“მომბეზრდა” VS “მენატრება”

დიდი დაკვირვების და ექსპერიმენტების გარეშე, უკვე კარგა ხანია მივხვდი, რომ ადამიანები მაზოხისტები ვართ. გვიზიდავს ყველაფერი, რაც ყველაზე მეტად გვიშლის ნერვებს, დაახლოებით ისე, მელას რომ თავისი მახრჩობელა უყვარს. რაღაც მომენტში მზად ვართ გავანადგუროთ და არმოფხვრათ ეს ნერვების მომშლელი სუბიექტი, მაგრამ თუ მათი ნაკლებობა ვიგრძენით, უკვე ვეღარ ვისვენებთ.

დაახლოებით ასევე არაადეკვატური რეაქცია გვაქვს როცა გადაჭარბებული დოზით ვღებულობთ იმ ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეხალისება.

მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ ახლა ამას ამიტომ ვამბობ.

მომბეზრდა!

მომბეზრდა, რაც მთელი წელი ჩემთვის ყველაზე დიდ ოცნებას წარმოადგენდა: სახლში ჯდომა, დასვენება, ბევრი წყლის სმა, კომპიუტერთან გდება, ვარჯიში… მოკლედ ყოველგვარი უსაქმურობა.

მომბეზრდა Nightwish-ის კარაოკეები, მომბეზრდა ორივე კლავიატურა, რაც ჩემს სახლსი მოიპოვება (კომპის და პიანინოსი), მომბეზრდა ღამღამობით, მთვარეზე დაკვირვება, ანასთან და ბავშვებთან ერთად გარეთ ჯოკრის უდარდელად თამაში. სხვების ნერვების მოშლაც მომბეზრდა და ის მანანა არჩვაძის პაროდიაც ხომ საერთოდ ამოვიდა ყელში.:mrgreen:

ამოტომ ავდექი იმ დღეს და გადავწყვიტე რამე ახალი წიგნი წამეკითხა. სულაკაურის გამომცებლობის საიტზე 20 ლარის ფარგლებში რამდენიმე წიგნი შევარჩიე და “პარნასში” გავექანე. ვიტრინებში ჩემი სათვალიანი სახე რომ დავინახე, ამდენი წიგნის ფონზე, ღიმილი მომერია. ჩემი მეზობელი “ნიჭიერა” გამახსენდა. არადა 14 წლამდე მეც ვიყავი წიგნის ჭია, მაგრამ მერე ინტერნეტმა გადამიყოლა.

გულის სიღრმეში ინტერნეტიც მომბეზრდა, მაგრამ ამას ჯერ არ ვაღიარებ.

ამ დიდი განცხრომისა და ბედნიერების ფონზე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მენატრება:

ვინ დაიჯერებს, რომ მე მართლა მენატრება მაღლივი? მენატრება “ეკონომიკის პრინციპების” აუარებელი ქსეროქსები და კონსპექტები. მენატრება  კოლოკვიუმზე დაძაბული ჯდომა, მენატრება 208-ე აუდიტორია. საერთოდ, ისინი ყველანი მენატრებიან. გუდ fუდიც მენატრება და ლექტორების პაროდიები.  საგნის შერჩენის შიშიც მენატრება. კონსპექტებში ცხვირის ჩარგვა და შუა ღამემდე მეცადინეობაც ტკბილად მახსენდება და მეორე დღეს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში  მარშუტკაში ჯდომა და მუსიკის მოსმენაც.

ერთადერთი ზამთრის სიცივე და ალბათობის თეორიის ლექციები არ მომენატრება არასდროს.

წავედი, ახლა კიდევ რაიმე ფილმი უნდა მოვიბეზრო.🙂

Posted on 29/07/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. 😀 ai, maglivi mec menatreba, cheshmaritad. sagamocdo dadzabuloba xom dzalian dzalian…

    kargi posti iyo,vixalise :*😀

  2. მე მენატრება ხოლმე გამოცდები და თანამდევი ციებ-ცხელება.🙂

  3. მე ჯერ არ გამივლია ეგენი და არ მენატრება😛
    არც სკოლა მენატრება, ჯერ ეხლა დავამთავრე. არც გამოცდები, არც აბიტურიენტობა. არაფერი არ მენატრება.
    დასვენბა მინდა ოღონდ არა სახლში ჯდომით,კომპ.თან დებით და ა.შ
    რამე სხვა მინდა და ვერ ვხვდები სხვა

  4. 😀 და ყველაზე ცუდი იმის ცოდნაა (ისევ და ისევ ამ პოსტიდან გამომდინარე) რომ როდესაც მიიღებ შენს მაღლივს, “ეკონომიკის პრინციპების” და 208ე აუდიტორიას, მერე ისევ უსაქმურად ჯდომა მოგენატრება😀

  5. siyvarulovna რომ მიდიხარ მერე წუწუნებ სახლში მინდო და როგორ გავიგო ეგ ამბავი?😀
    Di@ მაზოხისტები ვართ მეთქი ხომ ვამბობ😀
    okey მომენატრება აბა მთელი 10 თვე იქ სიარული უსაქმურობას კი არა, საჰარას უდაბნოში დაკარგვასაც მოგანატრებს😀

    • არ მინდა მე იქ სადაც მივდივარ ხოლმე.მანდ ვერ ვისვენებ.
      ზღვაზე მინდა მე. იმიტომ რომ ცურვა მინდა,იმიტომ რომ ცურვით ვისვენებ,ცურვით ვიხსნი ყველაფერს ცუდს,წყალს ვატან ყველაფერს და ვთავისუფლდები.ზღვიდან უაზროდ დასვენებული ცამოვდივარ ხოლმე

  6. მენატრება,ჩემი “ფხუკიანი” გოგო,რომელიც ახლა ზღვაზეა და მთლიანად ჩემს განკარგულებაშია ინტერნეტი გვიანობამდე,სანამ ნიკა მოვა…

  7. აი, თურმე რატომ ვიზიდავ ადამიანებს :))
    “სახლში ჯდომა, დასვენება, ბევრი წყლის სმა, კომპიუტერთან გდება, ვარჯიში… ” ოქროს ფრაზაა და მალე “მოგენატრება” :*

  8. რა ნეტარებანი მოგბეზრებია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: