გუშინდელი ამბავი (ანუ ბოღმა-ფართის შემდეგ)

გუშინ დიდი დღე იყო. დიდს ისე ვიძახი, თორემ ეს 2010 წლის ყველაზე საშიში დღე იყო ჩემთვის (არა, კალიები არაფერ შუაშია)

4 დღის წინ “შვებულებაში გასვლა” გადავწყვიტე. ანუ ახალი გასართობების მოფიქრება და ძველებისათვის ცოტა ხნით თავის დანებება (რომ არ მომბეზრდეს). ხოდა გუშინ ის დღე იყო, როცა ბლოგერები მთაწმინდის პარკში უნდა ავსულიყავით.  ნათიას ვერ გავუბედე ვერ წამოვალ-მეთქი რომ მეთქვა (შიში ოხერია lol) ხოდა ჩემი შვებულება 1 დღით დავარღვიე. სულ  ნახევარი საათი დასჭირდა tweet.ge-ს ამბავს. ბოღმა ფართიც არ გაგრძელებულა დიდხანს. უკვე მეგონა წამოვიდოდით, რომ ნათიამ აიჩემა ცოტა ხანს კიდევ ვიყოთო.  ყველანი გაშეშდნენ ერთ ადგილას. ამასობაში ბევრი ვიწრიალე, ტვინი ვბურღე წავიდეთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა (არასოდეს შემეძლო ხალხის დარწმუნება).

ბოლოს დაგვადგა საშველი. წავიდეთო თქვეს. მართალია ფეხით წასვლაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ვის ადარდებდა. ისედაც მიყვარს ფეხით სიარული.

ჰოდა მივადექით თუ არა კიბეებს, იქიდან დაიწყო ჩემი ხერხემლის, მუხლების და იდაყვების ცახცახი. ის კიბეები არასოდეს მქონდა ნანახი. გამიკვირდა ჩაბნელებული რომ იყო და მაშინვე შევიცხადე. დამამშვიდებელი პასუხი რომ ვერ მივიღე, იმაზეც მადლობა ვთქვი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ მეცვა. ავიშვირე თავი და წავედი.

წინ მივდიოდი, როგორც ყველაზე  მშიშარას შეეფერება😀😀 დანარჩენები ერთად მოდიოდნენ, მათი ხმაც არ მესმოდა ზურგს უკან.  მხოლოდ ნათია მეძახდა, ნელა იარე, არსად დავარდეო. მათთან ერთად რომ მევლო, მართლა ავილეწებოდი სადმე. მარტო უფრო ყურადღებით და დაკვირვებულად დავდიოდი, თანაც თუ წავიქცეოდი, თან მაინც არავის გავიყოლებდი😀

არ მახსოვს რამდენ ხანში გავიარეთ ბნელი და უსასრულო გზა. მე, ადამიანი, რომელსაც დღის სინათლეზე, სრულიად სწორ იატაკზეც კი შემიძლია კისრის მოტეხვა, გუშინ ცოცხალი და ჯანმრთელი დავბრუნდი სახლში.

ახლა კი წავედი შვებულებაში. ვიცი ბლოგერები ამას ვერ გადაიტანენ და მათი შეკრება ჩემ გარეშე აზრს დაკარგავს:mrgreen::mrgreen: მაგრამ მე ვირტუალურად მაინც ყოველთვის მათთან ვიქნები და თვალს ვადევნებ მათს პოსტებსა და სტატუსებს🙂

ახლა კი ამ პოსტს გამოვაქვეყნებ, სანამ მეოთხედაც ჩამქრალა შუქი.  :D

Posted on 03/08/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. მაგ კიბეებით სამჯერ ვარ ჩამოსული🙂
    სურვილი გამიქრა კიდევ ერთხელ ჩამოსვლის😀
    ჩემს მეგობარს ჩამოვუტანივარ პირველად (არც მახსოვდა :დ)
    მეორედ და მესამედ ზურგზე შემისვეს რამის მაგრამ უარი ვუთხარი😀
    მძულს კიბეები |(

  2. მე მაგ კიბეებზე სამჯერ ვარ ასული და ბევრჯერ ჩამოსული, მაგრამ, ერთხელ განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ქუსლებით რომ ჩამოვპაკუნდი. : ))

    მოიცა და, ბოღმა-ფართი რატომ?

    ვიცოდი, ეგრე იქნებოდა და თავს ვუშველე გუშინ. ლოლ.

  3. კონკურსში რომელ ადგილზე გახვედი? : )))

  4. Di@ “მოიცა და, ბოღმა-ფართი რატომ?”- ისეთი არაფერი. ვინტრიგნობ ჩემთვის😀

    okey ბოლოდან მეორეზე ალბათ:mrgreen: არ ვიცი.

  5. es ra kibeebia?
    arc ki msmenia mat shesaxeb

    • ოოო ეგ კიბეებია თუა : ))))
      ფეხით შეიძლება მაქედან მთაწმინდაზე ასვლა/ჩამოსვლა

  6. 1)ვიცი ეგ კიბე
    2)ბოღმა რატომ? :გივი:

  7. da vin gaimarjva konkursshi?

  8. 😀😀😀😀😀😀😀 და სანამ ჩახვიდოდი სურათს რომ უღებდი იყო თუ არა რამე ეგ როგორი იყო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: