ბლოგერების მორიგი ექსკურსია

დღეს ბლოგერების მეოთხე ექსკურსია იყო. მგონი ამ სეზონის ყველაზე განსხვავებული და მხიარული ექსკურსია.

ვინც არ წამოვიდა, მათ მაგივრად მე ვნანობ.😛

დღეს ერთადერთი დაგვიანებული გაბო იყო. მერე როგორც იქნა მოვიდა და წავედით. რადგან მუსიკის და ლამაზი ხედების ფონზე მგზავრობა ძალიან მიყვარს, მთელი გზა უაღრესად ბედნიერი სახით გავიარე.  მადლობა ღმერთს მშვიდობიანად ვიმგზავრეთ.

თავიდანვე გეზი სამთავისისაკენ ავიღეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქით რაღაც საშიში ზონა ყოფილა და არ გაგვიშვეს.

ეგ არაფერი, სამაგიეროდ ზედაზენზე ავედით. მანამდე დასასვენებლად რაღაც ეზოში შევედით, სადაც ყველაფერი ფასიანი იყო, მაგიდით დაწყებული, ჩიტების ჭიკჭიკით დამთავრებული😀😀 ბლოგერები ამანაც ვერ შეგვაშინა და მაინც მოვახერხეთ დროის აზრიანად გატარება. ბურთი და კარტი გვქონდა წამოღებული და თამაშით კარგად ვიჯერეთ გული. გაბოს გარდა ყველა მხიარულობდა. ნაწილობრივ ჩემი ბრალი იყო ეს ამბავი. ალერგიის წამალი დავალევინე და კინაღამ ჩაეძინა (მგონი მართლა ეძინა), სამაგიეროდ სახე აღარ ექავებოდა.😀😀

ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. უამრავმა სიმწვანებ და ულამაზესმა ბუნებამ თვალი მომჭრა. მრცხვენია, რომ საქართველოს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ ჯერ კიდევ მიკვირს ასეთი ბუნების ნახვა.

ზედაზენზე მე და თამრიმ ვითომ ვიდეო პოსტიც ჩავწერეთ. არაფრად არ ვარგა, მაგრამ იყოს მაინც😀😛

გზადაგზა უამრავი სურათის გადაღებაც მოვასწარით, მერე კი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გავისეირნეთ. ბლოგერები სკამებზე მოსხდნენ, მე კი მანამდე მთელი ეზო შემოვიბოდიალე. კიდევ კარგი რაიმე მავნე მწერს და ქვეწარმავალს არ გადავყრივარ გზად😀 იქედან წამოსვლის შესახებ აღარ ვიტყვი. ცოტა მტკივნეული იყო ზოგიერთებისათვის😀

ესეც რამდენიმე ფოტო.

Posted on 25/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ვაა არ მეგონა ვიდეოს თუ დადებდი. ერთ მომენტში ცემი ხმა რა საზიზღრად ისმის = ((
    კაი იყო…
    კიდე მინდა

  2. რა სულელები ვართ :P:P:D:D:D

  3. აუ როგორ მინდოდა წამოსვლააააა : (

  4. რა საყვარლები ხართ გენაცვალეთ თქვენ :)))))

  5. მართლა მეძინა🙂 სახლში ძლივს მივაღწიე ისეთი გათიშული ვიყავი . უზმო ვყოფილვარ ეგ არ გამახსენდა და მაგოტონ უფრო მომერია ეგ შენი ალერგიის წამალი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: