მწვანე სიცოცხლე და თეთრი სიკვდილი

ასეთი პოსტების წერას ვცდილობ მოვერიდო. ვიცი დეპრესიაში ხარო დამიწყებენ მტკიცებას და ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება დავიჯერო კიდევაც. სინამდვილეში დეპრესია ჩემთვის არ არსებობს. საერთოდაც მგონი ის ადამიანებმა სიზარმაცის გამო თავის გასამართლებლად მოიგონეს. ჩასხდებიან დეპრესიაში და არ გასცეთ ხმა არავინ.

დღეს დილით სახლში უკვე მართლა აღარ დამედგომებოდა. წასასვლელიც ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ ჩემს აივანს შევაფარე თავი. აივანს ისე ვეძახი, თორემ სკამის დასადგმელი ადგილიც არ არის იქ. საკმაოდ ადრე იყო. სიჩუმეს მხოლოდ საბერტყელას ხმა არღვევდა, ჩემი ყურსასმენებიდან გამომავალი მუსიკის ფონზე. შემოვჯექი მოაჯირზე (ვეკოს ზეგავლენა) და დავიწყე უსაქმური ფიქრი. -ისევ კითხულობ? კაი🙂

ფოთოლცვენის დაწყებას ბრმაც რომ ვიყო, მაინც ყოველთვის ვიგრძნობ, რადგან იგი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს თმაზე. კიდევ კარგი გამელოტებას ვერ ვასწრებ ფოთოლცვენის შეწყვეტამდე. ახლაც, ჩემი ეზოდან ნიავის ყოველი  წამოქროლვისას   მესმის გამხმარი ფოთლების შრიალი. ალვის ხეებს უკვე შეეპარათ სიმწყვანეში ყვითელი ჭაღარა. უკვე ბერდებიან, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდები არიან. სიბერეს შემოდგომაზეც მოასწრებენ.

აი რატომ მიყვარს მწვანე. მწვანე კი არა, ზოგადად სიმწვანე მიყვარს. სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ახალგაზრდაა. თუმცა სანამ გარშემო სიმწვანეს ვხედავთ, ნაკლებ ადეკვატურად აღვიქვამთ. არადა ეს დრო ხომ ასე ცოტა ხანს გრძელდება,  ჩვენ კი წუწუნში და სრულ უაზრობაში ვატარებთ. გვავიწყდება რომ შეუქცევადი პროცესია სიმწვანის გახუნება და გაყვითლება, ისევე როგორც დაბერება. უძლური ხარ, ვერაფერს იზამ, შემოდგომა მაინც მოვა და გაგაყვითლებს. ეს აუცილებელიცაა. ღმერთმა დაიფაროს ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთრის მოსვლა. (თუმცა ჩვენკენ ხშირად გარდამავალი სეზონები შეუმჩნეველია) თუმცა არც სიყვითლეა საშიში თუ მტკიცედ შეხვდები. შემოდგომაზე რომ კარგი მოსავალი აიღო, მანამდე ბევრი უნდა იშრომო, სანამ მწვანე ხარ, თორემ ცელიანი ზამთარი ისე მოგიკაკუნებს და თოვლით დაგვფარავს, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.

აი ამიტომ არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილივითაა.  სიკვდილი კი ნაცრისფელია, ჭუჭყიანი თოვლივით.

– ვაი, ეს სად შემოვმჯდარვარ. – ცოტა საშიშია ფიქრი, როცა მეექვსე სართულის აივნის მოაჯირზე ზიხარ. ყურსასმენებში კი ფლეილისტის ალბათ უკვე 30-ე მუსიკა მესმის… მზე ისევ არ ჩანდა სქელი ღრუბლიდან და არც ახლა ჩანს ახალი მთვარე.

Posted on 13/08/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. am zafxuls yvelaze aktualuria temaa es amindi da temperatura da cucuni da cucuni cucunze :)))))))))))))

  2. მარი ცოლად გამომყვები?

  3. ადამიანის ბუნება: ცივა და წუწუნებენ, მზე როდის გამოვაო, ცხელა და სიკვდილისფერი ზამთარი უნდათ… ალბათ ესეც კანონზომიერებაა.
    მე კი ისე მიყვარს სიცხე და მზე და ყველაფერი, რომ მინდა, რაც შეიძლება, მეტი მზე შევისრუტო, რომ ზამთარშიც მეყოს.

  4. ra magari musikaa, romelia, anu visia? ver vcnob😦

  5. kai posti. mec ar miyvars zamtari (arc iseti zamtari, shen rom gulisxmobdi).

  6. An all round well thought out blog post!

  7. I couldnt think you are more right.

  1. Pingback: ინერციის სეზონი | ჩემი მწვანე ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: