Freedom! მეშველა!

დღეიდან ყველა ჩემს სულელურ გასაჭირსა და ვაებას ბოლო მოეღო.😀 გამოცდები დამთავრდა და ჩემს უსაქმურობას გამართლება გამოუჩნდა. ამიერიდან დაახლოებით 3 თვის მანძილზე აღარ დაიწერება აქ გამოცდებზე საწუწუნო პოსტი, აღარ გამომაშტერებს უძილობა, აღარ მომენატრენიან ჩემი მეგობრები, რადგან უკვე შემეძლება მათი ხშირად ნახვა.😀 ვიჯდები კომპიუტერთან რამდენ ხანსაც მინდა. ვეგდები ხალიჩაზე საათობით და მოვუსმენ მუსიკას, წავალ სადაც მინდა და როცა მინდა, რაც მთავარია, აღარ მომიწევს დილით ადრე გაღვიძება😀

დღეს, ბოლო გამოცდაზე წასვლა სასტიკად მეზარებოდა. გუშინ მთელი დღე ფეხს ვითრევდი მეცადინეოაბზე. ბოლოს ძილის წინ გადავხედე მასალას და მწარედ ჩავიღიმე. გავიფიქრე ახლა უკვე მეძინება და თავში აღარაფერი შევა, რაღას შევწუხდე, მე ისეთი ნიჭიერი ვარ ხვალ მარშუტკაშიც კარგად მოვასწრებ სწავლას, სანამ მაღლივამდე ავალ-მეთქი:mrgreen:

რადგან დიდი ხნის წინ ანას (ჩემი უმცროსი დაქალია) შევპირდი რომ ოდესმე მაღლივში წავიყვანდი, დღეს ბოლო შანსი მქონდა ამ პირობის შესასრულებლად. ძლიან აინტერესებს როგორია უნივერსიტეტი და ერთი სული აქვს სკოლა დაამთავროს რომ სტუდენტი გახდეს.

დამპირდა რომ იქ მისვლამდე მარშუტკაში ჩუმად იჯდებოდა და მეცადინეობაში ხელს არ შემიშლიდა, მხოლოდ რამდენჯერმე იკითხა მალე მივალთ თუ არაო. ბოლოს როგორც იქნა მივედით. “მარი, ხომ არ გამომაგდებენ?”,  “ხომ არაფერს მეტყვიან?”, “სტუდბილეტს ხომ არ მომთხოვენ?” – დაეწყო ხერხემლის ცახცახი.

ანა რესურსცენტრთან დავაყენე და დავაშინე, რომ თუ იბოდიალებდა, შეიძლებოდა გზა ვეღარ გამოეგნო მე-11 კორპუსის ლაბირინთებში. ისიც პირდაღებული იდგა და დიდი ინტერესით ათავალიერებდა ყველაფერს. სანამ გამოცდაზე ვიჯექი, ვხედავდი  20 მეტრის რადიუსით არ მოშორებია რესურს ცენტრს.

სამწუახაროდ ფოტოაპარატი თან არ მქონდა და ვერ დავაფიქსირე როგორ გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით მაღლივის ხიდზე რომ გადავდიოდით. არ მიყვარს იქ ასვლა, იქით სულ კალიები და ჭრიჭინები ბუდობენ და მეშინია, მაგრამ ანას წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი თურმე ზუსტად იმ ხიდიდან გადახედვა ყოფილა, ასე რომ სხვა გზა არ იყო.

ხოოდა ესეც ასე! ახლა მხოლოდ ერთი ამოცდის შედეგი დამრჩა გასარკვევი და მეორე კურსზე ვარ ფაქტიურად:mrgreen:

Posted on 19/07/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. გილოცაააააააავ
    მალადეც მარ
    მე მჯეროდა შენი
    რამდენი ხანა მაგ ხიდზე წაყვანას ვიხვეწები და არ მიგყავართ ჰა

  2. giloca gilocav🙂 da warmatebebs gisurveb gamocdebze❤

  3. კაია გილოცავ გამოცდების დამთავრებას და თავისუფლებას : )))

  4. გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ

    ვსო, აქამდე როგორ უსაქმურობდი და ახლა რას იზავ ხო წარმომიდგენია😀 არ გამაზავ არცერთ შეკრებას😀😛 :*

    • ვა, ეგეც უსაქმურობაში ითვლება? რა ვიცი, ვნახოთ:mrgreen: სამაგიეროდ ახლა ვარჯიშს დავიწყებ და თავს მივხედავ ნორმალურად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: