ზაფხული 2008

1 აგვისტო

ბარგი ჩალაგებულია. 5 წუთში ტაქსი მოვა და ბორჯომის მარშუტკასთან მიგვიყვანს. ოთხნი ვართ: მე, დედაჩემი, ქეთი (ჩემი დეიდაშვილი)და დედამისი. ყველას სცხელოდა. მარშუტკაში ფანჯარასთან ახლოს მერგო ადგილო. თითქმის უკვე  სავსე იყო. ვიჯექი და ველოდებოდი როდის დაიძვრებოდა ადგილიდან და თბილისს დავტოვებდი. ჩვენ გვერდით მდგარ მარშუტკას მივაშტერდი. ერედვი ეწერა დიდად. შიგნით არავინ იჯდა, კარი კი ღია ჰქონდა. – იქ ვინ წავა, ვის აქვს ორი თავი? – გავიფიქრე. და სანამ  გორამდე ჩავედი, მანამდე ვფიქრობდი ერედვზე და იქაურ ამბებზე. გორში შესვლისთანავე ბეწვზე გადავურჩით ნივის მარკის ავტომობილის დაჯახებას, რომელიც საშინელი სისწრაფით მოქროდა და სასწაულით აგვცდა. ამ დროს თითქმის ყველას ეძინა, ან მარაოს იქნევდა გამწარებული. მე კი გორში ვიყავი. გორში ყოფნისას ყოველთვის 1991 წლის იანვარი მახსენდება. არადა იმ დროს ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი, არც კარგი მახსენდება რამე. უბრალოდ მახსენდება და მორჩა.

7 აგვისტო

ბორჯომის პარკიდან გამოსულებს შესასვლელთან  პატარა სცენა დაგვხვდა მოწყობილი. ჯეოსტარის ვარსკვალების კონცერტი იყო. დუტა ხალხს არწმუნებდა, რომ ტაშის დაკვრა სულაც არ იყო სირცხვილი, მაგრამ ხალხს ტაში არ ეკვრევინებოდა. არ მქონდა მაგათი ყურების და მოსმენის თავი, ”ქარწაღებულნი” მქონდა წასაკითხი, თანაც მეძინებოდა.

9 აგვისტო

წამოწოლილი ვარ არხეინად. მხოლოდ ის მაწუხებს რომ ჯეოსელი არ მუშაობს და ანას ვერ ვემესიჯები. “ქარწაღებულნის” ბოლო 10 ფურცელი მაქვს დარჩენილი. არავინ მელაპარაკება, არც ოთახიდან გამოსვლას მთხოვენ. თავიანთთვის სხედან აივანზე. მეც მიხარია, რომ როგორც იქნა გამოსწორდნენ და ხელს არ მიშლიან. 10 ფურცელი დამთავრდა და აივანზე გავედი, კარტითა და რვეულით ხელში. ჯოკერი ვითამაშოთ-მეთქი. დამთანხმდნენ.

ამ დროს მატარებელმა გამოიარა. ყოველთვის მიყვარდა მატარებლისათვის თვალის გაყოლება. ზურგით ვიჯექი, მაგრამ მაინც მივიხედე უკან. ღია სატვირთო ჩვეულებრივზე ნელა და ხმაურით მიდიოდა. ზედ ბეტეერები (თუ რაღაც ეგეთები) ელაგა.

– რა არის ეს?

ყველა ჩუმადაა და თავიანთ კარტს თვალს არ აშორებენ.

– რა ხდება, ვერ დაინახეთ მატარებელი?

ბოლოს გამოტყდნენ რაშიც იყო საქმე. მე კი თურმე მთელი 2 დღე ჭურში ვიჯექი, ჩემი წიგნით ხელში.

– თბილისში მივდივართ! – ოთახში შევვარდი ბარგის ჩასალაგებლად.

– გზა გადაკეტილია, ვერ წავალთ. – მშვიდად მპასუხობს დედაჩემი.

– ყველა გზას ვერ გადაკეტავდნენ.

– მარ, აქ ვერ დაგვბომბავენ. – ქეთის საწყალი ხმა მომესმა.

– ხოდა შენ აქ დარჩი და დასვენება განაგრძე.

ტელეფონი ისევ არ მუშაობდა. ვერ დავრეკავდი, არადა უნდა გამეგო სად იყო ბიძაჩემი. სინამდვილეში მხოლოდ მის გამო გავრბოდი თბილისში. ვიცოდი ომის გაგონება და მისი ფრონტის ხაზზე  დადგომა ერთი იქნებოდა. ვერ გადავიტანდი თუ რამე დაემართებოდა. ის ერთადერთია ჩემს ნათესავებს შორის, ვისაც ჩემი გვარი აქვს. პირველად რომ წავიდა ომში, მაშინ სულ პატარა ვიყავი და არ მახსოვს როგორ იწვა საავადმყოფოში, ნაღმზე აფეთქებული და ბეწვზე გადარჩენილი.

10 აგვისტო

ტაქსი დავიქირავეთ. თბილისამდე 100 ლარი დასჭირდა, გორის გავლით. მე კი მიხაროდა რომ სახლში ვბრუნდებოდი. მაშინაც კი მიხაროდა, როცა გადამწვარ და უკაცრიელ ქალაქში გავიარეთ. ყველგან რაღაც იწვოდა და ყველგან ბოლი იდგა. ქეთის ეშინოდა, რომ ჩემი ახირების გამო ეს მისთვის ბოლო მგზავრობა იქნებოდა. მე კი სინდისს იმით ვიმშვიდებდი, რომ მისთვის წამოსვლა სულაც არ მითხოვია. მეც საკმარისი ვიქნებოდი თბილისში დასაბრუნებლად.

სახლში მივედით თუ არა, მაშინვე ტელეფონს ვეცი. ბიძაჩემმა მიპასუხა და გულზე მომეშვა, რომ ჯერ კიდევ სახლში იყო და იქ არ წასულა.

– დროზე მოდი. ახლა ჩამოვედი, გზაში დაბომბილი რაღაცები დავინახე და მეშინია.

მთელი ისტერიკა მოვაწყვე, ოღონდ  მართლა დაეჯერებინა, რომ მეშინოდა და ჩემს “დასაცავად” მოსულიყო. თუმცა რახან მიზანს მივაღწიე, იმ ღამესაც არ შემშინებია, როცა თბილისში ვითომდა რუსის ჯარი შემოდიოდა, არც მაშინ შემშინებია, როცა ჩემი კორპუსის წინ თბილისის ზღვისკენ მიმავალი ბეტეერების მთელი კოლონა დავინახე. არც მაშინ, როცა დილის 6 საათზე რადარის აფეთქების ხმამ გამაღვიძა.

მე სახლში ვიყავი!

Posted on 08/08/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. :U: mdzime zafxuli iyo, yvelaze mdzime zafxulta shoris.

  2. ჰეჰ… რგორ ვერ გაიგე 2 დღე ომის შესახებ?!
    არა, შენიშვნის პონტში არ ვამბობ.. უბრალოდ მიკვირს. არ მეგონა ეგეთი რამე თუ შეიძლებოდა..

  3. P.S. კაი პოსტია.

  4. გმადლობ. არა, მართლა ვერ გავიგე. 8-ში რომ დავჯექი ოთახში, საერთოდ მოვწყდი ყველაფერს და ჩემებიც მიმალავდნენ.

  5. კაი პოსტი იყო მომეწონა… : )))
    ცუდი დრო იყო ისე…
    წყნეთში ვიყავი მაშინ და ღამის 4 საათზე გამეღვიძა კოჯორში ბაზა რო დაბომბეს…
    მიწისძვრა გეგონებოდა და ისეთი სინათლე იყო დღე იყო თუ ღამე ვერ გაიგებდი…

    ისე კი ეტყობა იმიტო გიმალავდნენ რო იცოდნენ ეგეთი რეაქცია გენქებოდა : )))

  6. Belle de jour

    J’adore Parcelier ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: