბადების დღის და სისულელეების ხასიათზე. მირჩევნია მეგობრებთან ერთად გავისეირნო სადმე და ბევრი ვიბოდიალო.

ბოლოს და ბოლოს ვეტყვი, რომ 2 საგანი შემრჩა (ღმერთმა დამიფაროს) და იქნებ გაბრაზდეს და გადაიფიქროს. მაგრამ დედაჩემს რომ ვიცნობ შეიძლება შევეცოდო და კიდევ უფრო მოუნდეს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა (არ ვიცი სწორად დავწერე თუ არა ეს სიტყვა). დღეს დილით რომ გავიღვიძე სახლში არ იყო, მერე მოვიდა და უჯრაში რაღაც დამალა. მივხვდი, საჩუქარი მიყიდა და ჩემი უმადურობა უარესად გმოვავლინე, არაფერი შევიმჩნიე. მერე კი ჩუმად უჯრა ამოვქექე და ვნახე ოქროს ძეცკვი და კულონი უყიდია. აქაც უმადურობა. როდის იყო მე ოქროს ნივთები მიყვარდა? ან ვიმსახურებდე მაინც😛

არა, 21-მდე რამე უნდა დავიმართო რომ საავადმყოფოში ამოვყო თავი.😛:mrgreen:

Posted on 18/07/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. და პირდაპირ რო უთხრა რო მეგობრებთან ერთად ყოფნა გირჩევნია დიდ ფართის არ გიფიქრია?😀

    P.S: აღნიშვნა სწორად დაწერე : ))

  2. უთხარი ფართიზე მოწყენილი ვიქნები არ მიყვარს ეგეთებითქო. მეგობრებთან ერთად ყოფნა მირჩევნიათქო🙂 პრინციპში შენს დედიკოს შენ ყველაზე კარგად იცნობ და იცი მგონი როგორც უნდა დაელაპარაკო და რა გაჭრის მასთან და რა არა😛

    • სულ რომ წავიდე სახლიდან, ვიცი რომ მაინც მოვა ხალხი, ნათესავები მაინც. მოკლედ, ყოველ წელს ერთი და იგივე. თან მაგ დროს ყოველთვის სიცხეა და ყველა წუწუნებს და შეწუხებული სახეები აქვთ.😛

  3. კაი რაა… რატო ამოქექეე???? ეხლა რო მოგცემს ის დაელოდება ბედნიერ სახეს და უჟმური უნდა იჯდე?
    შენთვის ზრუნავს,დარდობს. ნეტა მეც თვითონ მიწყობდეს ხოლმე ფართებს. უთხარი მეგობრებთან ერთად გავივლითქო დაღამე გვიან მიდი და ვინც გინდა იყოს რა გინდა.
    მე ვგიჯდები ცემს დაბადების დრეზე. გინდა ხალხით გინდა უხალხოთ

  4. აუ, თუ ლამაზი კულონია მე მისახსოვრე, გპირდები ყოველ გაკათებაზე ლამაზად მოგიგონებ ხოლმე😀😀
    ნუ, ეს იქით იყოს და რა უმადურობაა, რა არის ეს? მესმის ეს ნათესავები როგორ შეგაძულებენ შენ დაბ დღეს, მაგრამ რიავიცი… დროზე დაელაპარაკე, სადმე გადაგიხადოს დაქალებთან ერთად:P
    ნათესავები ხელს შეგვიშლიანთქო უთხარი😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: