დაააგჭრი ბიჭო! (ანუ საიდან მოდის ნევროზი)

ამ უსაქმურობის ჟამს, როცა გასართობის ძებნაც ცოტა არ იყოს და ჭირს, გადავწყვიტე ისევ ჩემი დაკვირვებები გამეგრძელებინა. ანუ დაკვირვებები ადამიანებზე და მათ ქცევებზე. უკვე აღვნიშნე, რომ ამას მხოლოდ უსაქმურობა მაკეთებინებს, თორემ ადამიანთა 90%-ზე ისედაც კარგად ჩამოყალიბებული, არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს.:mrgreen:

ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს უამრავი რამ. მაგალითად ყველას გვაქვს პრობლემები. ამ შემთხვევაში მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა პრობლემაა, გადაჭრადი ან გადაუჭრელი. ისეთი პრობლემებიც არსებობს, რომლებმაც შეიძლება ადამიანს უსუსურობის და უძლურების განცდაც კი დაუტოვოს. ჩემი აზრით ზუსტად აქედან იწყება ნევროზი. ადამიანი უბრალოდ ვერაფერს უხერხებს თავის გასაჭირს, ღიზიანდება და ბოლოს… ან სულაც ისინი ეჩვევიან პრობლემებით ცხოვრებას და ყველაფერში პრობლემას ეძებენ.

დიდი დაკვირვება სულაც არ არის საჭირო რომ მიხვდე რა დღეში აქვს ხალხს ნერვები. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ნებისმიერი, სრულიად უწყინარი ხუმრობის წინაც კი, კარგად თუ არ დაფიქრდი, შეიძლება  საავადმყოფოში ამოყო თავი მძიმე მოტეხილობით ან გამჭოლი ჭრილობით.

მიზეზი: – ადამიანებს ნერვები კბილებით უჭირავთ! მაგრამ კბილებიც აღარ უვარგათ, რადგან ძილში (თუ როგორმე დაიძინეს) კრაჭუნისაგან უფუჭდებათ.

აი ასეთია ბოროტი რეალობა, რომელსაც საკუთარი უგუნურებითაც მშვენივრად ვუწყობთ ხელს. არადა ხომ შეიძლება უბრალოდ ‘გავატაროთ’ რაღაც რისი მოგვარებაც არ შეგვიძლია? საერთოდ რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რასაც მაინც ვერაფრით შევცვლით, საქმე დაილია ამ ქვეყნად? მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე დაჯდომა და რაიმე სასარგებლოს სწავლა? დასკვნა: – სიზარმაციდან მოდის ყველაფერი ცუდი!

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ

მოკლედ, თუ საკუთარ თავს შეატყვეთ მსგავსი სიმპტომები, ჩემი რჩევა იქნება შეხედოთ სამყაროს იუმორის თვალით. თუმცა უმჯობესია მაინც ექიმს მიაკითხოთ. ხოლო თუ მსგავსი უბედურებები თქვენთვის ნაცნობი არ არის, მაშინ ოდნავ უფთხილდით ნევროზიანებს. თქვენი ნებისმიერი დაუფიქრებელი ქმედების გამო, უკეთეს შემთხვევაში ისინი შეიძლება აფეთქდნენ, უარეს შემთქხვევაში კი თქვენ აგაფეთქებენ.:mrgreen:

Posted on 10/08/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. სასარგებლო პოსტია❤

  2. უძილობა = ნევროზს = ჰიტლერის მიერ ჩადენილ ყველაფერს ერთად :((

  3. კარგად დაიწყო და უფრო ეფექტურ დასასრულს ველოდი.
    მარა საერთო ჯამში მაინც კაი იყო

    • ჰაჰა😀 მართალი ხარ. მივაფუჩეჩე, არ მინდოდა ძაან გამეგრძელებინა პოსტი. ეს თემა არ ამომიწურავს ჯერ, მერე კიდევ დავწერ რაღაცებს.

  4. მიფრთხილდით!!!

  5. ხანდახან სულ პაწაწუნა რაღაცაც კი მიშლის ხოლმე ნერვებს. მაგრამ მალევე ვწყანრდები

  6. rac nervoze ewera yvelaperi mchirda😀 ertad ertad !😀 mara mament mag mdgomareobashi ubralod cxovrebam tviton chamagdo nu mament is gza rac me gaviare yvela adamiani gadis vinc emigranti xdeba :))

    mara yvelaze kargi chemit mivxvdi rom yvelapers iumorit uyuro😀 da mec gijivit vicinivar xolme da xalxi gijdeba 🙂

    xo kide sulac ar mizarmacia 1 wutitac mara nu xdeboda egre da haa😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: