ზაფხული=დასვენებას (…ვითომ?)

ზაფხულის ნახევარი უკვე გასულია. თბილისში ხალხის სიმცირე დიდად არ იგრძნობა, მაგრამ ბევრმა უკვე დატოვა აქაურობა და დასასვენებლად გაეშურა. როგორც წესი, ასე იქცევა ჩემი მეგობრებისა და ახლობლების უმრავლესობა. ყველას ერთი სული აქვს როდის წავა ზღვაზე, აგარაკზე, სოფელში ან თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ყოველ წელს მესმის ერთი და იგივე: “აუცილებელია ჰაერის შეცვლა”. მე კი ერთი რამ მაინტერესებს: რამდენი ადამიანი ფირობს ჰაერის შეცვლაზე, როცა ქალაქიდან გადის?

რაც თავი მახსოვს, ყოველი ზაფხულის ერთ თვეს ყოველთვის თბილისიდან მოშორებით ვატარებდი. (ახლა ამ ლიმიტის 10 დღემდე დაყვანა შევძელი) არ დამრჩენია არაფერი, ბორჯომი, სურამი, საირმე, ცემი, ბაკურიანი… მოკლედ საქართველოში თუ რამე მინერალური და მჟავე წყალი ამოდის, ყველა დამილევია, ერთხელ მაინც. რა ბედნიერი ვარ არა?

მიუხედავად ამისა,  ბოლო წლებში დასასვენებლად წასვლა ჩემთვის მხოლოდ წოლასთან და წიგნის კითხვასთან ასოცირდება. ამაზე უარესის მოფიქრება მგონი შეუძლებელია, უკეთესის მოფიქრებას კი აზრიც არ აქვს. მხოლოდ გარეთ თუ გავალ სასეირნოდ, იმის გამო რომ სიარული არ დამავიწყდეს, ან ინტერნეტ-კაფე თუ გაიღო.

წელსაც ასეთ უიმედო მდგომარეობაში ვარ. სულ რამდენიმე ზაფხული მაქვს გატარებული მხიარულად, მაგრამ ასეთი ზაფხული ბოლოს 2003 წელს იყო, პირველად კი 1997-ში.

დედაჩემს გურიაში აქვს სოფელი. იმ სახლში ახლა არავინ ცხოვრობს, მხოლოდ ზაფხულში თუ ჩავაკითხავთ, მაგრამ 10 დეიდაშვილიდან ჩემ გარდა ყველას ეზარება იმხელა გზაზე სიარული. მგონი მხოლოდ მე მახსოვს იქაურობა.

დაახლოებით ასეთია ჩემი ეზო

უდიდესი, მწვანე, სწორი ეზო ალბათ ახლა მუხლამდე ბალახით იქნება დაფარული. თუმცა მეზობლის ძროხები მაინც მოუვლიდნენ მაგ ამბავს. მყუდრო სახლი, 4 ოთახით და ბუხრით, სადაც ალბათ ახლა კრაზანები ბუდობენ. ჭა, რომელიც ალბათ უკვე ტალახის საბადოდ გამოდგება. და ჩვენი ჰამაკი, რომელში ჩაჯდომაზეც ყოველთვის დიდი ომი ოყო  ჩემს დეიდაშვილებს შორის. მხოლოდ მე არასოდეს ვებმებოდი “კონკურენციაში” და იქვე, ხის ტოტზე შემომჯდარი ვადევნებდი თვალყურს როგორ უთვლიდნენ ერთმანეთს ჰამაკში ჯდომის წუთებს.:mrgreen:

ჩვენი სახლი ქუჩის ბოლოს მდებარეობდა, ამიტომ ეზოს ბოლოში უდიდესი, ცარიელი მინდორი იყო, სადაც ყოველთვის ტყემლის სუნი იდგა, ალბათ იმიტომ რომ ეს მინდორი ომბალოებით იყო სავსე😀😀 ამ ადგილას პატარა მდინარის ჩუხჩუხი ისმოდა ყოველთვის. ღელეზე საწუწაოდ ხშირად დავდიოდით საღამოობით, რადგან შუადღით ჩემ გარდა ყველა ბავშვს ეძინა. მე კი დროს ვიხელთებდი, ანკესს ავიღებდი და ღელეზე გავრბოდი სათევზაოდ. ღორჯოებით იყო იქაურობა სავსე და რამდენსაც დავიჭერდი, მაშივე ვუშვებდი. მერე რა რომ შუადღით ცხელოდა? რა მექნა, ანკესი მხოლოდ ამ დროს იყო თავისუფალი😀

როგორც ვატყობ წელს მსგავსი დასვენება არ მეღირსება. ახლა კი მირჩიეთ წიგნები, რომლებიც ამ ზაფხულს ბორჯომში წასათრევად და წასაკითხად გამომადგება.

Posted on 27/07/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მე ეროვნულებმა გამინახევრა ზაფხული..ახლაც თბილისში ვარ ჩარჩენილი, კაბას ვიკერავ და ვერ გავდივარ ჯერ🙂 მაგრამ აუზებითა და აკვა-პარკით ვანაცვლებ ზღვას… აგგვისტოს შუა რიცხვებიდან, ჰაიდა❤

  2. ვინმე ახლო მეგობართან ერთად ასწორებს დასვენება : ))))

  3. მე მიყვარს ზაფხული. იმიტომ რომ ვისვენებ.თუმცა დასვენება თბილისშიც შემიძლია,ზღვაზეც და სოფელშიც.
    არ მივიდვარ ქალაქგარეთ იმიტომ რომ ჰაერი გამოვიცვალო,მივდივარ იმიტმ რომ ის ხალხი ვნახო ვისაც შემდეგი ერთი წელი ალბათ 2–3ჯერ თუ ვნახავ. ზღვა ჩემი სისუსტეა და ვინაიდან მხოლოდ ზაფხულშია ბანაობა შესაძლებელი ამიტომ მივდივარ ხოლმე.
    დასვენება ნებისმიერ ადგილზე შემიძლია = )
    წადი გურიაში… თუნდაც ეული😛 იქ ხომ მაინც იქნება ხალხი

  4. მე კი დროს ვიხელთებდი, ანკესს ავიღებდი და ღელეზე გავრბოდი სათევზაოდ. ღორჯოებით

    ღელე და ღორჯოები🙂
    ჩემი ბავშვობა გამახსენდა
    მეც გურიაში დამათრევდნენ ხოლმე🙂

  5. მე ადრე, ძალიან ადრე წლების წინ მიყვარდა ზაფხული და ჩემი სოფელი. სულ იმის ნატვრაში ვატარებდი დღეებს, ოღონდაც მალე დაიწყოს არდადეგები-მეთქი. სკოლის ბოლო დღე, მემგონი ყველაზე კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეორე, ან მესამე დღეს უკვე სოფლისკენ ვიღებდით გეზს. ყოველთვის, რაც თავი მახსოვს, სულ კარგი აურა მხვდებოდა სახლში. შეიძლება პაპაჩემი სულ წუწუნებს, ხელის, ფეხის თუ რის გამო აღარ, თუმცა მაინც ძალიან ბუნჩულა და კარგი პაპიკოა. ყოველთვის უხარია ჩვენი დანახვა. კარებში რომ შევდივართ ხოლმე, ერთს შევძახებ: -პაააპიკო, მოვეეეეედიიით. სად ხააარ? და ელვისებური სისწრაფით მორბის სახლიდან შეძახილით: – ვაააა, ჩემი გოგონები ჩამოვიდნენ. რა საყვარელი და ცხოვრება კაცია, ერთი უნდა განახოთ. მართალია , სულ წუწუნებს ცოლი მინდაო, მაგრა დღემდე ჩემს ბებიკოს მისტირის. აიაია, უუუზეესად ძლიერი კაცია. ორი შვილი, ცოლი და შვილიშვილი დაკარგა ძალიან მალე, თუმცა მაინც მხნედ არის. გიჟდება თავის გვარზე და სამშობლოზე. შეიძლება დიდი მორწმუნეობით არ გამოირჩევა, მაგრამ ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ უფლის უნდა გვწამდეს.. აუაუა, მეტს ვეღარ დავწერ… უკვე ზედმეტად მომენატრა იქაურობა.. ორი წელია არ ვყოფილვარ ქვაბისხევში.. მინდააა… ;(

  6. chems cxovrebashi pirveli zapxuli gavatare mushaobashi😀 roca chemi dzmakacebi magars gulaobdnen dato mushaobda😀

    xo ravici minda kai rchevasavit mogce…

    ar gipiqria imaze rom iqneba sxva xalxtan ertad cado dasasveneblat wasvla? mament arc me miswordeboda adre dedachemtan da chem dastan ertad siaruli🙂 ai roca marto megobrebtan ertad wavedi mashin vigrdzeni dasveneba :)))

    rac kide sopels shexeba mec maq egeti sagvareulo sopeli qalaq chiaturis…kalauri qvia.
    ravi yovelweliwads ara mara chavdivar xolme da bednierad vgrdznob iq tavs ragac gansxvavebuli gancda meupleba titqos da davprinav…
    marto is rad girs roca gadavshli ert did purcels sadac asaxulia tu vin visi shrtodan vart vin memata an vin daklda magaria ra ! eh es mindodada exla me😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: